ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIქართული ოცნების მთავარი ოფისი
ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი ქართული დემოკრატიისათვის

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირა დარჩა და მოვლენები სულ უფრო და უფრო იძაბება. მართალია, ტელევიზიებმა უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან ის პასაჟები გააქრეს, სადაც კანდიდატების საკმაოდ უსიამოვნო გამონათქვამებია, მაგრამ საარჩევნო კამპანიას რეფრენად გასდევს ფარული ჩანაწერების ექო და ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციის მცდელობა კორუფციის ბრალდებით. ბევრი რამ კი იმაზეა დამოკიდებული, კიდევ რისი მოწმე და თვითმხილველნი გავხდებით.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ როგორც მმართველი ძალის, ასევე რადიკალური ოპოზიციის მიმართ ძალიან ბევრი ნეგატივია დაგროვილი. ისინი აქცენტს ახალი, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ 2020 წლისათვის საპარლამენტო არჩევნებში ასეთ პოლიტიკურ გაერთიანებას დიდი შანსი ექნება, სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. ამისათვის კი მორალური უპირატესობის მოპოვება და დამაჯერებელი საარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბება, რომელიც ამავე დროს ქართულ, ეროვნულ ფასეულობებს და სამყაროს ხედვას დაეფუძნება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი სხვა რამ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება და საერთაშორისო წრეებთან ურთიერთობა.

საარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მესამე, პროდასავლური ძალის ჩამოყალიბება უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს, რათა პოლიტიკურ ძალას საზოგადოებისათვის თავის გასაცნობად და ახალი იდეების შესათავაზებლად საკმარისი დრო ჰქონდეს. ასეთი ძალის ჩანასახი „შენების მოძრაობის“ გარშემო შესაძლოა, დავინახოთ, თუმცა მის ლიდერებს ალბათ, მეტი სიმკვეთრე და რადიკალიზმი დასჭირდებათ წარმატების მოსაპოვებლად.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას აანონსებს გაერთიანებული ოპოზიცია. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა ფიგურამ, თაკო ჩარკვიანმა უკვე დაანონსა, რომ გამარჯვებიდან ძალიან მალე შეიქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებისათვის მოემზადება. თუმცა, ზომიერი ცენტრისტული ძალებისაგან განსხვავებით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი 2020 წლამდე დაცდას არ აპირებს და გამარჯვების შემთხვევაში, 2019 წელსვე აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ასევე გაიჟღერა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლისა და ადგილობრივი არჩევნების დანიშვნის იდეამ. მართალია, ამით ნაციონალები საკუთარი მომხრეების გულს იგებენ, მაგრამ ამავე დროს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას უწყობენ ხელს.

ტელეკომპანიის ოპერატორები - Sputnik საქართველო
რა ხდება და რით დასრულდება დავა ტელეკომპანია „იბერიას" გარშემო

მიხეილ სააკაშვილი კი, სავარაუდოდ, არც რევოლუციურ სცენარს და 2003 წლის მსგავსად ქუჩაში გამოსვლას გამორიცხავს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში. ბუნებრივია, მას 2003 წლის ვარდების რევოლუციის დეჟავიუ აქვს, მაგრამ მაშინ სააკაშვილი და ახალგაზრდა რეფორმატორები სწორედ მორალურ უპირატესობას და დასავლეთის მხარდაჭერას ფლობდნენ, ხოლო დღეს ვითარება ასეთი ცალსახა როდია. საქმე ის გახლავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროპელები ყოველთვის თავისიანად თვლიდნენ და მხარს უჭერდნენ და მისი გამარჯვება, პირველ ან მეორე ტურში, ნამდვილად გაუხარდებათ და ევროპის გამარჯვებად იქნება აღქმული.

ასეა თუ ისე, წინ საინტერესო და პოლიტიკური მოვლენებით დახუნძლული შემოდგომა გველის.

 

ყველა ახალი ამბავი
0