ამბავი „ურმისა და გზისა“... ანუ რეალობას აცდენილი სიბრძნე...

© FB / Alexandr Svatikovმშენებლობები თბილისში
მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალალო სტატისტიკა... რა იმალება ციფრების მიღმა? რატომ იღუპებიან სამუშაო ადგილებზე და რატომ არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება? რას შეცვლის შრომის ინსპექცია?

ძვირფასო მკითხველო, ამჯერად თხრობას ერთი ანდაზის შეხსენებით დავიწყებ… ნათქვამია „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“… არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს მე კი, ვიტყვი, რომ ყოველთვის როდია ასე… თავად განსაჯეთ… ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება რომ სერიოზული პრობლემაა დიდი ხანია ვიცით. თავის მხრივ ციფრებიც მეტყველებენ. საწარმოო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად სამუშაო ადგილებზე ათეულობით ადამიანი იღუპება… საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, 716 დაშავდა. გასულ წელს დაიღუპა 58 და და დაშავდა 84 ადამიანი. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კი, შრომის ადგილზე დაღუპულთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია… სავალალო სტატისტიკა ვერ შეცვალა 2015 წელს ამოქმედებულმა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომლის ფუნქცია ძირითადად რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება…

შახტი - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ადგენენ

სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი თათული თოდუა: „საწარმოში შესვლამდე ინსპექცია აფრთხილებს დამსაქმებელს რამდენიმე დღით ადრე, რაც შესაძლოა უფრო მეტად ამახინჯებდეს რეალურ სურათს და აძლევს საშუალებას რამდენიმე დღით კოსმეტიკურად შეცვალოს იქ არსებული ვითარება. დეპარტამენტის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციების შესრულება სავალდებული არ არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ ეს რეკომენდაციები საჯარო არ არის…“

ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია რომ არა, ამ საკითხზე სერიოზული ბაასი კიდევ დიდხანს არ დაიწყებოდა. ერთი სიტყვით, „გადაბრუნდა ურემი“ და უმალ დაიწყო გზის ძიება… სახელმწიფოს მეთაურმა შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი…

ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოში საშიში სამუშაო ადგილები შემოწმდება

გიორგი მარგველაშვილი: „კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ შრომის პირობების დაცვის კანონმდებლობა ცხოვრებაში კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გატარდეს და რაც არის გაუთვალისწინებელი ნაწილები, ისინი შესავსებია. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას აღვნიშნე. სამუშაო უნდა გავაღრმავოთ, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე…“ 

პრეზიდენტმა აღნიშნა, მაგრამ მაშინ არავინ ისმინა. როგორც სახალხო დამცველმა ბრძანა, წლების მანძილზე მისი რეკომენდაციებიც არავინ გაითვალისწინა.

უჩა ნანუაშვილი: „სახალხო დამცველი ოთხი წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ აუცილებელია შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სამწუხაროდ, რეაგირება ამ რეკომენდაციაზე არ ყოფილა. უნდა იყოს გარკვეული სანქციები იმისათვის, რომ გარკვეული მინიმალური სტანდარტები იყოს ქვეყანაში დაცული…“

სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვითარების რადიკალურად შეცვლა შეუძლია ფართე უფლებამოსილების მქონე შრომის ინსპექციას, რომლის შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობას ნაკისრი აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით…

შახტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: შრომის ინსპექტირება სავალდებულო უნდა გახდეს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე: „საქართველომ ეს ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა. 2017-2019 წლებში საქართველომ ეს ვალდებულება ბოლომდე უნდა მიიყვანოს. რეალურად ქვეყანა აცნობიერებს იმას, რომ მინიმუმ ევროკავშირთან ასოცირების გამო მოუწოევს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბმისი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნა, თუმცა სწორედ ამ ვადებს ელოდება და მაქსიმალურად ცდილობს გააჭიანუროს პროცესი…“

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევენ, შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის გარანტიების ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში… 

ა/ო „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ ანალიტიკოსი თორნიკე ჩივაძე: „დასაქმებული ადამიანისთვის შრომითი გარემო არ არის ცხოვრებისგან გამოცალკევებული ადგილი. ეს არის მისი სასიცოცხლო გარემო. შესაბამისად, შრომის ღირსეული პირობების ამა თუ იმ სახით ასახვა კონსტიტუციაში, არის ადამიანის ჩვეულებრივი უფლება, რამდენადაც ეს არის სიცოცხლის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი…“

უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი: ქვეყანში ეფექტური შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას.

საპარლამენტო უმრავლესობამ ძირითადი კანონის პროექტიდან ამოიღო შრომის პირობების კონტროლის მექანიზმის ამსახველი ჩანაწერი. ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორმა გარკვეულწილად პროცესის გაჭიანურების მცდელობად აიღქვა. ამასობაში კი, გაირკვა, რომ მთავრობა შრომის ზედამხედველობის სისტემის გამკაცრებას აპირებს…

პარლამნეტის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე: „ამ საკითხზე მთავრობაში არის კონკრეტული ხედვა და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის ყველა საწარმოში შრომის ინსპექციას ჰქონდეს შემოწმების საშუალება, არ სჭირდებოდეს სასამართლოს ნებართვა და იმავდროულად ჰქონდეს სანქციების დაყენების უფლება იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდა შრომის უსაფრთხოების ნორმები. შრომის ინსპექციის რეკომენდაციებს უნდა ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი… ყველაფრის დაკავშირება კონსტიტუციასთან არ არის სწორი. ეს არის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ შრომის ინსპქცია არის პანაცეა და ის ყველაფერს მოაგვარებს. ამ თემაზე სპეკულაციის აგება არაკორექტულ და თანაც ამორალურ მოქმედებად მიმაჩნია. მხოლოდ ინსპექცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ უსაფრთხოების შესაბამისი მექანიზმები არ არსებობს, თუ სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს, თუ ქვეყანაში დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო არ არის, თუ  არ ხდება მეწარმეების სტიმულირება, რომ მათ სამუშაო ადგილი შექმნან და უსაფრთხოებაც დაცული ჰქონდეთ…“

შახტა - Sputnik საქართველო
დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის გამკაცრება გამოსავალი არ არის. არსებულ ვითარებას შეცვლის ეკონომიკის ზრდა და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი გარემო შრომის ბაზარზე, სადაც დასაქმებულს ფართე არჩევანის შესაძლებლობა ექნება… 

„ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს“ პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე: „ვითარების გამოსწორება თუ გვინდა გლობალურად უნდა შევხედოთ, რატომ გვაქვს ეს პრობელმები, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ეს არის ცენტრალიზებული ხელისუფლება, ეს არის გაბერილი ბიუჯეტი, მაღალი გადასახადები, მკაცრი რეგულირებები. სინამდვილეში ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც არ იძლევა ალტერანტივების გამოჩენის საშუალებას… სინამდვილეში არ არის პრივატიზებული ეს საბადოები და ის სივრცეები, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ… ის ადამიანები, რომლებიც იჯარით იღებენ და მერე ხალხს ამუშავებენ, ძირითადად არიან გაყვლეფაზე. და ბოლოს: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ არსებობდა ინსპექცია, რატომ არ გააკეთა არაფერი? წარმოიდგინეთ არსებობს და არ აკეთებს და დავატამეტებთ და ის გააკეთებს?…“

გამოძიება გრძელდება… ტყიბულელი მაღაროელების დაღუპვის ზუსტი მიზეზი გაირკვევა, მაგრამ უკვე არავინ კამათობს, რომ უსაფრთხო შრომის უფლება ქვეყანაში დაუცველია… 


ყველა ახალი ამბავი
0