18 წლის ქართველი, რომელმაც მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა

© photo: Tekla Meladze Art / FBთეკლა მელაძის გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში
თეკლა მელაძის გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დღეს გადაწყვიტა, რაღაც ახალი, განსხვავებული სტილი მოეძებნა. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, დაეწყო ერთ, ოქროსფერში ხატვა, რამაც უცხოელი ექსპერტები კიდეც გააოცა და კიდეც აღაფრთოვანა...

თეკლა მელაძე ქართველი მხატვარია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 18 წლის გოგომ მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეებმა "მონოტონიზმი" უწოდეს.

ხატვა 13 წლისამ დაიწყო. სამი წელი ფერწერით იყო გატაცებული. შემდეგ გადაწყვიტა, რაღაც ახალი, განსხვავებული სტილი მოეძებნა. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, დაეწყო ერთ, ოქროსფერში ხატვა, რამაც უცხოელი ექსპერტები კიდეც გააოცა და კიდეც აღაფრთოვანა.

© photo: Tekla Meladze Art / FBთეკლა მელაძე
18 წლის ქართველი, რომელმაც მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძე

– რამდენიმე წელია, რაც ხატვამ გამიტაცა და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. გარდა ხატვისა, მიტაცებს მუსიკა, ვსწავლობ სკოლაში და ვარ აბიტურიენტი.

– ვინ აღმოაჩინა თქვენში ხატვის ნიჭი?

– 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მშობლებმა პარიზში ქართული კულტურის დღეები მოაწყვეს, სადაც ქართველი მხატვრების გამოფენა ჩატარდა. იქ ვნახე ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების ვორქშოპი მონმარტრზე. გაოცებული ვაკვირდებოდი მათ – წარმოუდგენლად სწრაფად, რაღაც ორ საათში შვიდი ნამუშევარი შექმნეს.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნოში აღმოვჩნდი. გარემომ, მისმა ნამუშევრებმა და ხატვის ტექნიკამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ბატონ ზურას ვუთხარი, მინდა თქვენნაირად ვიცოდე ხატვა-მეთქი. აუცილებლად შეძლებო, მითხრა და ერთ კვირაში დამიბარა – რასაც დახატავ, მომიტანე და მაჩვენეო.

არადა, არანაირი საფუძველი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მაგრამ მისმა სიტყვებმა უდიდესი სტიმული მომცა და გამაბედინა ზეთის საღებავით დამეწყო ხატვა. დათქმულ დროს მივედი და თერთმეტი ნამუშევარი მივუტანე. ცოტა მეუხერხულება იმ საქებარი სიტყვების გამეორება, რაც მაშინ მითხრა, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემთვის ის სიტყვები იყო გადამწყვეტი.

სიმართლე გითხრათ, მაშინ, იმ ასაკში ბოლომდე ვერც ვხვდებოდი და არც ვიცოდი, რა დიდი მხატვრის რჩევებს ვისმენდი. მისმა გადაჭარბებულმა ქებამ დამაჯერა ის, რაც შემდეგ შევძელი.

© Courtesy of Tekla Meladzeთეკლა მელაძის ნამუშევარი
18 წლის ქართველი, რომელმაც მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის ნამუშევარი

– ხატვის განსხვავებული სტილი გაქვთ. მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმენით, როგორ მიიღო ეს საზოგადოებამ – ექსპერტებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა?

– დიახ, ხშირად აღუნიშნავთ, რომ განსხვავებული სტილი მაქვს. სამი წელი ფერწერით ვიყავი გატაცებული, მაგრამ სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რამე ახალი და კიდევ უფრო განსხვავებული სტილი მომეძებნა.

ერთ დღესაც, როცა ახალი ნამუშევრების შექმნაზე ვფიქრობდი, თავში გამიელვა, ნეტავ, რა არის ის ოქროს გასაღები, რაც რაღაც ახალს მაპოვნინებს-მეთქი. სწორედ ეს ფრაზა გახდა ინსპირაციის წყარო, რომ ოქროსფერი საღებავით, ერთ ფერში დამეწყო ხატვა. მერე, უკვე პროცესში მომინდა, რომ უფრო გამერთულებინა და საღებავის სქელი მასის დატანით მივიღე ნამუშევრები ბარელიეფის ეფექტით.

ჩვენ ხშირად გვსტუმრობდნენ ცნობილი მხატვრები გოგი წერეთელი, მარიამ გაჩეჩილაძე, დავით ანდრიაძე, გოგი ხოშტარია და კიდევ სხვაც ბევრი, რომლებიც ხედავდნენ ამ პროცესს და მათი დადებითი შეფასება მაძლევდა რწმენას, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, რაც მინდოდა.

© Courtesy of Tekla Meladzeთეკლა მელაძის ნამუშევარი
18 წლის ქართველი, რომელმაც მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა - Sputnik საქართველო
თეკლა მელაძის ნამუშევარი

მადლობა ყველას, ვის სიტყვებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მათაც, ვინც ჩემ გამოფენაზე მოვიდა. მათი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, განსაკუთრებით, ხელოვნებათმცოდნეებისა და მხატვრებისა.

ამ ძიებამ მომცა ახალი მიმდინარეობის შექმნის საშუალება, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეებმა "მონოტონიზმი" უწოდეს.

– დარწმუნებული იყავით, რომ სასურველ შედეგს მიიღებდით?

– დარწმუნებული არ ვიყავი და ვერც ვიქნებოდი. არ ვიცოდი, ამ ახალ, ჩემეულ მიდგომას რა შედეგი მოჰყვებოდა, ყველაფერი საღებავის დამორჩილებასა და მის შრობაზე იყო დამოკიდებული. ნებისმიერი ახალი მაინც ექსპერიმენტია და, ამდენად, სარისკო.

– რით განსხვავდება ეს მიმდინარეობა ტრადიციული მხატვრობისგან?

– ქმნი იმას, რაც ჯერ არავის შეუქმნია. არ ვამბობ კარგია თუ ცუდი, ის უბრალოდ სხვანაირია და სწორედ ამაშია განსხვავება.

© photo: Tekla Meladze Art / FBოქროში შესრულებული ნახატი
18 წლის ქართველი, რომელმაც მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა - Sputnik საქართველო
ოქროში შესრულებული ნახატი

– რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი "ოქროში" და რამდენად საინტერესო იყო მათზე მუშაობა?

– "ოქროში" 25 ნამუშევარი მაქვს შექმნილი. მათზე მუშაობა კი ძალზე საინტერესოა, იმიტომ რომ ძიება გრძელდება და მუშაობაში კიდევ ბევრ სიახლეს ველოდები.

– რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო?

– კარგი წიგნი, მუსიკა, თუმცა ამაზე ხშირად არ ვფიქრობ და მუზას არ ვეძებ. ხატვას რომ ვიწყებ, ხშირად არც კი ვიცი, რას დავხატავ, გზადაგზა მოდის იდეა.

– მშობლებმა თუ იქონიეს გავლენა თქვენ შემოქმედებაზე?

– ჩემი მშობლები მხატვრები არ არიან, ჩემ შემოქმედებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენიათ. მაგრამ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ხატვა კარგად ესმით, უყვართ და მჯერა, რომ ეს სიყვარული გენეტიკურად გადმომეცა. მშობლების წვლილზე საუბარი მეუხერხულება, რადგან თვითონ არ უყვართ, როცა მათ როლს აღვნიშნავ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში მშობელს უდიდესი გავლენა აქვს.

© photo: courtesy of Tekla Meladze Artგამოფენის შემდეგ
18 წლის ქართველი, რომელმაც მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა შექმნა - Sputnik საქართველო
გამოფენის შემდეგ

– თქვენი ნახატების გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკში. ამის შესახებაც მოგვიყევით...

– ამ გადასახედიდან ვხვდები, 13 წლის ასაკში ნიუ-იორკში პირველი პერსონალური გამოფენა რა იყო. მაშინ ამას ვერც კი ვაცნობიერებდი. ინტერვიუები, კატალოგში მოხვედრა, ვიპ-სტუმრობა, ბევრი საქებარი სიტყვა, უამრავი სტუმარი – უცხოელები, ქართველი ემიგრანტები, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა კი ვხვდები, რომ დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი გამართლებაც იყო.

– როგორც ვიცი, დღემდე 300-მდე ნამუშევარი გაქვთ შესრულებული, რომელიმე მათგანს თუ ამოარჩევთ, გაქვთ ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთვის?

© photo: Tekla Meladze Art / FBოქროში შესრულებული ნახატი
ოქროში შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
1/4
ოქროში შესრულებული ნახატი
© photo: Tekla Meladze Art / FBოქროში შესრულებული ნახატი
ოქროში შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
2/4
ოქროში შესრულებული ნახატი
© photo: courtesy of Tekla Meladze Artოქროში შესრულებული ნახატი
ოქროში შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
3/4
ოქროში შესრულებული ნახატი
© photo: courtesy of Tekla Meladze Artოქროში შესრულებული ნახატი
ოქროში შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
4/4
ოქროში შესრულებული ნახატი
1/4
ოქროში შესრულებული ნახატი
2/4
ოქროში შესრულებული ნახატი
3/4
ოქროში შესრულებული ნახატი
4/4
ოქროში შესრულებული ნახატი

– კი, გამორჩეული ბევრი ნამუშევარი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს "არყის ხის ტყე". ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე რთული შესასრულებელი იყო. თითქოს დამთვალიერებლების დიდ ნაწილსაც სწორედ ეს ნამუშევარი მოსწონს.

– სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამე.

– რამდენიმე თვის წინ ევროპელი ექსპერტები გვსტუმრობდნენ. მათი ვიზიტის შედეგებისა და ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ მალე შევატყობინებ საზოგადოებას.

ყველა ახალი ამბავი
0