რა სიურპრიზს უმზადებენ ლიკა ყაზბეგს პოდიუმზე გამოსული წარმატებული ქალები?

© FB/LIKA YAZBEGIლიკა ყაზბეგი
ლიკა ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერმა ლიკა ყაზბეგმა საავტორო პროექტი „წარმატებული ქალები პოდიუმზე“ წელსაც წარმატებით ჩაატარა. 24 დეკემბერს დიზაინერის დაბადების დღეზე კი თავად პროექტის მონაწილეები უმზადებენ მას ზეიმს. თუ რაზეა საუბარი, ამის შესახებ თავად ლიკა გვეტყვის.

- ლიკა, სამყაროში, საერთოდ, ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ადამიანს. პირველ რიგში, გაცემული სიკეთე და ამ პრინციპით, ალბათ, არც გაგიკვირდათ ის ფაქტი, რომ თქვენი პროექტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს დაბადების დღეზე ზეიმი მოგიწყონ…

— გეთანხმებით, გაცემული სიკეთე ადამიანს ათმაგად უბრუნდება უკან და ეს არაერთხელ ვიწვნიე საკუთარ თავზეც… საერთოდ, ადამიანების ყურადღებითა და სითბოთი ყოველთვის განებივრებული ვარ. დაბადების დღეს ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე და ამას  მე თუ ვერ ვახერხებდი, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები ახერხებდნენ. ამიტომ ამ დღეს უღიმღამოდ არასოდეს ჩაუვლია. წელს დაბადების დღეს 2010 წლის პროექტის მონაწილე ქალბატონები რესტორან „ჭაშნაგირში“ მიხდიან და მე მათი ძალიან მადლიერი ვარ. შარშანწინ პროექტის დასრულების შემდეგ, საკმაოდ ხალხმრავალი დაბადების დღე მქონდა — 120 ადამიანი ესწრებოდა ჩემთვის სასიამოვნო დღეს. ხუმრობით მეუბნებოდნენ კიდეც, ბარემ ქორწილი გადაგეხადაო. მე და ჩემს მეუღლეს ასეთი მასშტაბური ქორწილი არ გადაგვიხდია, მოწვეული მყავდა ჩემი პროექტის გოგონები და იქ გავმართეთ, რასაც ჰქვია შოუ-კონცერტი სახელდახელოდ მოწყობილი პოდიუმით. წელსაც ზეიმი იქნება, სხვანაირად არაც გამოდის, მე ზეიმს ვუწყობ სხვებს და ამ შემთხვევაში კი ზეიმს თავად მე მიწყობენ… 

© FB/ Lika Kazbegiპროექტი "წარმატებუი ქალი პოდიუმზე"
პროექტი წარმატებუი ქალი პოდიუმზე - Sputnik საქართველო
პროექტი "წარმატებუი ქალი პოდიუმზე"

- რაც შეეხება წლევანდელ პროექტს, უჩვეულო მონაწილეები წელსაც გყავდათ…

— დიახ, ყოველთვის ვცდილობ საინტერესო პიროვნებები შევარჩიო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეტენზია ჰქონიათ ამა თუ იმ მონაწილის მიმართ და ეს ბუნებრივიცაა. რაც უნდა წარმატებული ადამიანი გამოიყვანო პოდიუმზე, ჩენს ქალაქში ერთი მათგანი მაინც გამოჩნდება ისეთი, რომელიც რაიმე სახის პრეტენზიას გამოთქვამს ვინმეს მიმართ, ადამიანს ხომ ყველა საკუთარი კრიტერიუმებით აფასებს. ვცდილობ მონაწილე საზოგადოების წინაშე მომხიბლავი ფორმით წარდგეს, რადგან მაინც პოდიუმია და მას თავისი წესები აქვს. პროექტში  „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ასე რომ, უჩვეულო მონაწილეები წელსაც მყავდა: ერთი მათგანი ნონა ხიდეშელი იყო, რომელიც ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოში ფსიქოლოგად მუშაობს, ჩვენებაზე კი სხვა ამპულაში წარდგა. მისთვის ეს საინტერესო გამოცდილება იყო, ფაქტობრივად, რასაც თეორიულად სხვას ასწავლის, იმის შესაბამისი პრაქტიკულ გამოცდილება მიიღო. ზოგჯერ პროექტში კონკრეტული ადამიანის  მონაწილეობა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. იყო ასეთი შემთხვევა, პროექტში სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძეს მონაწილეობა რომ მიეღო, ამისთვის თავდაცვის სამინისტროსთან, სადაც ის მუშაობს მოლაპარაკებები დამჭირდა. მათი წესის მიხედვით, სამინისტროს ყველაფერს ვუთანხმებდი. ამ გოგონასთან მუშაობამ უფრო დიდი ძალისხმევა მოითხოვა. მიხარია, რომ საზოგადოებამ სწორედ ჩემი პროექტის საშუალებით გაიგო ის, რომ გვყავდა პროფესიონალი სამხედრო მფრინავი გოგონა, რომელიც საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდება. მე ორ მონაწილეზე ვისაუბრე, მაგრამ სხვებიც არა ნაკლები რეგალიისა და გარეგნობის ქალბატონები იყვნენ. ეს ხომ ჩემი პრესტიჟის ამბავიცაა, რომ ყოველთვის პროფესიონალი და ღირსეული ქალბატონები შევარჩიო.  

© FB/ Nona Khidesheli (ნონა ხიდეშელი)ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

- როგორ მოულოცავ ახალ წელს ქალბატონებს?

— ქალს, პირველ რიგში ვუსურვებ იმას, რასაც მე ვაკეთებ ჩემი პროექტის ფარგლებში. წლები რაც უფრო გადის, უფრო ვფიქრობ იმაზე თუ რას აძლევს ჩემი პროექტი ქალებს? ალბათ იმის ბოლომდე აღქმას, რომ ქალი ყველაზე ლამაზი არსებაა ამ სამყაროში, რომელსაც მუდამ სურს და სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბევრსაც სწორედ ამიტომ უნდა ჩემს პროექტში მონაწილეობა. ძალიან მინდა ყველა ქალმა თავი დედოფლად შეიგრძნოს. ქალებს ვუსურვებ, რომ შინაგანი პოტენციალი, რაც თითოეულ ჩვენგანშია, ბოლომდე წარმოგვეჩინოს. მალე ახალი წელი მოდის და ვფიქრობ, რომ მამლის წელი ყველასთვის ბედნიერი და კარგი იქნება. თვითონ მამალი სიძლიერის ასოციაცის იწვევს ჩემში და ჩემი აზრით, ეს გარდატეხის წელი იქნება… 


ყველა ახალი ამბავი
0