„ბუნების საჩუქარი“ ონკოლოგიური პაციენტებისთვის

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი
ნოდარ ლატიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი  ონკოლოგიურ პაციენტებს წითელი დოლის ხორბალს სამკურნალოდ გადასცმეს.  წარსულში ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიას გაყიდვების მენეჯერი დღეს მთლიანდ ჩაფლულია სოფლის მეურნეობაში. რატომ გადაწყვიტა  ფერმერობა და რა სამომავლო გეგმები აქვს ნოდარს ის „სპუტნიკის“ მკითხველს  თავად უამბობს.

ნინი რაზმაძე

– რამდენი ხანია  რაც ფერმერობას მოჰკიდეთ ხელი?

– დაახლოებით ოთხი წელია. უამრავი მიზეზი აქვს ჩემს ფერმერობას, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული საქმეა. არის რიგი საკითხები, რომელიც პრობლემა იყო ადრეც და ახლაც აქტუალურია. ერთი შეხედვით თითქოს ადვილი ჩანს ფერმერობა, თუმცა, ასე არ არის – ბევრ პრობლემას აწყდები, რომლის მოგვარებაც გიწევს. 

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში
 „ბუნების საჩუქარი“ ონკოლოგიური პაციენტებისთვის - Sputnik საქართველო
ნოდარ ლატიბაშვილი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში

–  კონკრეტულად რა  პრობლემებს გულისხმობთ?

– საქართველოში საამისოდ არანაირი ბაზა არ არსებობს, ცოდნა და პრაქტიკა დაბალია. ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგია იშვიათობაა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოებაა. ფერმერმა თუ არ დაიწყო წარმოება, მის შრომას ფასი არ აქვს. თავისი ნედლეულით უნდა შეძლოს რაიმე პროდუქციის წარმოება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი. თავიდან  ვიფიქრე,  რომ შევძლებდი ყველა პრობლემის  გადალახვას და ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ფერმერი.

–  ხალხი სოფელს  ტოვებს, ქალაქში გადადის საცხოვრებლად, თქვენ პირიქით მოიქეცით.. თბილისიდან საგარეჯოში საცხოვრებლად გადასვლა არ იყო რთული?

– ამისთვის დაახლოებით ერთი წელი ვემზდებოდი.  თავიდან, საქმეს როცა იწყებ, ადვილი არ არის.  რაღაც არის,  რასაც ვერ გათვლი, მაგრამ თუ რამის მიმართ ინტერესი გაქვს,  ის აუცილებად გამოვა. ძალიან ბევრი ბიზნესი ვიცით  ქალაქში დაწყებული,  რომელიც ცუდად დამთავრებულა...  ჩემს შემთხვევაში კი ფერმერობა  მომგებიანია. 

© FB / Nodar Latibashviliჩინეთი
 „ბუნების საჩუქარი“ ონკოლოგიური პაციენტებისთვის - Sputnik საქართველო
ჩინეთი

–  თავს ფერმერს უწოდებთ,  კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი საქმე?

–  მომყავს იშვიათი ჯიშის წითელი დოლის ხორბალი. ჩემი  გარდა ამისა,  მაქვს ვენახი, სადაც ძველი ქართული ჯიშები გავაშენე - სიმონისეული, შვი რქაწითელი, ჩიტისთვალა, კახური მწვანე და ხიხვი. წელს მარნის აშენებას ვგეგმავ  და მინდა ცალკე ტურისტული კომპექსი გავაკეთო.

–  დიდიხანია რაც ხორბალი მოგყავთ?

–  მეორე წელია უკვე.  იშვიათი ჯიშია და დიდ ფართობებზე არ ითესება. ბოლო პერიოდში უფრო დაინტერესდა ხალხი  და დაიწყეს წითელი დოლის თესვა.

–  რატომ  გადაწყვიტეთ წითელი დოლის დათესვა?

–  ჩემი საბოლოო მიზანია,  რომ პური ჯანსაღი ფქვილისგან  გამოვაცხო  და  ჩემს აგრო-ტურისტულ კომპექსში გავყიდო.. გარდა ამისა, წითელი დოლის ხორბალი ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანებისთვის სასარგებლოა ანუ მათთვის, ვინც იყენებს ხორბლის ღივს და ჯეჯილს. 

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი მეგობრებთან ერთად შანხაიში
 „ბუნების საჩუქარი“ ონკოლოგიური პაციენტებისთვის - Sputnik საქართველო
ნოდარ ლატიბაშვილი მეგობრებთან ერთად შანხაიში

–  ნამჯის სახლი ააშენეთ..

შარშან დავიწყე ნამჯის სახლის მშენებლობა და თითქმის უკვე დავასრულე – ელემენტარული დეტალები დამრჩა. ეს არის ეკოსახლი. ნებისმიერ საქმეში მთავარი ყოველთვის  მიზანია და ეს სწორედ ის სახლია,  რაც ჩემი მეურნებისთვის მჭირდება. ბეტონის სახლის აშენება მეურნებისთვის არ მიმაჩნია სწორად.

–  რატომ  გადაწყვიტეთ ხორბლის  „გაცემა“?

–  ერთი ჩემი კლინეტი ონკოლოგიური პაციენტია, რომელმაც შარშან ჩემგან იყიდა ხორბალი. წელს რომ დამირეკა, მითხრა რომ კიდევ უნდოდა ხორბლის შეძენა,  რადგან თავს უკეთ გრძნობდა. ბევრია ადამიანია, ვისაც არ აქვს ინფორმაცია,  არ იცის რაში გამოყენება ეს ხორბალი და არც ხელი მიუწვდება.  ამიტომ მოსავლის რაღაც ნაწილის გაჩუქება გადავწყვიტე.  

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი
 „ბუნების საჩუქარი“ ონკოლოგიური პაციენტებისთვის - Sputnik საქართველო
ნოდარ ლატიბაშვილი

–  სოციალურ ქსელში პოსტის დადებას  როგორი  გამოხმაურება  მოჰყვა?

–  ხალხი მწერდა, მადლობას მიხდიდა. ჩვენს რეალობაში  ონკოლოგიური პრობლემა ხომ  ძალიან ბევრ ადამიანს აქვს.  სამწუხაროდ, ხორბლის  იმდენი მოსავალი  არ მაქვს,  რომ ყველასთვის საკმარისი იყოს, თუმცა,  იმედი მაქვს, ამ ადამიანების გამოჯანმრთელებაში  მცირედი წვლილის შეტანა მაინც მოვახერხე.

ხორბალს თავად ვფუთავ და თბილისის ერთ–ერთ მაღაზიაში ვაბარებ, საიდანაც უსასყიდლოდ მიაქვთ. იმედია, სხვებიც ასე ვთქვათ მომბაძავებ და თუმდ მცირედს გააკეთებენ ამ ადამიანებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0