აღსარება დედას

© photo: Sputnik / Абрам Штеренберг / გადასვლა მედიაბანკშიდედაშვილობა
დედაშვილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ, ყველა ბავშვობიდან მოვდივართ, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე ლამაზი, თბილი, სანატრელია. ჩვენი ბავშვობა კი დედის სითბოსთან ასოცირდება. დღეს მათი დღეა - დედის დღე. დღეს თითოეული მათგანი ჩვენგან ყურადღებას, ბედნიერების განცდას და სითბოს მოელის...

ანა ქათამაძე

დედა დღეს შენი დღეა, დღეს შენ ყველაზე განსაკუთრებული უნდა იყო…

დედა დღეს შენი დღეა, დღეს შენს სახეზე მხოლოდ სიხარული და ბედნიერება უნდა დავინახო…

რომ იცოდე!..

რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ…

რომ იცოდე რამდენად ბევრი ვარ, შენ რომ გხედავ…

რომ იცოდე რამდენად ძლიერი ვარ შენ რომ მეფერები…

რომ იცოდე რამდენად უსუსური ვარ შენ ტკივილს როცა ვერ ვშველი… 

მოხუცის ხელი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
უთქმელი სურვილი კეთილი სიბერის!..

რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია!

რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია შენს გვერდით ყოფნა და შენი სითბოს შეგრძნება…

რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია ისევ ბავშვი ვიყო, შენ კი თავს დამფოფინებდე და მანებივრებდე…

რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია შენს კალთაში თავის ჩარგვა და სიმშვიდე…

რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია შენს გვერდით, შენთან ერთად დაძინება…

რომ იცოდე რამდენჯერ მინანია!

რომ იცოდე რამდენჯერ მინანია შენი ჩემს გამო დაღვრილი ცრემლები…

რომ იცოდე რამდენჯერ მინანია ჩემს გამო შენი ნერვიულობა…

რომ იცოდე რამდენჯერ მინანია ჩემს ლოდინში გადაღლილი შენი თვალები…

რომ იცოდე რამდენჯერ მიტირია ჩემი შენი მონატრება… 

აბორტი - Sputnik საქართველო
რატომ მომკალი, დედა

მაპატიე დედა!

მაპატიე ხშირად რომ გალოდინებ…

მაპატიე ხშირად რომ მარტო გტოვებ…

მაპატიე ხშირად ყველასთვის და ყველაფრისთვის რომ ვიცლი… შენს გარდა!

მაპატიე ხშირად რომ ვფიქრობ, რომ შენ ყველაფერს გამიგებ და ხელს არ მკრავ…

იმიტომ, რომ!..

იმიტომ, რომ შენ ჩემი ყველაზე ლამაზი გაზაფხული და აღმაფრენა ხარ!

იმიტომ, რომ შენ ჩემი ცხოვრებისგან დაღლილი, დაღარული და მაინც უსაშველოდ ლამაზი დედა ხარ!

იმიტომ რომ  შენ ჩემი ამქვეყნიური განსხეულებული ღმერთი ხარ..

მე კი შენს წინ მუხლმოყრილი და დაჩოქილი შვილი, რომელსაც ტკივილამდე უყვარხარ!


ყველა ახალი ამბავი
0