მონღოლი მხედრები

უკანასკნელი ბრძოლა მეფური: მხცოვანი რაინდი ლუარსაბ I

282

ვანო სულორი 

282
თემები:
იცით თუ არა, რომ... (381)
გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერები

მოსაზრება: გაზის მსოფლიო ფასებს ქარიშხალი და ბანდები ადგენენ

28
(განახლებულია 20:58 21.09.2020)
გაზის ბაზარი თანდათან უბრუნდება ძველ მდგომარეობას: საბირჟო ფასები ევროპასა აზია–წყანარი ოკეანის რეგიონში (გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზრისთვის), შესაბამისად, 130 და 150 დოლარს შეადგენს 1000 კუბურ მეტრზე.

ალექსანდრ სობკო

ფასების ზრდის მიზეზები არსებობს როგორც მოთხოვნის, ისე შეთავაზების მხრიდანაც. მიმდინარე წლის რვა თვეში გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ჯამური იმპორტი, მართალია, მხოლოდ 1,3 პროცენტით, მაგრამ მაინც უფრო მეტი გამოდგა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. LNG-ს იმპორტის მკვეთრი ზრდა ივლისსა და აგვისტოში აჩვენეს ინდოეთმა და ჩინეთმა.

ანუ, თუ მარტივ შეფასებას გავაკეთებთ, LNG-ზე გლობალური მოთხოვნა ახლა გასული წლის დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის აირზე მოთხოვნა უფრო დაბალია (ეს რუსეთის ექსპორტიდანაც ჩანს ევროპაში, ხოლო ჩინეთი შუა აზიიდან ამცირებს გაზის იმპორტს). მაგრამ LNG–ბაზარზე ასევე არის სიმძლავრეების სიჭარბე, ვინაიდან მიმდინარე ფონზეც ამუშავდა წინასაინვესტიციო ტალღის ქარხნები (ძირითადად ეს აშშ-ია).

ამიტომ ფასების სტაბილიზებას ხელს ასევე უწყობს შემოთავაზებების ჩავარდნაც: კვლავინდებურად არ მუშაობს მცურავი ქარხანა Prelude ავსტრალიაში (ტექნიკური პრობლემების გამო), იქვეა გაჩერებული Gorgon LNG-ს კიდევ ერთი ტოტი. აშშ-ზე უკვე ბევრი რამ ითქვა.

ცოტა ხნის წინანდელი ზედაბალი ფასების გამო LNG-ს გადმოტვირთვები ზაფხულში ქარხნების გეგმური სიმძლავრეების ნახევრამდე და კიდევ უფრო ქვემოთაც ეცემოდა. ახლა ექსპორტი თანდათანობით აღდგება გლობალური ფასების ზრდასთან ერთად, მაგრამ ქარიშხლების სეზონი ნორმასთან სწრაფ დაბრუნებას ხელს უშლის. უახლოეს თვეებში ამერიკული ექსპორტის ზრდა კვლავ მოახდენს გავლენას ფასებზე.

ანუ კოტირებების აღდგენა ჯერჯერობით არ გამოიყურება სტაბილურად (ამას საცავების გადავსებაც დავუმატოთ), თუმცა ზოგი პროგნოზით, გათბობის სეზონზე სპოტურმა ფასებმა აზიაში შესაძლოა 200 დოლარსაც გადააჭარბოს 1000 კუბურ მეტრზე. ასეთი ფასები კი უკვე შეესაბამება მისაღებ გძელვადიან ფასს ყველა მწარმოებლისთვის. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“. ფასების ასეთი დონე საშუალოწლიური უნდა იყოს და არა მარტო „ზამთრისა“.

მაგრამ წელიწადი რთულია, არატოპური, მისი მიხედვით გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. და ყველაზე საინტერესო: მიმდინარე წელს, პირველად ოცი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით არ მიღებულა არც ერთი ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილება ახალი გამთხევადებელი ქარხნების აგებაზე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინესტიციო გადაწყვეტილებების რეკორდული რაოდენობაა მიღებული. ეს კი სამწლიანი პაუზის (2016–2018 წლები) შემდეგ მოხდა წინა ციკლში (2011–2015 წწ) გადაინვესტირების გამო.

რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია და გასაგები: ნავთობ–გაზის ყველა კომპანიამ ძალიან დაკარგა შემოსავლები, რის გამოც საინვესტიციო პროგრამებს ამცირებს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინვესტიციები მხოლოდ მესამედით შემცირდა, რაც თითქოს გათხევადებულ ბუნებრივ აირსაც უნდა შეეხოს.

პასუხის ნაწილი ისაა, რომ LNG-ს ბაზარი ბოლო წლებში პარადოქსულად ვითარდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ გაზის მიმდინარე სიჭარბეს და ასევე მწვავე კონკურენციას მომავალში (კატარი, აშშ, რუსეთი, აღმოსავლეთ აფრიკა), ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს მაღალ ფასებს და არ გზავნის საკმარის საბაზრო სიგნალებს ახალ პროექტებში ინვესტიციებისთვის. ერთდროულად ბაზარი მიიჩნევა პერსპექტიულადაც (გაზზე მოთხოვნა ყველა, თვით ყველაზე მწვანე სცენარითაც კი გაიზრდება). ბაზრის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი გახდა ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალური კომპანიების მონაწილეობა, რომლებმაც ეტაპობრივად დაიწყეს ნავთობიდან გათხევადებულ ბუნებრივ აირზე გადასვლა.

როგორც შედეგი — ძვირი ნავთობის პირობებში (როგორც მაშინ ჩანდა, დიდი ხნის განმავლობაში) ნავთობ–გაზის კომპანიებს პერსპექტიულ გათხევადებულ გაზში შეეძლოთ თანხების ჩადება შემოსავლების საერთო კალათიდან. ან ქარხნებში უშუალო ინვესტიციების გზით, ან ირიბად — LNG-ს გრძელვადიანი კონტრაქტებით შეძენის გზით. რაც გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზრის შედარებით პატარა მონაწილეებს ქარხნების ასაშენებლად კრედიტების მიღების საშუალებას აძლევდა.

ახლა კი, ნავთობის კოტირებების ვარდნასთან ერთად, ნავთობის ტრანსნაციონალურ კომპანიებს ამისთვის არ სცალიათ. ამას ემატება ისიც, რომ ზოგი მათგანი ნერვიულობს და საკუთარი საინვესტიციო გეგმების „გამწვანებაზე“ საუბრობს.

თავის მხრივ, ნავთობგიგანტებს, რომლებსაც სურთ წიაღისეული საწვავის ერთგულები დარჩნენ, ასევე მძიმე ვითარება აქვთ. ეს ჩანს კომპანია ExxonMobil-ის მაგალითზე, რომლის  ფინანსური მდგომარეობა ახლა არასახარბიელოა.

ამ კომპანიას გეგმებში ორი მთავარი და მსხვილი LNG–პროექტი ჰქონდა: Golden Pass LNG აშშ-ში და Rovuma LNG მოზამბიკში. ახლა ორივე გადადებულია — ამერიკულ ქარხანაზე გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ ერთი წლით ყოვნდება, ხოლო მოზამბიკურისა — 2023 წლამდე. პაპუა–ახალ გვინეაში მოქმედი LNG–ქარხნის გაფართოების გეგმებიც ასევე უკეთესი დროისთვის გადაიდო.

დანარჩენი ამერიკული ქარხნები, რაღა თქმა უნდა, ასევე არ ჩქარობენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ადგილზეა გაჭედილი სიტუაცია აღმოსავლეთ აფრიკაშიც. შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონის შელფი (მოზამბიკი, ტანზანია) მოპოვებების ერთ-ერთ ახალ პერსპექტიულ ცენტრად განიხილებოდა. პროექტ Exxon-ის გადავადებაზე უკვე მოგახსენეთ, აი Mozambique LNG-ს კი რეგულარულად უშლიან ხელს რეგიონში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი მშენებლობის ვადაში დასრულების საკითხს. ტანზანიაში ქარხნების გეგმების შესახებ ბოლო დროს თითქმის აღარც იხსენებენ.

ამ ყველაფრიდან შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეთავაზებების დეფიციტის მოწმენი გავხდებოდით. ასეც იქნებოდა, რომ არა კატარის გეგმები ერთბაშად რამდენიმე ახალი ქარხნის თაობაზე. ოფიციალური საინვესტიციო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, მაგრამ წინასწარი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხოლო LNG-ს დაბალი თვითღირებულება კატარს იაფად აშენების საშუალებას მისცემს.

დაბოლოს, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გაურკვევლობას ბადებს: ფასწარმოქმნის მექანიზმები. სპოტური ბაზრის განვითარების მიუხედავად, ბოლო დრომდე ნავთობზე ფასების ბმა გათხევადებული აირის მწარმოებლებს რენტაბელობის გარანტიას აძლევდა. ამასთან, ძვირი ნავთობისა და LNG-ში მზარდი კონკურენციის ფონზე ამ ბმის კოეფიციენტი ბოლო წლებში ახალ კონტრაქტებში სულ უფრო და უფრო ეცემოდა. ახლა ნავთობი გაიაფებულია, მაგრამ ნაკლებსარწმუნოა, რომ მყიდველები ძველ, მაღალ კოეფიციენტებზე დაბრუნებას მოისურვებენ. ხოლო 45-დოლარიანი ნავთობისა და გაზის ბმის ბოლოდროინდელ 0,11 კოეფიციენტის პირობებში გათხევადებული ბუნებრივი აირი სულ დაახლოებით ხუთი დოლარი ეღირება მილიონ BTU-ზე, ანუ დაახლოებით 180 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. ხოლო მყიდველებს სულ უფრო აინტერესებთ სპოტური ფასების გაზი, მით უმეტეს, რომ კატარიდან, გრძელვადიანი კონტრაქტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ, სულ უფრო მეტი LNG გამოვა საბირჟო ბაზარზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებად ქვეყნებს გაზის დიდი მოცულობების „გადახარშვის“ უნარი აქვთ, მაგრამ მხოლოდ დაბალი ფასებით, მაქსიმუმ 200 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე ან კიდევ უფრო ნაკლები.

ყველა ეს ფაქტორი გაურკვევლობასა და ბაზრის განვითარების ერთგვარ პარადოქსულობას იწვევს. ბუნებრივი აირი და LNG კვლავაც ძალიან პესპექტიულ საწვავად რჩება, მაგრამ მაღალკონკურენტულ ბაზარზე, რომელზეც მოთხოვნა დამაჯერებლად გაიზრდება მხოლოდ საკმარისად დაბალი ფასებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

28
რუსული ვაქცინა

მოსაზრება: დიდი პოლიტიკის პატარა გეშეფტი

243
(განახლებულია 23:41 18.09.2020)
რუსეთის ლიდერობა კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში დასავლეთისთვის უბრალოდ უსიმოვნო სიურპრიზი კი არ გამოდგა, არამედ აღმაშფოთებელი გამოწვევა ― როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მოსაზრებებით.

ირინა ალქსნისი

ერთი მხრივ, ჩამორჩენილ ღრმად არადემოკრატიულ რუსეთს უბრალოდ არ აქვს მსგავსი გარღვევების უფლება რთულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მოწინავე სფეროებში.

მეორე მხრივ, ფსონზე იმდენად ასტრონომიული თანხა დევს, რომ მარტო იმაზე ფიქრიც კი, რომ მან შესაძლოა დასავლურ ფარმაცევტულ კონცერნებს გვერდი აუაროს, იქ მჟავიანობის აწევას იწვევს. თუნდაც ინდოეთისთვის 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებები რად ღირს.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსეთი თავისი მეცნიერების მუშაობის დისკრედიტაციის მრავალრიცხოვან მცდელობებს წააწყდა: დიდი პოლიტიკა, დიდი ფული.

მაგრამ ზვიგენების გვერდით ყოველთვის მოიძებნება ადგილი პაწაწინა თევზებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ ნასუფრალს.

სწორედ ასეთი ამბავი დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ უძველეს და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში „სპუტნიკ-V"-ს გამოცდის შედეგებზე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. სტატიას ელვისებურად მოჰყვა კრიტიკა.

ხმამაღალ ახალ ამბად იქცა მსოფლიო მასმედიით გავრცელებული ღია წერილი, რომელშიც ამერიკის ტემპლის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა ენრიკო ბუჩიმ შიში გამოთქვა „რუსი მეცნიერების მიერ დაშვებული სავარაუდო შეცდომების“ გამო. მას 25-მდე დასავლელმა მეცნიერმა დაუჭირა მხარი.

The Lancet-მა რუს სწავლულებს მათთვის პასუხის გაცემა შესთავაზა, რაც გაკეთდა კიდეც. გამალეის ცენტრმა გამოცემას სრულფორმატიანი კლინიკური პროტოკოლი მიაწოდა რუსული ვაქცინის კვლევაზე. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პრეზიდენტმა კირილ დმიტრიევმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გაშლილად უპასუხა კრიტიკოსების ძირითად პრეტენზიებს და იმავდროულად ურჩია მათ, "საკუთარ თვალში მოეძებნათ დირე".

ამ შემთხვევაში პრობლემა მდგომარეობს არა მარტო წმიდა სამეცნიერო მატერიებში, რომლებზე კონცენტრაციაც მოახდინეს რუსმა მკვლევარებმა.  

საქმე ისაა, რომ თავად სკანდალური წერილის ავტორია მეტად შესამჩნევი პიროვნება. „ბი-ბი-სის“ მასალაში ენრიკო ბუჩი „ცრუ მეცნიერებასთან ცნობილ მებრძოლადაა“ მოხსენიებული. თუმცა უფრო მართებული იქნებოდა, მის დასახასიათებლად „მეცნიერ-ბიზნესმენი“ გამოყენებულიყო.

2016 წელს ბუჩიმ დააარსა კომპანია Resis Srl, რომელიც სამეცნიერო ნაშრომების ვერიფიკაციაზე, მათი კორექტულობისა და კეთილსინდისიერების შემოწმებაზე სპეციალიზდება.

ეს საკმაოდ მოდური თემაა თანამედროვე მეცნიერებაში. ბოლო წლებში ძალიან ხშირად იჭერენ მკვლევარებს შეცდომებზე, მათ შორის, საკმაოდ უხეშზე. საუბარი მაინცდამაინც თაღლითობაზე ან ბოროტად გამოყენებაზე არ არის, ხშირად ადგილი აქვს უბრალოდ პატიოსან შეცდომას, რაც მხილების შემდეგ მაინც ურტყამს მეცნიერისა თუ მთელი სამეცნიერო ინსტიტუტების რეპუტაციას.

სწორედ ამგვარი პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად ავტორები და კვლევითი სტრუქტურები ხშირად მიმართავენ საკუთარი ტექსტების დამოუკიდებელ აუდიტს მათი პუბლიკაციის წინ. კერძოდ, ბუჩის კომპანია ამგვარი საქმისთვის დაიქირავა გერმანიის ფრიც ლიპმანის ინსტიტუტმა, რომლის გარშემოც ცოტა ხნის წინ ხმამაღალი სკანდალი აგორდა გამოქვეყნებულ მასალებში უგვანო შეცდომებისთვის. ამ ისტორიის შესახებ დაწვრილებით წერდა ერთი წლის წინ ჟურნალი Nature.

2019 წელს იგივე Nature-ში გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ბუჩის თანაავტორობით გამოსული სამეცნიერო ნაშრომის კეთილსინდისიერებას ეხებოდა. იქ პატიოსნად იყო მითითებული, რომ ენრიკო ბუჩის ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც კომერციული კომპანიის მფლობელი საჯაროდ გამოდის და საუბრობს საქმიანობაზე, რომელშიც ის სპეციალიზდება, ეს არსებითად მისი ფირმის რეკლამა ხდება. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, როცა საუბარია რუსული ვაქცინის „მხილებაზე“, მაშინ ამგვარი დეტალები სრულიად არ არის მნიშვნელოვანი.

დასავლეთმა ბუჩის ღია წერილი იმისთვის გამოიყენა, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა რუსული მიღწევისთვის იმ იმედით, რომ ჩაეშალა ან თუნდაც შეესუსტებინა მისი ლიდერობა. ხოლო თავად პროფესორმა ისეთი პიარი მიიღო, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა სხვა შემთხვევაში.

ეჭვი არ არის, რომ ეს მას ახალ და ძალიან მიმზიდველ კომერციულ კონტრაქტებს მოუტანს. მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც მედიცინასთან და არც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასთან მთელ მსოფლიოში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

243
თამო ვაშალომიძე

„ასე უფრო სექსუალური ხარ“- თამო ვაშალომიძის გლამურული „ლუქი“ და შავებში გამოწყობილი მოდელი

0
(განახლებულია 14:12 22.09.2020)
სკანდალურმა სექს-სიმბოლომ ასეთი სტილი პირველად მოირგო. შიშველი სხეულიდან ელეგანტურ ჩაცმულობამდე. როგორ შეიცვალა ყოფილი მედავითნის ცხოვრება?

ფოტომოდელის რადიკალური ტრანსფორმაცია გაოცებას იწვევს. თამო ვაშალომიძე სექსუალურ კაბებსა და გამომწვევ იმიჯს ნაკლებად ირგებს. ახლა მისი ცხოვრების წესი მხოლოდ სიმშვიდე და ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. როგორც სოციალური ქსელით ირკვევა, თამოს ყოველდღიურობა მკვეთრად შეიცვალა. სექსუალური ფოტომოდელისთვის მნიშვნელოვანი მისი ახალი პარტნიორი, უფროსი ქალიშვილი და ფეხმძიმობა გახდა. მისგან ასეთი ტიპის ფოტოსესია მოულოდნელიც კი იყო, თუმცა თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ. აღნიშნული ფოტოს ავტორი, თამოს ერთგული ფოტოგრაფი ჯორჯ ვან დე კამპია. ფეხმძიმე ფოტომოდელის  უახლესი პოსტის გამოხმაურებები: „თამ, რა ლამაზი ხარ!“; „ასე უფრო სექსუალური ხარ!“; „სუპერ, იდეალური ფოტოა...“; „ცეცხლს აფრქვევ!“

View this post on Instagram

🖤

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამომ მოკრძალებული იმიჯის მორგება მეორე ორსულობის შემდეგ გადაწყვიტა. მის გარდერობში გამომწვევი, ან გამჭირვალე სამოსი აღარ დომინირებს, რაზეც გავლენა ბიზნესმენმა შეყვარებულმა იქონია. აღნიშნული, თამოს სოციალურ ქსელის ოფოციალურ გვერდსაც დაეტყო. აღსანიშნავია, რომ ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ საჯაროდ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისთვის აღარ სცალია. თამო ვაშალომიძე სულ მალე დედა მეორედ გახდება. მან მეორე შვილის სქესი რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რამაც მორიგი დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ახლა კი ვაჟთან შესახვედრად წუთებსა და წამებს ითვლის. „სულ რაღაც 2 თვე და 14 დღე მაშორებს ბედნიერებასთან... შეგრძნებები და ემოციები შეუცვლელი,“- წერს საკუთარ გვერდზე სექსუალური „სელებრითი“.

View this post on Instagram

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

View this post on Instagram

@dress_tbilisi ♥️♥️♥️♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება