თამუნა გვაძაბიას ვოიაჟი - ადგილი, სადაც არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელს ასწავლიდა

© Courtecy by Tamuna Gvadzabiaთამუნა გვაძაბია
თამუნა გვაძაბია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამუნა გვაძაბია პროფესიით ბიზნეს იურისტია და თი-ბი-სი ბანკის ფოთის N2 ფილიალში მუშაობს გაყიდვების კოორდინატორად. ამბობს, რომ მოგზაურობა ცხოვრების გაფერადებაში ეხმარება.

თამუნამ ოთხი ენა იცის და მსოფლიოს 24 ქვეყანაშია ნამყოფი. გამორჩეულად უყვარს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია. თვლის, რომ ამ ქვეყნებში სანახაობებთან ერთად მძაფრად იგრძნობა ხალხის კულტურას. თამუნა საკუთარი ვოიაჟის შესახებ „Sputnik საქართველოს“ ესაუბრა.

— მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ფერადი დღეებია. ყოველი ახალი ვოიაჟის დაწყებას სიხარულით ვხვდები, რადგან ეს მაძლევს შესაძლებლობას ახალი თვალით შევხედო სამყაროს. რაც დროს გადის ვრწმუნდები, რომ თუ გინდა სწრაფად განვითარდე უნდა იმოგზაურო.

© Courtecy by Tamuna Gvadzabiaთამუნა გვაძაბია
თამუნა გვაძაბია - Sputnik საქართველო
თამუნა გვაძაბია

- პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ…

— პირველად საბერძნეთი მოვინახულე. ეს არის ქვეყანა, სადაც არაჩვეულებრივი კუნძულები და საოცარი ადგილებია. წარმოიდგინეთ ავღმოვჩნდი ისეთ ადგილებში, სადაც არისტოტელე ასწავლიდა ალექსანდრე მაკედონეს, კუნძულ კრეტაზე, რომელიც ბუნების სასწაულია. შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ეს ქვეყანა, რომელიც სავსეა კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით.

- დაახლოებით რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი და მათგან რომელს გამოარჩევდით?

— 24 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს კიდევ არაერთი საინტერესო ქვეყნის მონახულებას შევძლებ. გამორჩეულად მიყვარს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია, რადგან სანახაობებთან ერთად გრძნობ ხალხის კულტურას.

- მოგზაურობის დროს თქვენი ყველაზე სასურველი პარტნიორი ვინ არის?

— მე უპირატესობას ვანიჭებ ოჯახთან ერთად მოგზაურობას, რადგან მოგზაურობა ადამიანურ ურთიერთობებს უკეთესობისკენ ცვლის.

© Courtecy by Tamuna Gvadzabiaთამუნა გვაძაბია
თამუნა გვაძაბია - Sputnik საქართველო
თამუნა გვაძაბია

- რამე თავგადასავალს ხომ არ გაიხსენებთ, რაც მათთან ერთად გადაგხდათ?

— პირველად როცა მოვხვდი ლუვრში ყველა ქანდაკებასთან ვიღებდი ფოტოს. ჩემი ძმა გადაიღალა ფოტოების გადაღებით. ერთ-ერთ პედისტალთან ფრანგული წარწერა იყო ქანდაკებებს შორის. მე რათქმა უნდა არვიცოდი მაშინ ფრანგული და მონდომებით დავიწყე კითხვა. ძმა დამეხმარა და ამიხსნა წარწერა ფრანგულად „თუ გსურთ გადაიღოთ ფოტო ადით პედისტალზე და მიიღეთ ქანდაკების ფორმა“. მეც რა თქმა უნდა გახარებული ავედი და მივიღე ქანდაკების ფორმა, წელში ფართოდ გავიშალე და სასიამოვნო სახე მივიღე. თურმე ჩემი ძმა მეხუმრა, პედისტალს სინამდვილეში ეწერა „ნუ შეეხებით“. ვხედავ, რომ ყველა მხრიდან მორბიან დაცვის თანამშრომლები და სასწრაფოდ ჩამომიყვანეს პედისტალიდან. აი, ამ დღის შემდგომ გადავწყვიტე ფრანგული მესწავლა.

- ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი, რაც ცხოვრებაში გინახავთ…

— ვატიკანი არის ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

- საქართველოში რომელ ადგილს გამოარჩევდით?

— საქართველოში გერგეთის სამებას გამოვარჩევდი, სადაც გრძნობ ბუნების სიდიადეს. ისეთი განცდა გაქვს თითქოს ახლოს ხარ ღმერთთან.

© Courtecy by Tamuna Gvadzabiaთამუნა გვაძაბია
თამუნა გვაძაბია - Sputnik საქართველო
თამუნა გვაძაბია

- მთის კურორტები გიზიდავთ, ზამთრის, თუ ზაფხულის?

— მიყვარს ბუნების ყველა დრო. ამიტომ შვეიცარის ალპებშიც ისეთივე სიამოვნებით ვისვენებ, როგორც სარდინიის კუნძულებზე.

- ქვეყანა სადაც არასოდეს მოგბეზრდებათ წასვლა…

— ერთადერთი ქვეყანა სადაც არასდროს ვიტყვი წასვლაზე უარს არის დიდი ბრიტანეთი. ქვეყანა, სადაც შეგიძლია ნებისმიერ ასაკში გახდე სტუდენტი, ქვეყანა სადაც შეგიძლია აღმოჩნდე ადგილებში, სადაც ერთ დროს პრინცები და პრინცესები დადიოდნენ. დალიო ყავა ბუკინგემის სასახლეში, მოინახულო შთამბეჭდავი პარკები. სადაც შეგიძლია დაიღალო მუზეუმში სერინობით და საათობით ათვალიერო დავინჩის, პიკასოს ნახატები.

ისეთი განცდა გაქვს თითქოს მთელი მსოფლიოს კულტურა ერთ სირვცეშია მოქცეული. ირგვლივ კი საქმიანად ჩაცმული ადამიანები ჩქარა მოძრაობენ, თითქოს ყველა სადღაც მიიჩქარის. გრძნობ ქვეყნის მაჯისცემას.

© Courtecy by Tamuna Gvadzabiaთამუნა გვაძაბია
თამუნა გვაძაბია - Sputnik საქართველო
თამუნა გვაძაბია

- არის ისეთი ქვეყანა სადაც თვლით, რომ აღარასოდეს წახვალთ?

— არ არსებობს ქვეყანა, რომლის ნახვაზეც უარს ვიტყოდი. ყველა ქვეყანას დიდსა თუ პატარას, განვითარებულს თუ განვითარებადს აქვს თავისი ხიბლი.

- გაიხსენეთ ყველაზე უცნაური ტრადიცია, ან კანონი, რომელიც საზღვარგარეთ შეგხვედრიათ.

— უცნაურის რა მოგახსენოთ. ყველაზე კარგი ტრადიცია, რომელიც სასურველია ყველა ქვეყანამ დააკოპიროს არის საფრანგეთში მისალმების ტრადიცია. აქ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ესალმებიან, უღიმიან და დადებით ემოციებს გადასცემენ ერთმანეთს.

- როგორ მოგზაურობაზე ოცნებობთ?

— ძალიან მინდა ვნახო აზიის ქვეყნები იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი.

© Courtecy by Tamuna Gvadzabiaთამუნა გვაძაბია
თამუნა გვაძაბია - Sputnik საქართველო
თამუნა გვაძაბია

- არის ქვეყანა სადაც დაუფიქრებლად წახვიდოდით საცხოვრებლად?

— მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც მინდა, რომ ვიცხოვრო.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რას მოინახულებთ იქ?

— ლონდონისა და პარიზის მონახულებას ვგეგმავ უახლოეს პერიოდში. მინდა უბრალოდ ამ ქალაქებში უსასრულოდ ვიხეტიალო ფეხით.

 

ყველა ახალი ამბავი
0