ცოტაცა, რაა... არა! ანუ НАДО, ФЕДЯ, НАДО!

© Sputnik / Alexander Imedashviliთი-ბი-სი ბანკის ოფისი
თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ და რატომ ითხოვს საბანკო რეგულაციების გადავადებას, რას გაურბის საბანკო სექტორი და რა აღარ ხიბლავს პოტენციურ მსესხებელს... ნაცნობი არითმეტიკის უცნობი გათვლები... თანამსესხებლის ახალი ამპლუა და ოჯახში "ფინანსური განქორწინების" შანსები...

ორიოდე კვირაში, ქვეყნის საფინანსო სექტორში თამაშის წესები იცვლება და ძალაში შედის კომერციული ბანკებისა თუ სესხის გამცემი სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული მორიგი რეგულაციები. ეს ჭარბვალიანობასთან მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძოლის მესამე ეტაპია... პატივცემულ მკითხველს, შევახსენებ, რომ რეგულაციების ერთი ნაწილი, ეტაპობრივად, უკვე ამოქმედდა მიმდინარე წლის მაისისა და აგვისტოს თვეებში... მეოთხე, დასკვნითი ეტაპი, მომავალი წლიდან დაიწყება. ამჯერად კი, ნოემბრის თვიდან, გამკაცრდება ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმები პრაქტიკულად ყველა ტიპის სესხების გაცემაზე. ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ე.წ ლიმიტების დადგენა.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ლარის „შავი“ პერსპექტივა და სამომავლო ხარჯები...

ახალი სტანდარტებით, საბანკო ვალდებულების მომსახურების კოეფიციენტი, ყოველთვიური შემოსავლების 20-30 პროცენტის ფარგლებშია. თუკი მსესხებელი ამ ახალ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, მას თანამსესხებელი დასჭირდება. ეს სიახლე არ არის, მაგრამ, შეცვლილი დებულებით, საკრედიტო ტვირთი, მხოლოდ ოჯახის წევრებმა უნდა გაიზიარონ. ასე, რომ უკვე ნოემბრიდან, თანამსესხებელი თუ თანამეცხედრე არა, სულ ცოტა თანამცხოვრები მაინც იქნება. 

დგინდება ამა თუ იმ ტიპის სესხის ვადები. კერძოდ, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა თხუთმეტი წელია, ხოლო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა ათი წელი შეიძლება იყოს, ავტოსესხის მაქსიმალური ვადა კი ექვსი წელია. ყველა სხვა ტიპის სესხის ხანგრძლივობა ოთხ წელს არ უნდა აჭარბებდეს...

პანორამა თბილისის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ქალაქის შენებას რა უნდა? – შეცვლილი „მისამღერი“ და „არაშენდას“ პერსპექტივა...

საბანკო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ცვლილებები დროულია. მომხმარებელთა შემოსავლის უდიდესი ნაწილი სესხების მომსახურებაზე მიდის, სახეზეა გადახდისუნარიანობის პრობლემა. სწორედ ვალაუვალობა შეიძლება გახდეს ეკონომიკის ზრდისთვის სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის ზრდაც. როგორც საქსტატის მონაცემებით ირკვევა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ, თითქმის, თექვსმეტი ათასით მოიმატა. დღეს ჩვენი მოსახლეობის თითქმის 7 პროცენტი გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საგულისხმოა ისიც, რომ ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკს ბიზნესდაკრედიტების დისპროპორციაც ემატება...

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
მოძრაობის ფასი, ანუ როცა საწვავს „ცეცხლი უკიდია“...

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „საცალო დაკრედიტების მოცულობა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, კომერციული ბანკებიდან საგრძნობლად გაიზარდა. ეს პროცესი ბიზნესის დაკრედიტების შემცირების ფონზე მიმდინარეობს, რაც პოზიტივად ვერ შეფასდება. ბოლო წლებში საცალო და ბიზნესდაკრედიტების ხვედრითი წილი სესხების წლიური ზრდის დინამიკაში, შედარებით თანაბარზომიერი, ბოლოს 2015 წელს იყო.  სამაგიეროდ, მომდევნო წლიდან, მთლიანი სესხების საშუალო წლიური ზრდის დინამიკა, უკვე ორჯერ შემცირდა, 14.5 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე. წლიური საშუალო საკრედიტო პორტფელის კლების მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპების ხუთჯერ შემცირება იყო, 12.3 პროცენტიდან 2.4 პროცენტამდე... უკვე გასულ წელს, მთლიანი სესხების ზრდის დინამიკა 7.3 პროცენტიდან 16.5 პროცენტამდე გაიზარდა, რაშიც საცალო დაკრედიტებამ ითამაშა მთავარი როლი. სესხების ზრდის დინამიკა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მიხედვით კვლავაც მაღალია, თუმცა ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა საბანკო სექტორში. კერძოდ, საკრედიტო რესურსი არ ხმარდებოდა ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ...“

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ფულის შოვნის „შემოვლითი გზა“, ანუ სესხიც საოცნებო გახდა...

ამასობაში კომერციული ბანკების მხრიდან რეგულაციების გადავადების მოთხოვნა გაისმა. რატომ?  კომერციული ბანკების მესვეურები და საბანკო სფეროს სპეციალისტები სესხების მოცულობის მოსალოდნელი შემცირებით აპელირებენ და დასძენენ, რომ გარკვეული სახის პრობლემები, საკრედიტო რესურსის პოტენციურ მომხმარებლებსაც შეექმნებათ. კერძოდ, გაურთულდებათ სესხის აღება. ეს კი გააძვირებს საფინანსო სექტორის მიღმა დარჩენილ, გასესხებისთვის თავისუფალ ფულად მასას. მათი შეფასებით, რეგულაციების, გარკვეული დროით, გადავადება დაეხმარება საბანკო სექტორს და მომხმარებელსაც მზადყოფნაში შეხვდეს თამაშის ახალ წესებს. ანალიტიკოსები იზიარებენ ეროვნული ბანკის იმ პოზიციას. კერძოდ, იფორმაცია ახალი რეგულაციების შემოღების თაობაზე, კომერციულ ბანკებს,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და მათ მომხმარებლებს, ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდათ. ასე, რომ  ახალ რეალობასთან ადაპტირებისთვის, დრო საკმარისზე მეტი იყო. და მაინც, რეალურია თუ არა რეგულაციების გადავადება? ანალიტიკოსების შეფასებით, დაწესებული რეგულაციები, პირველ ეტაპზე, შეამცირებს საცალო დაკრედიტებას, რასაც ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზეც, მაგრამ თანდათან, შედარებით თანაბარზომიერს გახდის დაკრედიტების ტემპებს. არსებითი პრობლემა ის არის, რომ კომერციულ ბანკებს უჭირთ გადასვლა ბიზნესზე მორგებული დაკრედიტების თანამედროვე მოდელზე, სადაც წამყვანი ფაქტორი არ იქნება მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულება. ეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება. 

პენსიონერი - Sputnik საქართველო
რას იტყვის თემიდა... ანუ გვექნება თუ არა ოცნების პენსია?!

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „საცალო დაკრედიტება ასტიმულირებს მოხმარებას და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის დონის ზრდა, თუ ის იკავებს შემოსავლის დიდ ნაწილს, უკვე პირიქით, ამცირებს მოხმარებას და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს. ასე მატულობს ჭარბი დავალიანების რისკი. ამას ემატება არაფორმალური სექტორის მაღალი ხვედრითი წილი. ეს არის მთავარი დილემა, რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას და არა რეგულაციებზე გადასვლა. მოსაზრება, რომ სესხების რაოდენობა განახევრდება, გადაჭარბებულია. სისტემური რისკები კი არ გაიზრდება, არამედ პირიქით შემცირდება, კრედიტით, უბრალოდ, ვეღარ ისარგებლებს მოქალაქეთა მაღალრისკიანი კატეგორია, რაც მათთვისაც კარგი იქნება... რეგულაციების გადავადების მოთხოვნა და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენით აპელირება, ისიც დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, მეტწილად, ულტიმატუმის ელფერს ატარებს. ეს წამგებიანი სვლაა და ნაკლებ სავარაუდოა, ვინმე ამ დათმობაზე წავიდეს. თუნდაც ქვეყანაში არსებული ანტისაბანკო განწყობების გამო..."

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა. კომერციული ბანკებიც უნდა გადაერთონ ახალ რეალობაზე და შეეგუონ, რომ „გულაობის“ ეპოქა, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ, უბრალოდ, დამთავრდა...

 

ყველა ახალი ამბავი
0