„ძნელი ყოფილა გაწყვეტილი სიმის აღდგენა“

© photo: National Library of Georgiaტარიელ ჭანტურია, ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი
ტარიელ ჭანტურია, ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1997 წელი იდგა არცთუ დალხენილი ცხოვრებით. მაშინ ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ერთმანეთს შევხვდით, სასაუბროს მასთან რა დაულევდა კაცს — თავისი ენაწყლიანობითა და დიდი შინაგანი მუხტით ცნობილი ორატორი იყო. საუბარი, რა თქმა უნდა, ქართველი ერის გასაჭირით დავიწყეთ:

© Courtesy by Tako Charkvianiჯანსუღ ჩარკვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად
ჯანსუღ ჩარკვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად

ჯერ კიდევ როდის ბრძანებდა დიდი აკაკი: „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს“… და აკი გაწყდა კიდეც. ვუშველეთ?— ჯერჯერობით ბოლომდე — ვერა! ძნელი ყოფილა გაწყვეტილი სიმის აღდგენა!

© National Library of Georgiaკანდიდ ჩარკვიანი, ვალერი ასათიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი
კანდიდ ჩარკვიანი, ვალერი ასათიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
კანდიდ ჩარკვიანი, ვალერი ასათიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი

ამის შემდეგ ადამიანის უმთავრეს მიზანსა და დანიშნულებაზე ჩამოაგდო სიტყვა. გულნატკენი საუბრობდა იმაზე, რომ დავკარგეთ ერთმანეთის ნდობაც და სიყვარულიც. გამოსავალს მაინც სწორად წარმართულ აღზრდაში ხედავდა და არ იქნება ზედმეტი, თუ ვიტყვით, რომ ამ მხრივ მაორიენტირებელი წესიც კი შემოგვთავაზა:

© National Library of Georgiaჯანსუღ ჩარკვიანი
ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი

ადამიანს სიყვარულს ვერ დააძალებ, ვერც სიძულვილს… კაცი ბავშვობიდან უნდა მოდიოდეს, ბავშვს სიკეთე უნდა აუნთო გულში, არ უნდა გააბოროტო. ბავშვს სული უნდა  ჩაუნერგო მეგობრობისა. ბავშვი ზემოურ-ქვემოურის წესით არ უნდა გაზარდო. ჩვენ მაშინ შევიყვარებთ ერთმანეთს, როცა ერთი იქნება საქართველო, ერთი, მთლიანი…

© National Library of Georgiaჯანსუღ ჩარკვიანი და ეკა ბაქრაძე
ჯანსუღ ჩარკვიანი და ეკა ბაქრაძე  - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი და ეკა ბაქრაძე

მისი საყვარელი თემა იყო ისეთ მარადიულ ფასეულობაზე საუბარი, როგორიც თავისუფლებაა. თითქოს რაღაც სევდა შეეპარა ხმაში და თქვა:

ძნელია თავისუფლების მოპოვება! გახსოვთ, ალბათ, ერთი სტრიქონი ქართული სიმღერიდან: „მაცალე, ერთიც ავლესო!“… ვინ გაცლის ხმლის ალესვას?! ძალიან ძნელია თავისუფლება. ის მაინც სიკეთესა და სიყვარულს მოაქვს და, თანაც, თავისუფლება, ნაღდად, ლომთა ხვედრია!

რა თქმა უნდა, თუ მწერალი ხარ და ილიას გზაზე დგახარ, მაშინ შენი და ერის სატკივარი ერთი მთლიანობაა. ასე ცხოვრობდა ჯანსუღ ჩარკვიანიც. მისი ფიქრი, ტკივილი და სიხარული საქართველო იყო. საუბრის დამთავრებისას უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემოტრიალდა და მითხრა:

ვინ გვებრძოდა აფხაზეთში? ვინ გვედავებოდა მშობლიურ მიწას?— აფხაზები თავიანთი ხუთასკაციანი ჯარით?! დღეს ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როდის დავიბრუნებთ აფხაზეთსო. მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს — როცა ეთმანეთს დავიბრუნებთ, მაშინ დავიბრუნებთ აფხაზეთსაც. დიახ, ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ!

© National Library of Georgiaჯანსუღ ჩარკვიანი
ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი

პოეტის ეს ოცნება ოცნებადვე დარჩა. ქართველებს ჯერ ერთმანეთთან გასაყოფად და საძიძგნად არ მოგვითავებია საქმე.

ახლა ყოველ ჩვენგანს ჯანსუღ ჩარკვიანის სტრიქონები ახსენდება, სიმღერებიდან აკვიატებული მისეული ფრაზები… მე კი მხოლოდ ეს სტროფი მომეძალა, დიდი ხნის წინ ნათქვამი, ახლაც ერის პრობლემადაც რომ ქცეულა:

სადღაც სიყვარულის ხანძარს

ცივი წყალი მიუშვეს,

ახლა მოდაშია ლანძღვა,

ვებრძვით სხვათა სიმრუშეს!

© Courtesy by Nino Tugushiჯანსუღ ჩარკვიანი ქალიშვილთან ერთად
Поэт Джансуг Чарквиани - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი ქალიშვილთან ერთად

დღეს, როცა ჯანსუღ ჩარკვიანი მარადისობის მკვიდრი გახდა, უფრო სხვა სტატუსი შეიძინა მისმა ცხოვრებამაც და პოეტურმა სიტყვამაც, თუმცა რამ გაყო ერთმანეთისგან მწერლის პიროვნული და შემოქმედებითი!..

ყველა ახალი ამბავი
0