ცხოვრება ხდება აქ და ამჟამად... და სად ვცხოვრობთ ჩვენ: წარსულში, აწმყოში თუ მომავალში

CC0 / Pixabay / spirit111 / სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი ეკატერინე ჩიგოგიძე.

ყოველ მოცემულ მომენტში არსებობს მხოლოდ აწმყო დრო – დროის ის განზომილება, რომელშიც ვართ. მოგონებები და მოლოდინები არის ტვინის ხაფანგი – მდგომარეობა, როდესაც არ ვართ „აქ და ამჟამად“, ანუ როცა გვავიწყდება ცხოვრება აწმყო დროში. ადამიანების განსაცდელის მიზეზი არის ის, რომ არ იციან როგორ იცხოვრონ აწმყოში – „აქ და ამჟამად“.

© photo: Ekaterine Chigogidze / FBეკატერინე ჩიგოგიძე
ცხოვრება ხდება აქ და ამჟამად... და სად ვცხოვრობთ ჩვენ: წარსულში, აწმყოში თუ მომავალში - Sputnik საქართველო
ეკატერინე ჩიგოგიძე

აბა სად ვცხოვრობთ? უმრავლესობა ჩვენგანი გონებრივად და ემოციურად სადღაც სხვაგან ცხოვრობს. ეს უინტერესო გაკვეთილზე ჯდომას ჰგავს, თან რომ ესწრები და თან იქ არ ხარ. გონება რომ სხვაგან გაგირბის და ერთი სული გაქვს, გაკვეთილი როდის დამთავრდება.

რატომ გვიჭირს გონების კონცენტრაცია იქ, სადაც ვიმყოფებით

ამისთვის მნიშვნელოვანია ინტერესი. ინტერესი – ეს არის იგივე ცნობისმოყვარეობა, ანუ ახლის შეცნობის სურვილი, იგივე ფოკუსი, ანუ ყურადღება. ყურადღება კი სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის წარმართვა, ადამიანის ფიქრი და, შესაბამისად, ამ ფიქრით გამოწვეული ემოცია. ენერგია, რომელიც ფოკუსირებულია, ჩართულია კონკრეტულ საკითხში, არის გონებრივი რესურსი და ემოცია ერთობლივად, გაერთიანებული და ეს წარმოადგენს ძალას. თქვენ იკითხავთ ძალას რისთვის? იმისთვის, რომ ჩვენ აზროვნებაში შემოვუშვათ და გადავამუშავოთ ის თემა, რის მიმართაც გვაქვს მიპყრობილი ყურადღება და მას მივანიჭოთ ემოცია, რომლითაც ის უკეთ დაგვამახსოვრდება. ასე იქმნება სწორედ ჩვენი მეხსიერება და ასე შეგვიძლია ავირჩიოთ – რა ინფორმაციას „ჩავტვირთავთ“ მასში.

ადამიანი და მისი სახე - Sputnik საქართველო
ადამიანთა სამი ტიპი და მათი ცხოვრების შედეგი – გადაწყვიტეთ ვინ გინდათ იყოთ

თუ ცხოვრებაში არ ვართ ჩართული აწმყო დროში, ანუ ჩვენი გონება უმეტესად მიმართულია წარსულისკენ ან მომავლისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალას ვხარჯავთ არამიზნობრივად, მას ვასუსტებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აწმყოს ვაცლით იმ ძალაუფლებას, რომელიც მისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და ამ ძალას–ენერგიას მივმართავთ წარსულში, რომელიც უკვე დასრულდა, ან მომავალში, რომელიც ჯერ არ დამდგარა.

ეკჰარტ ტოლე თავის გენიალურ ნაშრომში „აწმყოში ყოფნის ძალა“ (The Power of Now) ამბობს, რომ თუ ყველა განსაცდელის მიზეზი არის ადამიანის უუნარობა, რომ კონცენტრაცია მოახდინოს აწმყოზე, ასევე განკურნება ყველანაირი განსაცდელისგან და ტკივილისგან სწორედ აქ შეიძლება მოიძებნოს – აწმყოში ყოფნის უნარში.

შიში - Sputnik საქართველო
21-ე საუკუნის „გათანამედროვებული“ შიშები - დროა განაახლოთ ცნობიერება

წარსულს შესანიშნავი სახელი აქვს – „წარსული“

...მაგრამ ჩვენ ხომ წარსულიდან მოვდივართ და მომავლისკენ მივდივართ?! რა თქმა უნდა, ასეა. წარსული ჩვენი ფუნდამენტია მანამ, სანამ ის ტვირთად არ გვექცევა, სანამ მას არ მივაჯაჭვებთ ჩვენ ფიქრებსა და ემოციებს, სანამ კიდევ ერთხელ ხელახლა არ განვიცდით წარსულში მომხდარ მოვლენებს და გამოცდილებებს. გამოცდილებები კი, დადებითი იყო თუ უარყოფითი, მათზე მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ: 1. გამუდმებით ვიდარდოთ და ვიხვნეშოთ იმაზე, თუ რა კარგი იყო მაშინ და როგორ გვინდა „იქ“ დაბრუნება; ან 2. განწყობა, ხასიათი, დღეები, თვეები, წლები მოვიწამლოთ იმაზე ფიქრით, როგორ გვაწყენინეს, როგორ მოგვატყუეს, როგორი ტკივილი მოგვაყენეს და ა.შ. და დავაჯეროთ თავი, რომ „იმის გამო ვართ ასეთი პიროვნება“. წარსული წარსულია და მისი მთავარი დანიშნულება – ჩვენთვის გამოცდილების და გაკვეთილების მოცემა უკვე დასრულებულია. თუ კონცენტრირებას მოახდენთ არა წარსულიდან გამოყოლილ ტკივილზე ან ნეგატივზე, არამედ იმ ცოდნაზე და სიბრძნეზე, რაც მისი დამსახურებით შეიძინეთ, გაძლიერდებით იმ სასიცოცხლო ენერგიით, რომელიც ახლა, ცხოვრების გასაგრძელებლად გჭირდებათ.

ჰაერში ამხტარი გოგონა  - Sputnik საქართველო
მე შენ ვერ გაგაბედნიერებ, ანუ სად ვეძებოთ საკუთარი კეთილდღეობა

თუ წასულზე ფოკუსირებას ვაგრძელებთ, ფსიქოლოგიურად ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გამოსვლა წარსულის გამოცდილებიდან, საჭირო ცვლილებების გაკეთება ჩვენ თავში და დიდი დროის შემდეგაც ისეთივე ემოციური დამოკიდებულება გვაქვს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ, რაც მაშინ, როცა მოვლენა მოხდა. ბიოლოგიურად კი ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გონება და სხეული ცხოვრობენ წარსულში.

რა ხდება მაშინ, როცა ჩვენ ჩვენს ფიქრებს მივმართავთ მომავალში და მუდმივად ვფიქრობთ რაღაც მომავალ სასურველ ან არასასურველ მდგომარეობაზე ან სიტუაციაზე? ჩვენ ხანდახან იმდენად გვეშინია მომავლის, რომ მკითხავსაც კი დავიხმართ, იქნებ იმან მაინც განჭვრიტოს და გვიკარნახოს, რას ველოდოთ.

გინდათ იწინასწარმეტყველოთ თქვენი მომავალი? თავად შექმენით ის!

და როდის უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი? აწმყოში, ხომ მართალია?! სხვა დრო ამისთვის უბრალოდ არ გვაქვს და არც გვექნება. მაგრამ შექმნა არ ნიშნავს ფიქრს. პირიქით, ფიქრი და, მით უმეტეს, ზედმეტი ფიქრი ხშირად ხელს უშლის კრეატიულ პროცესს. ის, რაც მე შემიძლია შევქმნა დღეს, აქ და ამჟამად მომენტში, მხოლოდ მაშინ იქნება ჩემთვის საინტერესო, მიმზიდველი, ინსპირაციული, თუ ის თავისუფალია მიჯაჭვულობისგან მომავალ შედეგზე. ადამიანები მაშინ აღწევენ ნეტარებას და „ნაკადის“ მდგომარეობას, როდესაც სრულად ჩართულები არიან შექმნაში ისე, რომ თავად პროცესი ანიჭებთ სიამოვნებას. მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ სექსუალური აქტის მხოლოდ ერთი შედეგი – ბავშვის ჩასახვა იყოს პარტნიორების მიზანი. როგორი იქნება მათი გამოცდილება? ეს პროცესი მათთვის არასასიხარულო და, საბოლოოდ, სატანჯველი გახდება, მათი ქმედების ნაყოფი კი სამუდამოდ ასოცირებული იქნება ამ გამოცდილებასთან. 

მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე - Sputnik საქართველო
არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები – ფსიქოლოგიური მეტასტაზი

თუ აწმყოს გავუფრთხილდებით, ჩვენი ნამდვილი შემოქმედებითი პოტენციალი არსებობს სწორედ ახლა, აქ და ამჟამად. ახლა ვართ ყველაზე საუკეთესო ფორმაში, რომ ვაკეთოთ ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდით. ახლა ვართ მზად, რომ დავიწყოთ, რისი დაწყებაც გვსურდა, რომ გავხდეთ ის პიროვნება, რომელიც ყოველთვის გვინდოდა ვყოფილიყავით.

ცხოვრება ხდება ახლა, დიახ, ახლა არის თქვენ წინ ის, რასაც თქვენ ცხოვრებას უწოდებთ. ისიამოვნეთ, დატკბით, მიიღეთ ახალი ინფორმაცია, მოიშორეთ არასაჭირო ფიქრები, ზედმეტი „ბარგი“ წარსულიდან და შფოთვა მომავალზე. ახლა, ამ წუთას ხომ კარგად ხართ?! ხომ ბედნიერი ხართ?! თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხალი ხართ და ამ სტატიას კითხულობთ. ცხოვრება მართლა უინტერესო გაკვეთილი ხომ არ არის და მისი დამთავრება ხომ არ გეჩქარებათ?!

 

ყველა ახალი ამბავი
0