ინტეგრაციული მედიცინა — მომავლის მედიცინა

CC0 / Pixabay / კარდიოგრამა და ფონენდოსკოპი
კარდიოგრამა და ფონენდოსკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გაინტერესებთ გაერკვეთ, რა „საიდუმლოს“ ფარავს თქვენი ორგანიზმი, ანუ გსურთ გაიგოთ, მაგალითად, რა გავლენას ახდენს ნაწლავთა სისტემა ტვინის განვითარებაზე ან თქვენს განწყობაზე და სხვა, ადევნეთ თვალყური სამედიცინო სვეტს Sputnik-ზე.

სამყაროში არაფერია ადამიანის ორგანიზმზე რთული. შესაბამისად, რთულია ჯანმრთელობის დაცვა. 

ადამიანებს გვჩვევია, რომ გარშემომყოფებს ვკითხოთ ხოლმე, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, როგორ დავიცვათ თავი თუ ოჯახის წევრები საშიში დაავადებებისგან, როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ძალა და ენერგია. ექიმებს კი უფრო ხშირად მაშინ მივმართავთ, როცა უკვე რაღაც არის მომხდარი.

როგორც კი რამე სიმპტომი იჩენს თავს — მნიშვნელობა არ აქვს, მსუბუქი იქნება თუ სერიოზული — სასწრაფოდ ვიწყებთ ზრუნვას მის აღმოსაფხვრელად. ძლიერი ხველა აქვს ბავშვს, მუცელი გვტკივა თუ  ცუდ გუნებაზე ვართ, მაშინვე ექიმთან გავრბივართ, რათა „ჯადოსნური“ აბები გამოგვიწეროს. 

რძიანი ფაფა - Sputnik საქართველო
რატომ უნდა სვან რძე ასაკოვანმა ადამიანებმა – მოულოდნელი ეფექტი

მედიცინა სულ უფრო მეტადაა დაკავებული სიმპტომების მკურნალობით. არსებული სისტემის გამო ექიმები ნაკლებად ცდილობენ გაერკვნენ, რამ გამოიწვია ესა თუ ის დაავადება და რა არის სიმპტომების მიზეზი.

ჰიპოკრატეს დროს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო: ექიმი ეძებდა ავადმყოფობის მიზეზს და ცდილობდა, ემოქმედა უშუალოდ მასზე და არა სიმპტომატიკაზე.

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ბოლო უკანასკნელ ათწლეულებში — ფარმაცევტიკისა და სადაზღვევო მედიცინის განვითარების ფონზე, რასაც აუცილებლად სტანდარტში უნდა მოეყვანა სადაზღვევო სამედიცინო შემთხვევებისადმი მიდგომები.

მაგრამ ცხოვრების პირობების ცვლილებამ, გენეტიკური მუტაციების მრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო იმგვარი დაავადებების გავრცელებას, რომლებსაც ფუნდამენტური მედიცინა მანამდე ესოდენ მასობრივად არ ეჯახებოდა.

ესენია ფსიქიკური დარღვევები: აუტიზმი, აუტისტიკური სპექტრის რღვევა, ყურადღებისა და ჰიპერაქტიურობის დეფიციტის სინდრომი, დისლექსიები, განვითარების შეფერხება.

ბიჭუნა სტომატოლოგთან  - Sputnik საქართველო
სენსაციური კვლევა: სარძევე კბილი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იძლევა ინფორმაციას

ასევე მკვეთრად გაახალგაზრდავებული აუტოიმუნური პროცესები: სისხლძარღვთა სისტემური დაზიანებები, რევმატოიდული ართრიტები, გულის რევმატიზმი და ბევრიც სხვა. ეს დაავადებები უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება, ვიდრე ასაკოვან ადამიანებში.

ეპიდემიური ხასიათი შეიძინა ბავშვებში სხვადასხვა ალერგიებისა და გლუტენის აუტანლობის გავრცელებამ, პანიკურმა შეტევებმა და ბევრმა სხვა უცნაურმა და გაუგებარმა.

განსაკუთრებით ბავშვებში მოიმატა კომორბიდულმა პათოლოგიებმა, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებებისა და პათოლოგიების კომპლექსებმა. ეს ყოველივე კი არანაირად არ ჯდება სტანდარტიზებული მიდგომების  ჩარჩოებში.

სამაგიეროდ მოიმატა ვიწრო სპეციალიზაციის ექიმთა რაოდენობამ. ისინი კარგად ერკვევიან საკუთარ მიმართულებებში, მაგრამ ვერ ერკვევიან ორგანოთა სისტემების ურთიერთკავშირში — მაგალითად ნაწლავთა სისტემისა და ტვინისა; ვერ ერკვევიან, რომ В ჯგუფის ვიტამინების დისბალანსს შეუძლია ათეროსკლეროზის გამოწვევა, ხოლო ვიტამინ D-ს დისბალანსს — იმუნიტეტის დაქვეითება.

თანამედროვე მედიცინა არქირთული და მრავალფეროვანი „ორგანიზმია“, რომლის მუშაობასაც სხვადასხვა ექიმები და მეცნიერები უზრუნველყოფენ. ფარმაკოლოგიური თერაპიის სტანდარტული ვიწროდ სპეციალიზებული სქემები კი სულ უფრო უძლური ხდება ХХI საუკუნის კაცობრიობის უცნაური დაავადებების წინაშე.

ბოსტნეული ჭადრაკის დაფაზე - Sputnik საქართველო
ძილის წინ ჭამა მავნებელი არ არის - იაპონელ მედიკოსთა დასკვნა

თუმცა ბოლო ათწლეულში სულ უფრო ვითარდება „კარგად დავიწყებული ძველი“ ინტეგრაციული მედიცინა. ეს არის მედიცინა, რომელიც ორგანოთა სისტემურ კავშირურთიერთობას მთლიანობაში განიხილავს; რომელიც უბრალოდ კი არ ახდენს სიმპტომების კონსტატაციას, არამედ მათ გამომწვევ პირველმიზეზებს ეძებს.

სპეციალიზებული და სტანდარტიზებული მედიცინებისგან განსხვავებით, ინტეგრაციული მედიცინა პერსონალიზებულია, ინდივიდუალურად მუშაობს კონკრეტულ ადამიანზე.

ინტეგრაციული მედიცინის ექიმი — ეს არის სპეციალისტი, რომელიც უზარმაზარ ცოდნას ფლობს ბიოქიმიაში, ფიზიოლოგიაში, გენეტიკაში, იმუნოლოგიაში, ალერგოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ნეიროფსიქოლოგიაში, ფარმაცევტიკაში, ნუტრიცევტიკასა და სხვა დისციპლინებში.

რაღა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინტეგრაციული მედიცინის ექიმს ვიწრო სპეციალიზაციის ექიმთა დახმარება არ სჭირდება. პირიქით. მაგრამ მისი ძირითად ამოცანა — ეს სურათის მთლიანობაში დანახვაა.

ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ინტეგრაციული ექიმები უკვე არსებობენ აშშ-სა და რუსეთში.

ინტეგრაციული მედიცინა, მიიჩნევს რა ადამიანს ერთმანეთთან დაკავშირებულ ქვესისტემათა  ერთობლიობად, აანალიზებს ყველა ბიოქიმიური მექანიზმის მუშაობას და ადგენს, რამ მისცა ბიძგი ამა თუ იმ დაავადების დაწყებას, შემდეგ სხვა დაავადებისა და ა.შ.

ქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით - Sputnik საქართველო
ქალის ტვინი მამაკაცისაზე 3 წლით ახალგაზრდაა: მეცნიერთა დასკვნა

ინტეგრაციული მედიცინა პათოლოგიების ახლართულ გორგალში პოულობს ძაფის სათავეს, ანუ დაავადების პირველმიზეზს წვდება და სწორად ხსნის ამ გორგალს.

აღსანიშნავია, რომ ინტეგრაციულ მედიცინას ზოგჯერ პრევენციულ მედიცინადაც მოიხსენიებენ, ვინაიდან ის ადამიანებს ასწავლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და არა სიმპტომების გაქრობას.

თუ გაინტერესებთ გაერკვეთ, რა „საიდუმლოს“ ფარავს თქვენი ორგანიზმი, ანუ გსურთ გაიგოთ, მაგალითად, რა გავლენას ახდენს ნაწლავთა სისტემა ტვინის განვითარებაზე ან თქვენს განწყობაზე, როგორ მოქმედებს ვიტამინები სისხლძარღვების მდგომარეობაზე, იმუნიტეტი — ტვინის ჯანმრთელობაზე და სხვა, მაშინ ადევნეთ თვალყური სამედიცინო სვეტს Sputnik-ზე.

ყველა ახალი ამბავი
0