სოფელი კოთელია

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო - გავყიდოთ თუ არ გავყიდოთ

535
(განახლებულია 06:57 20.06.2017)
რას მოგვიტანს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება? რატომაა ქართული ნოყიერი მიწა ასე იაფი? როგორ გადაწყვეტს მიწის ბედს საქართველოს კონსტიტუცია?

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების წესების რეგულაციას ეხება. ცვლილებების თანახმად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას ამ თემაზე დისკუსიისას, არც ღვთისმშობლის წილხვედრობა დავიწყებია და არც ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დავა მიწის, როგორც თავისუფალ ბრუნვაში ყიდვა-გაყიდვის ობიექტის მოქცევის შესახებ. ალბათ, ვერავინ იტყვის, რომ ამ ორ ბუმბერაზ ქართველ მოღვაწეს საქართველოს მოვლა-პატრონობის სურვილში ვინმე გაეჯიბრება, თუმცა აქ საუბარია ხედვების განსხვავებულობაზე.

გაეროს გათვლებით, 50 წელიწადში დედამიწის მთავარი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო მიწები და დედამიწის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა იქნება. ქართულ მიწას ჯერ კიდევ ვერ გამოუჩნდა პატრონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მის გრძელვადიან პერსპექტივას განსაზღვრავდა და იმასაც, რა და როგორ მოვიყვანოთ მიწაზე, რომელსაც ფრიად ნაყოფიერად მივიჩნევთ. 

თუ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნად გადაქცევას, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და სინდისის გარდა ყველაფერის გაყიდვას აპირებდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. პირველი ნაბიჯი იმ სამწლიანი პროგრამის განხორციელება იყო, რომლითაც ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის მოყვანაში დახმარება აღმოუჩინეს. მაგრამ, როგორც ერთი ანდაზა ამბობს, ეცადნენ საუკეთესოდ, გამოუვიდათ, როგორც ყოველთვის… ტექნიკა მოძველებული იყო და არასაკმარისი, სიახლეები — მინიმალური, გლეხს იგივე ცოდნა დარჩა, რაც მამაპაპური გუთნით ხვნის დროს… ანუ პროგრამის განხორციელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი შედეგები მინიმალურია, საბიუჯეტო დანახარჯები კი — დიდი. დაუზუსტებელი მონაცემებით, სამთავრობო პროგრამებითა და საერთაშორისო დონორების დახმარებით, ამ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში 1,5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს იყო თანხები, რომელიც გაიცემოდა გლეხებზე საგაზაფხულო ხვნა-თესვის ჩასატარებლად, სასოფლო სამეურნეო იარაღებისა და სასუქის შესაძენად, თუმცა როგორც კი სახელმწიფომ შეწყვიტა დოტაცია, დამუშავებული სავარგულების რაოდენობა დოტაციის პერიოდთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა.  

მეორე მიმართულება საკანონმდებლო თვალსაზრისით წარიმართა. 2013 წლის დასაწყისში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვისა და მემკვიდრეობით მიღების აკრძალვის შესახებ კანონი შეიმუშავეს, რომელიც ასევე 2013 წლის ივნისში შევიდა ძალაში და 2014 წლის დეკემბრამდე იმოქმედა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წელსვე მიიღო წარმოებაში სარჩელი ამ კანონის დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით. 2014 წლის თებერვალში კანონი ამჯერად უკვე ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით შეიცვალა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც მიიღებდა და განიხილავდა მიწის შეძენის მსურველი უცხოელების განაცხადებს. თუმცა არც მაშინ და არც ახლა უცხოელების მაინცდამაინც დიდი ნაკადის შემოდინებას და დიდ ინვესტიციებს ამ სფეროში ვერავინ ასაბუთებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა — საქართველოს“ მონაცემებით, 2015 წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით 18.500 ჰექტარ მიწას ფლობდნენ, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფართობის დაახლოებით 0.7 პროცენტია. ამ დროისათვის რა ხდება ამ სფეროში, უცნობია, რადგან იუსტიციის სამინისტრო ცოცხალი თავით არ იძლევა აღნიშნულ მონაცემებს, რის შესახებაც არა ერთხელ განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. თუმცა ქართული მიწის დაცვის გარშემო გაერთიანებული სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მიწაა გასხვისებული 2015-2016 წლებში, როცა მიწის რეგისტრაცია პრობლემას არ წარმოადგენდა.

სავალალოა ის ფაქტი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი საქართველოში ან დაუმუშავებელია, ან ძველი ტექნოლოგიებით მუშავდება და სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს. საზოგადად, შაგრენის ტყავივით დაპატარავებული საქართველოს მიწის საერთო ფონდი 7628.4 ათასი ჰექტარია. აქედან 3025.8 ათასი სასოფლო-სამეურნეოა —  სახნავი — 801.8 ათასი ჰა და მრავალწლიანი ნარგავები — 263.5 ათასი ჰა. დაუზუსტებელი მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან მხოლოდ 35 პროცენტი მუშავდება.

2016 წლამდე არ არსებობდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროგრამა და მიწების 80 პროცენტი, ფაქტობრივად, დაურეგისტრირებელი იყო. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივამ, გლეხებისათვის უფასოდ მიწების რეგისტრაციის შესახებ, მდგომარეობა ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინც გამოასწორა. დღეისათვის ეს პროცესი ნელა, მაგრამ მაინც უფრო დიდი წარმატებით მიმდინარეობს.

პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ მიწები, ძირითადად, მცირე ნაკვეთებადაა დანაწილებული და თუ არ ჩავთვლით კახეთისა და ქვემო ქართლის ნოყიერ მიწებს, მიწათმოქმედებს, რომელთა წილი საქართველოში რეკორდულად მაღალია (ოფიციალური მონაცემებით დასაქმებულთა 63 პროცენტი), არათუ გასაყიდად პროდუქციის წარმოება, არამედ საკუთარი ოჯახის გამოკვებაც კი უჭირთ.

ევროგაერთიანების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ერთი ფერმერული მეურნეობის სარგებლობაში საშუალოდ 17,4 ჰექტარია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი კი დასაქმებულთა 5 პროცენტი. ამ ფონზე საქართველოში არსებული მდგომარეობა სერიოზულადაა დასაფიქრებელი. საქართველოში ერთი ფერმერული მეურნეობა 1,5 ჰას შეადგენს საშუალოდ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად კი დასაქმებულთა 63 პროცენტი მიაჩნია სახელმწიფოს.

მახსოვს, ისრაელის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი როგორი აღფრთოვანებით გვიყვებოდა, რა რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, კერძოდ: კიტრი და პომიდორი გადის ისრაელიდან ევროპაში ყოველდღიურად. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მიწის თითოეულ გოჯს მორწყვა და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. საქართველოში კი, მართლაც მიწათმოქმედების ქვეყანაში, სადაც მიწას ბუნებრივად ბევრი უპირატესობა აქვს, მიწის დანაწილებასთან ერთად, მისი მოვლის ცოდნის დეფიციტი და  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმწირე იგრძნობა.

მორატორიუმის გამოცხადება მაინც დროებითი ღონისძიებაა, რომელიც მოსახლეობის პატრიოტული გრძნობებისთვის წინასაარჩევნოდ გულის მოგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მთავრობას, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს მოფიქრება, როგორ ჩართოს თუნდაც უცხოური ინვესტიციები ქართული მიწის დასამუშავებლად. რა თქმა უნდა, ამას მიწის გაყიდვაზე უკეთ სტაბილური საჯარო თუ სხვა იურიდიული ფორმით მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რეალობა მწარეა, ვფიქრობთ, უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი დღეს ქართული მიწის გამო აქციების ჩატარება კი არა, მიწის მოვლა-პატრონობაა და სასიამოვნოა, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც საცობებითა და დაბინძურებული ჰაერით გაჯერებული თბილისის უსახური კორპუსების მე-13 სართულიდან მიწას უბრუნდებიან. ასეთ ადამიანებს საწყისი კაპიტალი სჭირდებათ და კიდევ — ორჯერ გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად მთავრობას ჯერჯერობით მოსახლეობისათვის მიწის მოვლა-პატრონობის გრძელვადიანი პოლიტიკა არ გაუცნია. კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქართული მიწა ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა, მაგრამ როგორ მოვუაროთ ამ მიწას ისე, რომ მასზე ღირსეული სახელმწიფო ავაშენოთ, ეკონომიურად და სურსათით უზრუნველყოფილი მოსახლეობით, ამას უფრო ღრმა და სერიოზული მუშაობა დასჭირდება.

 

535
ვაქცინაზე მუშობა

მოსაზრება: „სავაქცინო რბოლა“ დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს

14
(განახლებულია 14:30 03.08.2020)
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ მუხლებზე დააჩოქა მსოფლიო ეკონომიკა, დაახლოებით ერთ თვეში პოლიტიკურ და მედიასამყაროში საერთაშორისო შეჯიბრების ახალი „ჟანრი“ გაჩნდა, რომელსაც ირონიულად „სავაქცინო რბოლა“ შეიძლება ეწოდოს.

ივან დანილოვი

იმ ხილული ფსიქოლოგიური ტრავმის გათვალისწინებით, რომელიც კორონავირუსმა ორჯერ მიაყენა კოლექტიურ დასავლეთს, ამ რბოლაში გამარჯვების საკითხი უბრალოდ პოლიტიკურად კი არა, პოლიტიკურად პრინციპული გახდა დასავლური საზოგადოების  საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ადამიანისთვის, რომელიც ევროპული ჰუმანიზმის საუკეთესო ტრადიციებზეა აღზრდილი, საკმაოდ რთულია გაიგოს, რატომაა შეპყრობილი თანამედროვე დასავლეთი „ვაქცინებზე რბოლით“.  თუმცა ამის ახსნა თანამედროვე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავარი ინდუსტრიების თვალსაზრისით შეიძლება ვცადოთ, ანუ პოლიტიკური და კომერციული პიარის თვალსაზრისით.

პიარ-სივრცეში თანამედროვე დასავლეთმა და ასევე აშშ-მა და ბრიტანეთმა რამდენიმე სერიოზული „კორონავირუსული ტრავმა“ მიიღეს. ჯერ ერთი, გაირკვა, რომ შორეული ჩინეთი ეპიდემიას უკეთ გაუმკლავდა, პრობლემა უფრო ადრე გააცნობიერა და ეფექტურად შემოსაზღვრა ეკონომიკური ზარალი. ამ ფონზე აშშ და ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, საკუთარი პატრიოტების თვალშიც კი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებიან.  

შემდეგი დარტყმა კოლექტიური დასავლეთის თვითშეფასებას რუსთმა მიაყენა კორონავირუსისგან სიკვდილიანობის „შეურაცხმყოფლად დაბალი“ დონითა და მასობრივი ტესტირების აწყობით.

და ამ ფონზე კოლექტიური დასავლეთისთვის პირველობის საკითხი ვაქცინის წარმოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება იმიჯის თვალსაზრისით, ვინაიდან საჭიროა გამოჩნდეს, რომ, მაგალითად, აშშ კვლავაც ნომერი პირველია მსოფლიოში.

ამის პარალელურად კი, ამერიკული პრესის კითხვისას ჩნდება უცნაური შეგრძნება: პარტიული კუთვნილებისა თუ გამოცემების მფლობელთა მხრიდან დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათია-ანტიპათიიდან გამომდინარე, კონკრეტული რედაქციები ქომაგობენ ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ ან ინდურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებს იმ მიზნით, რომ „ვაქცინისთვის რბოლაში“ გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი რომელიმე „სწორი“ ქვეყნის სტრუქტურას ერგოს, მაგრამ „ტრამპის წყეულმა რეჟიმმა“ ამისგან პოლიტიკური ბონუზები ვერ დაიწეროს.

ასეთი კონფლიქტი მაკროდონეზეც არსებობს: იმის მაგივრად, რომ ნატოელ და  G7-ელ პარტნიორებთან ძალისხმევის კოორდინაცია მოახდინოს, ოფიციალური ვაშინგტონი (ყოველ შემთხვევაში, ზოგი გერმანული მედიასაშუალების შეფასებით) ცდილობდა, გერმანიისთვის პერსპექტიული ბიოტექნოლოგიური კომპანია (რომელსაც მნიშვნელოვანი ანტიკორონავირუსული აღმოჩენები ჰქონდა)  „აეხია“ და აშშ-ში გადაეყვანა.

ამ კონტექსტში ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ან ჩინეთი ახლოს არიან კორონავირუსზე მასობრივ ვაქცინასციასთან, დასავლურ საინფორმაციო ველში იმგვარ რეაქციას იწვევს, რომელი არა იმდენად ბანალურ ალერგიას შეიძლება შედარდეს, რამდენადაც ნამდვილ ანაფილაქტურ შოკს.

რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკელ სამედიცინო ჩინოვნიკებს ნამდვილად მხოლოდ პროფესიონალური მოსაზრებები ამოძრავებთ, მაგრამ ყველაფერ ზემოთქმულის გათვალისწინებით, არსებობს სერიოზული ეჭვები გარკვეულ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე. ამ რეაქციების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მთავარი ამერიკელი ინფექციონისტის პოზიცია, რომელსაც  The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

„დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ კონგრესის COVID-19-ის საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ სავარაუდოდ არ გამოიყენებს ჩინეთისა და რუსეტის მიერ შექმნილ ვაქცინებს. „იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და რუსეთი მართლაც ცდიან ვაქცინას მანამ, სანამ მას ვინმეს გაუკეთებენ“, ― თქვა მან. ―  ტესტირების ჩატარებამდე იმის მტკიცება, რომ ვაქცინა მზადაა გასავრცელებლად, უკეთეს შემთხვევაში პრობლემატურია“. დოქტორმა ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ ვაქცინას წლის ბოლოსთვის მიიღებს“.  

სხვადასხვა ქვეყნების შესაძლო ვაქცინების შედარებითი ანალიზისას, რომელსაც

Bloomberg-ი აქვეყნებს, ფაუჩის ვაქცინის ამერიკული კომპანია Moderna-სგან მიღების იმედი უნდა ჰქონდეს.  

მრავლისმეტყველია ის, რომ Bloomberg-ის ტრეკერში (ყოველ შემთხვევაში, ამ სტატიის წერისას) არ არის შესული რუსული ვაქცინები, რამაც დასავლელ მკითხველს შეიძლება უკუღმა შთაბეჭდილებები შეუქმნას რუსეთის შესაძლებლობებზე და გაჩნდეს ილუზია იმისა, რომ „რუსული ვაქცინა არსაიდან გაჩნდა“.  

უკვე ახლავე შეიძლება ვივარაუდოთ, რანაირად გაგრძელდება „სავაქცინო რბოლა“:  რუსულს ან ჩინურს დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ სახიფატოდ და ამას შესაბამის საინფორმაციო ფეიკ-ნიუსებს მოაყოლებენ. ამის პარალელურად, დასავლური აუდიტორიის სკეპრიკურად განწყობილი აუდიტორიის დასარწმუნებლად პოპულარიაციას გაუწევენ თეზისს იმის შესახებ, რომ ეს ვაქცინები ჩინელი, ირანელი თუ რუსი ჰაკერების მიერ მოპარულ მონაცემებზე დაყრდნობით არის დამზადებული. ხოლო ფინალში ცინიკურად დაადანაშაულებენ რუსეთსა და ჩინეთს „ვაქცინურ ნაციონალიზმსა“ და ეპიდემიასთან ბრძოლის რაღაც საერთაშორისო შეჯიბრებად გადაქცევის სურვილში. თუმცა პარალელურ რეჟიმში ისაუბრებენ დასავლეთში საკუთარი ვაქცინის შექმნის აუცილებლობაზე, რათა ესოდენ მნიშვნელოვან საკითხში პეკინზე ან მოსკოვზე დამოკიდებულები არ იყვნენ.

ასეთი მიდგომის პრობლემა ისაა, რომ ამ „კონტროლირებადი უკანდახევის“ თითოეულ ეტაპზე დასავლური მედიამანქანა ნდობას დაკარგავს თავისი აუდიტორიის სულ ახალ და ახალ სეგმენტებში.

ყველაფერი კი რუსულ და ჩინურ დეზინფორმაციასთან აუცილებელი ბრძოლის თაობაზე მორიგი კონფერენციებით დასრულდება. 

მაგრამ აუდიტორიის ნდობის დაკარგვა იოლია, აღდგენა კი რთული. მით უმეტეს, რომ კორონავირუსმა მხოლოდ დააჩქარა საზოგადოებრივი ნდობის დეგრადაციის პროცესები, რაც ისედაც მიმდინარეობდა დასავლეთში. ხოლო რუსეთს, ჩინეთსა და სხვა „მორიგე დამნაშავეებს“, რომლებისკენ მინიშნებაც ძალიან უყვართ დასავლურ მედიასივრცეში, რეალურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ პრობლემასთან და დასავლელი პარტნიორები თვითონვე იქნებიან დამნაშავეები „ვაქცინურ ნაციონალიზმში“.  

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

14
ძველი წიგნი

რატომ არ სჯიდნენ ბაგრატიონები სიკვდილით მოღალატე ბაღვაშებს: მეფეთა მადლიერება

55
(განახლებულია 13:01 03.08.2020)
ბაგრატ მესამეს ბედისწერამ არგუნა ერთიანი საქართველოს პირველი მეფე გამხდარიყო. მას ამ საქმეში, იოანე მარუშუძესთან ერთად, გვერდით ედგა ლიპარიტ ბაღვაში, ერთ-ერთი იმ ბაღვაშთაგან, რომლებმაც მერე ბაგრატიონებს არაერთხელ უღალატეს და თითქმის „ასწლიანი ომი“ გაუმართეს.

 

საერთოდ ამ ორი გვარის დაპირისპირებაში ბევრი „უცნაურობა“ და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მაგრამ ის, რომ ლიპარიტ ბაღვაშსაც ჰქონდა წვლილი შეტანილი საქართველოს გაერთიანებში, მაინც დიდ გამოცანად რჩება.

ზოგადად, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწვეტილება ეფუძნებოდა ისტორიული პირის პრაგმატიზმსა და გათვლებს. ბაღვაშის პოლიტიკურ გეგმს ეგოიზმიც კი ედო საფუძვლად,  მაგრამ ამ დიდ საქმეს  ისტორიულმა კანონზომიერებამაც შეუწყო ხელი. თუმცა, რომ არა ქართლის დიდი ერისთავების ― ლიპარიტ ბაღვაშისა და იოანე მარუშისძის მხარდაჭერა, უფლისწული ბაგრატი და მისი მამობილი, ტაო-კლარჯეთის ხელმწიფე დავით მესამე, ალბათ ვერ შეძლებდნენ ქართლისა და აფხაზეთის დაკავებას. თუმცა ამას წინ უძღოდა ისეთი მოვლენები, რამაც დააჩქარა ქართლში ტაო-კლარჯეთის სამეფო ჯარის გამოჩენა.

967 წელს აფხაზეთის მეფის ლეონ მესამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი მისმა მემკვიდრე დემეტრე მესამემ დაიკავა. მეორე უფლისწულმა, თეოდოსმა, რომელიც  მამის სიკვდილის დროს ბიზანტიაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კეისრის წაქეზებით ძმისთვის ტახტის წართმევა მოინდომა.

სამცხეში მისულმა თეოდოსმა იქაურ აზნაურებს მოუხმო, მაგრამ, როგორც ჩანს, დემეტრეს მსტოვრებმა ადრევე აცნობეს ძმის ღალატი და მანაც სამცხეში ერთგული ჯარი გაგზავნა. თეოდოსის ჯარი  სასტიკად დამარცხდა, ხოლო თავად სიკვდილს ძლივს გაასწრო.

დევნილმა უფლისწულმა თეოდოსმა ჯერ ძამას ციხის პატრონ ადარნასეს, ხოლო შემდეგ კი კახეთის ქორეპისკოპოს კვირკეს შეაფარა თავი. აფხაზთა მეფე დემეტრემ კახეთის ქორეპისკოპოსს შეუთვალა: რაკი ჩემი ძმა შენთანაა, ჩვენს შორის ბრძოლა არ დაილევა ავ კაცთა ავი სიტყვებისგან; ამიტომ გთხოვ, ჩემი ძმა შენი შუამდგომლობით მე მომანდე და სიტყვას გაძლევ, ჩვენ თვითონ თანასწორად გავიყოფთ ჩვენს სამეფოსო. კვირიკემაც შუამდგომლობა იკისრა და თეოდოსს პირობა მისცა, „მე ვიყო მეძიებელი შენი სისხლისაო“ და ძმას გადასცა.

ორივე მხარემ საჯაროდ დაიფიცა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, კათალიკოსის, მღვდელმთავრებისა და წარჩილებულების თანდასწრებით. მაგრამ ქუთაისში დაბრუნებულმა დემეტრე მეფემ დაივიწყა ფიცი და ძმას თვალები დასთხარა. მაგრამ ამის შემდეგ თავად დიდხანს აღარ უცოცხლია, უმემკვიდრეოდ გადაეგო და აფხაზეთის  ტახტი უსინათლო ძმას ― თეოდოს მესამეს  დარჩა.

დემეტრეს მოულოდნელმა გარდაცვალებამ და მისი ძმის გამეფებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ქართლში. საქმე ისაა, რომ ძმებს შორის გაჩაღებულ ომში ქართლის დიდერისთავები მხარს დემეტრეს უჭერდნენ და ტახტზე თეოდოსის ასვლის შემდეგ მათ ანგარიშწორებისა ეშინოდათ.

შესაბამისად, დემეტრეს ყოფილმა მომხრეებმა იმაზე დაიწყეს ზრუნვა, რომ თვალებდათხრილი თეოდოსის რისხვასაგან თავი დაეცვათ. იოანე მარუშისძე და მისი მომხრეები ტაო-კლარჯეთის მეფე დავით მესამე კუროპალატს დაუკავშირდნენ და მისი მფარველობის ქვეშ შევიდნენ. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი. იოანე მარუშისძესაც და ლიპარიტ ბაღვაშსაც დიდი სამფლობელოები ჰქონდათ აფხაზეთშიც (მარუშისძე კოდორს ფლობდა, ბაღვაში ― კაცხის მამულს) და თუ აფხაზთა მეფე მათ ქართლში ვერ მისწვდებოდა, ქართლის ერისთავებისათვის კოდორისა და კაცხის მამულების წართმევა ნამდვილად ხელეწიფებოდა. ამიტომ თეოდოსი უნდა დაემხოთ. და ვისაც ამის გაკეთება შეეძლო ― ეს ტაო-კლარჯეთის მეფე და მისი შვილობილი იყვნენ.

სხვათა შორის, არც დავით კუროპალატს ჰყავდა მემკვიდრე, ამიტომ აფხაზთა მეფე ლეონ მესამის ასულ გურანდუხტისა და გურგენ ქართლის მეფის  ვაჟი, უფლისწული ბაგრატი იშვილა ― „ბაგრატ გაეზარდა შვილად თვისად.“ ანუ უფლისწული პატარაობიდანვე იზრდებოდა ტაოში და ის იყო ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთისა და ქართლის სამეფო ტახტის ერთადერთი პრეტედენტი. სწორედ ამ პოსტულატს ემყარებოდა იაონე მარუშისძისა და მისი მომხრე ქართლის ერისთავების გეგმა, რომ ბაგრატს დაეკავებინა ქართლისა და აფხაზეთის სამეფოები.

ქართლში ტაოს ჯარს არავითარი დაბრკოლება არ შექმნია. იოანე მარუშისძემ და ლიპარიტ ბაღვაშმა ეს ლაშქარი არა მარტო გაატარეს თავიანთ სამფლობელოებზე, არამედ ერთგული მეომრებით გვერდით ედგნენ ბაგრატს, როდესაც მან უფლისციხე დაიკავა და ქართლში გამეფდა. ბაგრატმა ქუთაისის სამეფო ტახტიც დაიჭირა და გაერთიანებული სამეფოს ხელმწიფე გახდა.

შეგნებულად მოხდა თუ შეუგნებლად, ლიპარიტ ბაღვაშმაც დადო ერთი აგური საქართველოს გაერთიანების საქმეში, თუმცა მოგვიანებით მან და მისმა მომხრეებმა ხაზი გადაუსვეს ყველაფერს და სისხლი გაუშრეს ბაგრატიონებს. სამაგიეროდ, ბაგრატიონებს არ დავიწყებიათ ეს ამაგი. ბაღვაშთა თითქმის ხუთი თაობა ებრძოდა ბაგრატიონებს და ქართველი მეფეები ყველა მათგანის მიმართ საოცარ გულმოწყალებას იჩენდნენ ― ატუსაღებდნენ მათ, ქვეყნიდანაც აძევებდნენ, მაგრამ სიკვდილით, რასაც ნამდვილად იმსახურებდნენ, როგორც მეფისა და ქვეყნის მოღალატეები, არცერთი ბაღვაში არ დაუსჯიათ...

55
თემები:
იცით თუ არა, რომ...
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ლელა წურწუმიას ქმრის მოკვლისკენ მოუწოდებს რა მოხდა მათ შორის?

0
(განახლებულია 14:11 31.07.2020)
ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას საჯაროდ მიმართა. ნახეთ, რას სთხოვს ლელა წურწუმიას ბადურაშვილი.

ქართულ შოუბიზნესში არ არსებობს მომღერალი, რომელიც მამულაშვილი-წურწუმიას ოჯახს არ ემეგობრება. მიუხედავად ამისა, ქართული სცენის წარმატებულ შემსრულებლებს შორის ინტრიგები არ წყდება. ნინი ბადურაშვილმა ლელა წურწუმიას სოციალური ქსელით საჯაროდ მამულიჩას მოკვლის თხოვნით მიმართა.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

აღნიშნული თხოვნა კი კახა მამულაშვილის დამაინტრიგებელ ქმედებას მოჰყვა. პოპ-დივას პროდიუსერმა ნინის ძველი სურათი გამოუქვეყნა. ამ ფოტოზე ბადურაშვილის სახეცვლილება კარგად ჩანს. მამულიჩამ გასაჯაროებული სურათი ასე დაასათაურა: „გახსოვდეს ლოყები შენი. ვაიმე, დედიკო, დედა. მაპატიე, ბადურ. დამედოსავით".

ნინი ბადურაშვილმა მამულიჩას ქმედება უპასუხოდ არ დატოვა. ის ჯერ ხუმრობით შემოიფარგლა, შემდეგ კი ლელა წურწუმიას ქმრის მოკვლის თხოვნით მიმართა. „გთხოვ, ფოტო კიდე სადმე გამოაქვეყნე", – მიმართა გაბრაზებულმა ბადურაშვილმა მამულიჩას.

View this post on Instagram

thanks to @itallook_tbilisi for this amazing dress 🙏💛 #tvimedi #primeshow photos by @savemoment_studio 📸

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

ლელა წურწუმია: „მე მოვკლავდი, თვითონ ხო დახატულია“. ლელა წურწუმიას ასეთ პასუხს ნინის შოკისმომგვრელი თხოვნა მოჰყვა: „მოკალი, გთხოვ“. ძველი და ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ ნინი ბადურაშვილი რადიკალურად შეიცვალა. მამულიჩამ მის დიდ ლოყებზე გააკეთა აქცენტი, რამაც მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გააღიზიანა.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

როგორც ჩანს, თავად პროდიუსერმაც საგრძნობლად დაიკლო წონაში, რასაც ლელა წურწუმიას დამცინავი კომენტარიც მოჰყვა. ძველ ფოტოს ახალთან თუ შეადარებთ, კარგად ჩანს, რომ ნინი ბადურაშვილს რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის ცხვირის პლასტიკა და ყვრიმალებისა და ტუჩის კონტურის კორექცია.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

ლელა და მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა რთულია. ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. ეს უკანასკნელი ფოტოც მამულიჩამ არქივიდან გაასაჯაროვა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება