თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძემ დიდი პაუზის შემდეგ მეუღლე გამოაჩინა ასე ართობს მამაკაცი თავის ვაჟს

8271
(განახლებულია 00:10 26.04.2021)
სამედიცინო სფეროში მოღვაწე აკა სამხარაძე ოჯახის წევრებს გადატვირთული გრაფიკის გამო დიდ დროს ვერ უთმობს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. თამო ვაშალომიძემ ქმარ-შვილის უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ ცდილობს პირველი შვილის გახალისებას ახალბედა მამა.

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს. უახლეს ვიდეოზე კი მამაკაცი ხუთი თვის ვაჟს ეთამაშება.

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა.

თამომ ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთმანეთს ერთ წელზე მეტს ხვდებოდნენ.

ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.

 

8271
თემები:
ქართველი სელებრითები (285)
კესარია აბრამიძე

„ვისი პატარა ხარ?“- კესარია აბრამიძე შეყვარებულს ცეცხლოვან ცეკვას უძღვნის - ვიდეო

815
(განახლებულია 00:08 26.04.2021)
კესარია აბრამიძე ახალ შეყვარებულს დიდ დროს უთმობს - სხვადასხვა ქალური ხრიკებით ანებივრებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს. მორიგი პიკანტური ვიდეო და სექსუალური ცეკვა

კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა და პასპორტშიც „ქალი“ უწერია.

როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება, შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება, - ამბობს ის.

აღარავინ დაობს, რომ კესარიას უამრავი ქალბატონი ბაძავს და ცდილობს პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს რათა მას დაემსგავსოს. უმშვენიერესი ქალბატონი, თავის მხრივ, ყველას მოუწოდებს ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისკენ.

სოციალურ ქსელში გულახდილობით გამოირჩევა, ამის გამო მას უამრავი მიმდევარი ჰყავს. ამჯერად კესარიამ ცეცხლოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ლამაზი ფორმები კარგად ჩანს. ფოტომოდელის შეყვარებულმა სექსუალური  ვიდეო გადაუღო. კადრებზე მამაკაცის ხმაც ისმის, რომელიც კესარიას მოფერებით პატარას უწოდებს. ფოტომოდელი კი მოხდენილად ცეკვას განაგრძობს.  TikTok-ის ტრენდებს ტელესახეც არ ჩამოუვარდება და ამჯერად მან მორიგი ნაბიჯი გადადგა. როგორ მოგწონთ კესარია აბრამიძის თამამი გადაწყვეტილება?

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.

კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში, სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს. მას კონკურსზე სამოსი ლელა წურწუმიამ გაატანა. პოპ-დივა და ფოტომოდელი ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებულად დაახლოვდნენ.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. კესარია აბრამიძე დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

 

815
თემები:
ქართველი სელებრითები (285)
ზურაბ გერმანიშვილი

მარანში ღამით შეპარული სტუმარი, კახური ღვინო და ნივრიანი ხაშლამა კოვიდისგან თავდასაცავად

2276
(განახლებულია 22:27 17.10.2020)
ოქტომბერია, გოგლა ლეონიძის სიტყვებით, “ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“. ახლა იქ გზებზე ფერადი ხალიჩაა და კახური შემოდგომა თავისკენ გიხმობს...

თელავში ბევრი რამაა სანახავი, უფრო სწორედ, ხელახლა სანახავი და იქ ჩასულ სტუმრებს ამაში ცალკეული ადამიანებიც ეხმარებიან. გერმანიშვილების, პროფესიონალი ექიმების ტრადიციულ ოჯახს ყველა იცნობს. პანდემიამდე მათ არაჩვეულებრივი სასტუმრო „ამელი“ გახსნეს. იქ ჩასულები მარტო პასიურად კი არ ისვენებენ, კახური შემოდგომის ფერხულში უშუალოდაც ებმევიან.

ჯერ ორი სიტყვა მასპინძლებზე მინდა გითხრათ, ბატონი ზურაბ გერმანიშვილი გახლავთ ნეიროქირურგი, რომელიც წლებია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს და პაციენტებში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. ასევე მისი მეუღლე, თამარ ბარამიძეც ექიმია, სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი და მარდალეიშვილის კლინიკის თავ-კისრის ონკოლოგი. მათი ვაჟი, ასლანი, მამის კვალს გაჰყვა, ნეიროქირურგია და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად საქართველოშია.

ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე
ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე

როგორც ექიმებმა, კარგად იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ფიზიკურის გარდა, სრული ფსიქოლოგიური რელაქსი განიცადოს. საკუთარი ხელით შექმნილ ედემში საამისო ყველა პირობაა: არაჩვეულებრივი გარემო, გემოვნებით მოწყობილი ლანდშაფტი და სასტუმრო, რომელიც ყოველ სეზონზე, იქ ჩასულებს, ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. სასტუროს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, მათ შორის, ბევრი ცნობადი სახეც იყო. დანარჩენს თავად ბატონი ზურაბი გვეტყვის.

სტუმრები ისრაელიდან
სტუმრები ისრაელიდან

- ბატონო ზურაბ, შემოდგომა განსაკუთრებით აქტიურია თქვენთან...

- კოვიდამდე წელიწადის არც ერთ სეზონზე არ ვუჩიოდით სტუმრების ნაკლებობას და ყველა საჭირო პირობის დაცვით, მათ ახლაც ვმასპინძლებთ. ისევე ყოველ ოქტომბერს, ახლაც, 20 ოქტომბრიდან ჩვენთან მასტერ-კლასები დაიწყება. ეს იქნება სასიამოვნო პროცესი, რომლის დროსაც ჩვენთან მოსული სტუმარი ისწავლის: ჩურჩხლის ამოვლებას, პურის ცხობას, მწვადის შეწვას, ხინკლის მოხვევას. რა თქმა უნდა, მათ საშუალება ექნებათ, რომ ჩვენს მიერ დაწურული არაჩვეულებრივი საფერავი და გამოხდილი ჭაჭა დააგემოვნონ. მოკლედ ეს იქნება სახალისო და ამასთან, შემეცნებითი ფორმის დასვენება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებას აჩუქებს. ჩვენ გვინდა სულ სხვა თვალით დანახული თელავი დაგამახსოვროთ.

სტუმრები თონეში პურს აკრავენ
სტუმრები თონეში პურს აკრავენ

- თქვენი კრეატივი, „ფოტოსესია წარსულში“ რას გულისმობს?

- მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ფოტო-სესიის მოწყობა, რომლისთვისაც სხვადასხვა საინტერესო გარემოს ეძებენ. მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის სახალისო იქნება. ჩვენთან შეიძლება ფოტოების გადაღება ძველ, რეტრო გარემოში და ამასთან ქართული ნაციონალური სამოსით. კარგად იცით, რომ ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მანდილოსნებისთვის გვაქვს ტრადიციული გრძელი კაბები და თავსაბურავები, მამაკაცებისთვის კი- ჩოხა-ახალუხი, გვაქვს ასევე ძველი ქალაქური სამოსიც, მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

ფოტოსესია
ფოტოსესია

-თქვენთან არის თონე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ხელით ჩაკრული პური დააგემოვნოს...

- დიახ, თონეც გვაქვს. თავიდან უფრთხიან ხოლმე თონეში პურის ჩაკვრას, მაგრამ უკვე მეორე მცდელობაზე ვატყობთ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ. რა ჯობია თონეში საკუთარი ხელით ჩაკრულ პურს?

ეზოში მოწყობილი თონე
ეზოში მოწყობილი თონე

- აქ გაქვთ მარანი, სადაც ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის, ბევრი გექნებათ სათქმელი...

- ჩვენთან მოსული უცხოელი სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, აქვე, რა თქმა უნდა, მათ ქართული სუფრის ტრადიციაზე ვესაუბრებით, მოგვიანებით კი, ყველაფერს უკვე თვალნათლივ ვაჩვენებთ. განსაკუთრებული ხაზგასმით ვეუბნებით (ვინც იცის, მათ ვახსენებთ) იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც 8000 წელზე უფრო ადრინდელი ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქებია აღმოჩენილი, რომ ჩვენთან ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.

ამელის მარანი
"ამელის" მარანი

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარანში განსაკუთრებით მამაკაცებს უყვართ დაყოვნება...

 - ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ცნობილი ფილმის, „ღვინის ქურდების“ ეპიზოდს გაგახსენებთ. ადრე ბალტისპირეთიდან გვყავდა სტუმრები, როდესაც ყველამ დაიძინა, მარნიდან ხმაური შემომესმა. ავდექი და რას ვხედავ?- ჩვენი ერთი სტუმარი მისულია ერთ-ერთ ქვევრთან, რომელსაც შუშა აქვს გადაფარებული და მას ახლოდან აკვირდება. მივედი და ვეკითხები: რა ხდება მეთქი? ასე მიპასუხა: ვერაფრით დავიჯერე, რომ ამ ქვევრებში მართლა ღვინო გაქვთო. მე გადავწიე შუშა და ვაჩვენე. სიცილით მითხრა: გამაგებინეთ, რა გაძინებთ ზემოთ ასე მშვიდად, როდესაც აქ ამდენი ღვინოაო?

ფოტოსესია ამელში
ფოტოსესია "ამელში"

- უკვე წარმომიდგენია, როგორც მოიქცეოდით...

- იქვე დავსხედით, ქვევრიდან ღვინო ამოვიღე და დილამდე მარანში ვიყავით. დილით მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. აქ მარტო ღვინოში არაა საქმე, მათ ჩვენგან წაღებული სითბო და იმ დღის მოგონება, დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაჰყვებათ. ისიც ეცოდინებათ, რომ ქართული სტუმართ-მასპინძლობის ამბავი ლეგენდა არ არის...

ამელის ეზო
"ამელის" ეზო

- თქვენთან ბევრი ცნობადი სახე ყოფილა სტუმრად...

- დიახ, გამორჩეული სტუმრებიც გვყავდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენს როიალზე თავისი ქართული მუსიკა ააჟღერეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან: ვაჟა აზარაშვილი და კახა ცაბაძე, მეამაყება, რომ ისინი აქედან ნასიამოვნები წავიდნენ.

რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის
რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის

- როგორც ექიმი, შექნილ ვითარებაში რას ურჩევდით ადამიანებს?

- ძალიან მიკვირს მათი, ვისაც ამ ფონზე, რაც მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენთანაცაა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ კოვიდის არსებობაში. ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო, რომ გაითვალისწინონ ჩემი კოლეგა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ჩვენს სასტუმროშიც მათ ზედმიწევნით მკაცრად ვიცავთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა...

ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე
ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე

- რაიმე, განსაკუთრებული კახური რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა მაქვს, პროფილაქტიკისთვის ყველას ორას გრამ წითელ ღვინოს და ნივრიან ხაშლამას ვთავაზობთ. საერთოდ კი, მე, როგორც ნეიროქირურგი გირჩევთ, გონება გაათავსუფლონ ნეგატიური აზრებისგან, ატარეთ დამცავი პირბადეები და უარი თქვით ხელოვნური, შინაგანი ნიღბებისგან, რაც ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით...

 

2276
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

0
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

0