დედით ქართველი ოსმალო სულთნისა და ფრანგი დედოფლის სასიყვარულო ისტორია

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ბათუმში ყველაა ნამყოფი, ბევრს ნანახიც გექნებათ ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში მდებარე აზიზიეს მეჩეთი, რომლის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქული მხარე საქართველოს ოშკისა და იშხანის ტაძრების აღდგენას ჰპირდება.

ამ ფაქტის გარშემო ატეხილი დავა-კამათიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს დღემდე. თუმცა, ბევრმა არ იცის, ვინ იყო ეს აზიზი, ვის სახელზეც მეჩეთი ტრაპიზონის ფაშა მუჰლის ემინმა 1869 წელს ააგო.

მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოს შავი ზღვისპირა რეგიონის (სამეგრელოს) ერთ პატარა ქალაქში, მშობლებმა(!) პატარა ლამაზი გოგონა თურქ ვაჭრებს მიჰყიდეს. ბედმა ასე ინება, რომ ეს გოგონა 17 წლის ასაკში თურქეთის იმპერიის სულთნის მაჰმუდ მეორის ცოლი გახდა, ხოლო კიდევ ერთ წელიწადში სულთანსა და პერტევნიალი ვალიდე სულთანს (ეს უკვე ტყვეობაში მიღებული სახელი და ტიტულია) შეეძინათ ვაჟი, რომელსაც აბდულაზიზი დაარქვეს.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ქართველი დიდი ვეზირები ოსმალეთის იმპერიაში

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი გოგონა სულთნის პირველი ცოლი არ იყო, "ვალიდე სულთნის" (დედა დედოფალი) ტიტულს ატარებდა და განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა. ცნობილია, როგორ ეხმარებოდა მუსიკოსებს, მხატვრებს, მწერლებს, აგებდა სკოლებსა და საავადმყოფოებს. სტამბულის აქსარაის რაიონში დღესაცაა შემორჩენილი მის მიერ აგებული სასწავლებლები, სამლოცველოები და საავადმყოფოები.

აბდულაზიზს, თავდაპირველად, ტახტის მემკვიდრედ არ ამზადებდნენ. როცა იგი 9 წლის იყო, მამა — მაჰმუდ მეორე გარდაიცვალა. სულთნის ტახტი მისმა ნახევარძმამ, აბდულმეჯიდმა დაიკავა, რომელიც ძმას ბრწყინვალე განათლების მიღებაში დაეხმარა.

ფოტოკოლაჟი, ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გიშრისთვალება ქართველი სულთანი და ეკატერინე II-ს „მთავარი საჭურისი“ მიხეილ კუტუზოვი

აბდულმეჯიდის გარდაცვალების შემდეგ 1861 წლის 25 ივნისს, 31 წლის აბდულაზიზიემ ოსმალეთის იმპერიის ტახტი დაიკავა და 32–ე სულთანი გახდა. ახალგაზრდა სულთანმა მმართველობა ადმინისტრაციული რეფორმების გატარებით დაიწყო. დახვეწა სასამართლო სისტემა. საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო სასამართლოს ინსტიტუტებს. საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია მოახდინა, შემოიღო თანამედროვე სამხედრო ფორმები, მის სახელს უკავშირდება ოსმალეთის იმპერიაში ქალთა უფლებების გაფართოება, რისთვისაც ხელს უწყობდა ქალთა სასწავლებლების დაარსებას, მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას. სწორედ ამ პიროვნების, დედით ქართველი, სულთან აბდულ აზიზის სახელზე აიგო ბათუმში მეჩეთი.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი, რომლის სილამაზისა და გონიერების წინაშე თვით ნაპოლეონი უძლური აღმოჩნდა

ხშირად, ბოლო თვეებში, მის მიმართ ისეთი ეპითეტები ისმის, როგორიცაა სისხლისმსმელი და აჭარის ამაოხრებელი, მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის სისხლში ხელებგასვრილი და ა.შ. ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეეფერება, აბდულაზიზის დროს, აჭარაში ისლამის გავრცელება დასრულებული იყო, რაც ეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით მოხდა. _მუსლიმად ყოფნა ნაკლებ გადასახადებს, მაღალ სოციალურ სტატუსსა და კარიერულ წინსვლას ნიშნავდა. ქრისტიანებს კი შეზღუდვები და გადასახადები ჰქონდათ დაწესებული. ამის გამო, მოსახლეობამ თანდათან ისლამი მიღო. თითქმის არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ან მანამდე, ან აბდულაზიზიეს დროს ოსმალეთს გამოეყენებინოს საომარი მოქმედებები ისლამის დასამკვიდრებლად, ყოველ შემთხვევაში, აჭარის ტერიტორიაზე ან მიმდებარე ქართულ პროვინციებში. აბდულაზიზი უფრო ცნობილია, როგორც პროგრესულად მოაზროვნე, უაღრესად განათლებული ადამიანი, რომელიც კარგად ფლობდა ფრანგულ ენას, მუსიკას, ხატვას, ერკვეოდა საინჟინრო საქმეებში და ლიტერატურაში. შემორჩენილია მის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები და მაღალ დონეზე შესრულებული საბრძოლო გემების მოდელების ნახაზები.

სტამბოლი, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბულის ბაზარზე გაყიდული ქართველი ბიჭების ეგვიპტური ოდისეა
 სულთანი ევროპისა და ევროპული კულტურის დიდი მოყვარული იყო. ამიტომ ხშირად მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: ინგლისში, საფრანგეთში, პრუსიაში და სხვაგან. თუმცა, ამ მოგზაურობას სულ სხვა ფაქტთან აკავშირებენ. სხვადასხვა წყაროების ცნობით, იგი შეყვარებული იყო საფრანგეთის დედოფალ ევგენიაზე, რომელიც ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნაზე დასასწრებად გამგზავრებამდე, სტამბულს სტუმრობდა, რის შემდეგაც ისინი ერთად გაემგზავრნენ ეგვიპტეში.

არ ვიცი, რით დასრულდა ოსმალეთის ფადიშაჰისა და ფრანგი დედოფლის სასიყვარულო ისტორია (თუ საერთოდ ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი), ვერც იმის მეცნიერად გამოვდგები, საჭიროა თუ არა ამ მეჩეთის ხელახალი აშენება; ვიცი მხოლოდ და თქვენც გაგანდეთ ტყვედ გაყიდული კიდევ ერთი ქართველი ქალის ისტორია, ვისი სილამაზე, ნიჭი და გონიერება არა სამშობლოს, არამედ სხვა, უცხო ქვეყანას წაადგა.

ყველა ახალი ამბავი
0