ადრენალინური დაღლილობის სინდრომი - თირკმელზედა ჯირკვლების „გადაღლა“

CC0 / Pixabay / დაღლილი ქალი
დაღლილი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, გაღიზიანებასა და უსაფუძვლო შიშებს, თუ ცუდად გძინავთ, იმატებთ წონაში, ხშირად ხდებით ავად და უჩივით სახსრების ტკივილს, მაშინ „Sputnik-საქართველოს“ სამედიცინო სვეტის ეს სტატია თქვენთვისაა

Adrenal Fatigue - ფრანგული  ორი უცნაური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს  ჯანმრთელობის სერიოზულ  პრობლემას, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის პრობლემა გახდეს.

თუ გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, ცუდ გუნებას, გაღიზიანებას და უსაფუძვლო შიშებს, თუ ცუდად გძინავთ ან საერთოდ ვერ ახერხებთ ჩაძინებას, ბანალსინრებული კვებისა და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად  იმატებთ წონაში, თუ ხშირად ხდებით ავად და უჩივით სახსრების ტკივილს, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, რადგან თქვენი თირკმელზედა ჯირკვლები „დაიღალნენ“ და ყველა ეს სიმპტომი არის მათ მიერ საშველად ხმობა.

მძინარე ქალი - Sputnik საქართველო
რა უფრო მნიშვნელოვანია – ძილი თუ იმუნიტეტი?

საერთაშორისო კლასიფიკაციაში დაავადება „Adrenal Fatigue Syndrome“ მოხსენიებული არ არის. იქ არის „იცენკო-კეშინგის“ დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის ჰიპერპროდუქცია (ნორმაზაე ბევრად მეტი), ასევე არის ე.წ ადისონის დაავადება - თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის ჰიპოპროდუქცია (ნორმაზე ბევრად ნაკლები). ესენია მძიმე დიაგნოზები - რომელიც გულისხმობს თირკმელზედა ჯირკვლების მწყობრიდან სრულად გამოსვლას. ამ ორ დიაგნოზს შორის არის ანდრენალინური დაღლილობის „ნაცრისფერი ზონა“ - ზემოთ ხსენებული ვერაგი დაავადებების წინაპირობა. ეს ზონა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს  თქვენს თვითშეგრძნებაზე, მაგრამ ამასთან, არ არის გვიან დაეხმაროთ თქვენს თირკმელზედა ჯირკვლებს. ეს „ნაცრისფერი ზონა“ არის ზუსტად „ადრენალინური დაღლილობა“, რომელმაც, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, შეიძლება იჩინოს თავი.

ადამიანის ორგანიზმი - Sputnik საქართველო
ინტეგრაციული მედიცინა: ნაწლავები და იმუნიტეტი

ყველაფერი იწყება კუჭ-ნაწლავიდან. არასწორი კვებიდან გამომდინარე, გლუტენის, ზედმეტი ნახშირწყლების,  ფრუქტოზისა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარების გამო, ორგანიზმში მუდამ არის „დუნედ მიმდინარე ანთებითი პროცესები“. ხოლო თუ ნაწლავში „ბატონობენ“ ანთებითი პროცესები, მისი კედელი თხელდება  და ვეღარ იცავს ორგანიზმს პათოგენური ფლორისგან, რაც ორგანიზმის ყველა სისტემისთვის ბრძოლის დაწყების მანიშნებელია. ბრძოლის დაწყების სიგნალს გასცემენ სტრესის ჰორმონები - ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი, რომლებიც გამომუშავდებიან თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. თუ ანთებითი პროცესი არის ქონიკული და ხანგრძლივი, სტრესის ჰორმონებიც მუდმივად გამომუშავდებიან. საბოლოოდ, ადრე თუ გვიან დაიწყება თირკმელზედა ჯირკვლების დაღლაც. არც-ერთ მექანიზმს და  მითუმეტეს, არც ადამიანის ორგანიზმს ძალუძს იმუშაოს სტრესულად,  შეუჩერებლივ ფატალური შედეგების მიღების  გარეშე.

ადამიანის ანატომია - Sputnik საქართველო
ინტეგრაციული მედიცინა: „მჟონავი ნაწლავი“

თუ თქვენი თირკმელზედა ჯირკვლები გადაღლილები არიან, თქვენ გძინავთ ცუდად. იცოდეთ, თქვენ  მათ გადაღლაში დიდი წვლილი შეგაქვთ თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თუ  არ გძინავთ საკმარისად, ხოლო თქვენი ტვინი დღე და ღამე გადაღლილია ცისფერი ეკრანით (ტელევიზორი, სმარტფონი და სხვადასხვა ტექნიკა), ტვინი ვერ ისვენებს, თქვენ იძინებთ გვიან, გძინავთ არასაკმარისად, შესაბამისად ძილის ღრმა ფაზა თითქმის არ სრულდება.

ეს უპირობოთ მიგიყვანთ იმუნიტეტის დასუსტებამდე, გრიპებისა და ვირუსების, ანგინისა და გაციებების დახმარებით, რომლებიც თავისთავად წარმოადგენენე ანთებითი კერების ახალ წყაროებს.რაც დრო გადის, ამ დაუსრულებელ ციკლში თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობა პიკს აღწევს, რათა შეინარჩუნონ ჰორმონალური სტრესის მდგომარეობა ორგანიზმში.

კარდიოგრამა და ფონენდოსკოპი - Sputnik საქართველო
ინტეგრაციული მედიცინა — მომავლის მედიცინა

ბოლოს - რაც შეეხება სტრესს. ჩვენი საუკუნე - უპრეცედენტო გადატვირთვის პერიოდია : ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ინფორმაციის დიდი ნაკადი, მინიმალური ფიზიკური აქტივობა  - მაქსიმალური ინტელექტუალური და ემოციური დატვირთვის ფონზე....თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა, განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები, არ იყენებენ დროს, რომ იმოგზაურონ, დაისვენონ, ახლობლებთან ცოცხალი ურთიერთობებით დატკბნენ, დაკავდნენ ფიზიკური და სპორტული აქტივობებით. სამაგიეროდ ყოველთვის არიან  მზად მიიყვანონ საკუთარი თავი ადრენალინურ დაღლილობამდე.

ეს მუდმივი და შედარებით ხანგრძლივი პროცესია. ყოველ წელს თირკმელზედა ჯირკვლები თავიანთი შესაძლებლობების პიკზე მუშაობენ, თითქოს ყველაფერი  კარგად არის, რეალურად მათი შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება და ერთ დღეს შეიძლება რეზერვიც ამოიწუროს. კორტიზოლი - რომელსაც ისინი გამოყოფენ - ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონოა ჩვენს ორგანიზმში. სხვა მნისვნელოვანი ჰორმონების გარეშე ორგანიზმს შეუძლია „გაძლება“, მაგრამ არა კორტიზოლის, მის გარეშე - ორგანიზმი კვდება!

რა გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენ დაღლილ თირკმელზედა ჯირკვლებს ? ამის შესახებ მოგიყვებით შემდეგ კვირას.

ყველა ახალი ამბავი
0