თამუნა ექვთიმიშვილის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო და რჩევები ახალბედა მოგზაურებს

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანში სიახლეებისა და თავგადასავლების ძიების სურვილთან ასოცირდება. მოგზაურობის სურვილი ერთგვარი აზარტია. ერთხელ წახვალ და იმდენად გიმძაფრდება დაუსრულებლად მოგზაურობის სურვილი, რომ ვეღარ ჩერდები...

თამუნა ექვთიმიშვილი ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს პროდუქტების განვითარების მენეჯერია. თამუნას შემთხვევაში პროფესიის არჩევა მოგზაურობის სიყვარულმა განაპირობა. მან „Sputnik საქართველოს“ მოგზაურობის დროს განცდილი შთაბეჭდილებები და მიღებული გამოცდილება გაუზიარა.

— ბავშვობიდან ვოცნებობდი ბევრი მემოგზაურა. სტუდენტობის დროს ვცეკვავდი თსუ-ის ანსამბლ „უნივერსიტეტში“, ამიტომ  ხშირად მიწევდა მოგზაურობა. მოგზაურობის სიყვარულმა განაპირობა პროფესიის არჩევაც, რამდენიმე წელია ტურიზმის სფეროში ვარ დასაქმებული და ეს საქმე დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს.  

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ექვთიმიშვილი

- რამდენად მნიშვნელოვანია მოგზაურობა ადამიანის ცხოვრებაში? 

— მოგზაურობა არის საინტერესო მოგონებების და თავგადასავლების შეგროვების ძალიან კარგი საშუალება. დასვენების და განტვირთვის გარდა, ამ დროს სწავლობ და შეიგრძნობ ბევრ სიახლეს. იძენ ახალ უნარებს, ფართოვდება შენი თვალსაწიერი, ხდები უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი.  

- თქვენი პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ…

— ჩემი პირველი მოგზაურობა 18 წლის ასაკში იყო, როცა ანსამბლთან ერთად  სტამბულში გავემგზავრე. დღემდე მახსოვს ჩემი შეგრძნებები ბოსფორის სრუტის დანახვისას. ამ ქალაქმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა,  დღემდე შეყვარებული ვარ და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ. თვითონ ქალაქთან ერთად ძალიან მომწონს სტუმართმოყვარე და კომუნიკაბელური ხალხი, სტამბულში თავს უცხოდ არასდროს იგრძნობ. 

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ექვთიმიშვილი

- როგორი ტიპის ქვეყნები გიზიდავთ? 

— ამ ბოლო დროს უფრო აზის და ზოგადად, ეგზოტიკური ქვეყნები მიზიდავს. იქ მეტი სიახლის  აღმოჩენის საშუალება გაქვს.  მალდივებზე დასვენებას ვოცნებობ. 

- ქვეყნებიდან სადაც ნამყოფი ხართ, ყველაზე მეტად რომელმა მოგხიბლათ და გაგაოცათ?

— მიჭირს გამოვარჩიო, თუმცა, ბოლოს რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილობა მოახდინა, არის საბერძნეთში ულამაზესი კუნძული კრეტა საოცარი სანაპიროებით, ზღვისპირა ტავერნებით, მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტებით, ზღაპრული შუასაუკუნეების ქუჩებითა და სახლებით, ულამაზესი კაფეებით, ამ ყველაფრის კომბინაციამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. 

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ექვთიმიშვილი

- ადგილი, საიდანაც გაოცებული წამოხვედით… 

— ასეთი ადგილი საქართველოში ვნახე. სვანური კოშკები მესტიაში და მწვერვალი თეთნულდი იყო ის, რამაც სუნთქვის შეკვრამდე გამაოცა. იქ ყოფნის განმავლობაში გაოცებული ვუყურებდი ამ სილამაზეს. ყველას ვურჩევ, აუცილებლად მოინახულონ ეს მხარე. მართალია ეს საქართველოა, მაგრამ თითქოს სულ სხვა სამყაროა. სვანეთში საოცარი ბუნების გარდა, კომფორტულად დასვენების პირობებიცაა შექმნილი.

- მოგზაურობას ყოველთვის თან ახლავს თავგადასავლები, გაუთვალისწინებელი შემთხვევები. რაიმე თავგადასავალს, კურიოზს, ხომ არ გაიხსენებთ? 

— ბოლო კურიოზი რაც მახსენდება  დუბაიში იყო. ტაქსიში მარტო, თან ცოტა დაძაბული ვიჯექი  და რატომღაც ვიფიქრე, რომ ტაქსი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა მაგისტრალზე და ისეთი პანიკა ავუტეხე ტაქსის მძღოლს, რომ ძლივს მამშვიდებდა, ბოლოს ძალიან შემრცხვა სასურველ ადგილას რომ დამტოვა. თუმცა, არ მქონდა არანაირი შიშის მიზეზი, დუბაი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია მთელს მსოფლიოში.

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ექვთიმიშვილი

- ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მენეჯერი ხართ. თქვენი რჩევები საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის. როგორ უნდა დაგეგმონ ტური საზღვარგარეთ, რომ იაფიც იყოს და საინტერესოც?

— ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს თანამშრომელი  უკვე სამი წელია ვარ. ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის ვურჩევთ წინასწარ დაგეგმონ საკუთარი მოგზაურობა. ადრეული ჯავშანი იაფად დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა, განსაკუთრებით  ზაფხულის სეზონისთვის, როცა ფასები თითქმის ორმაგდება. ამიტომ წლის დასაწყისშივე თუ დაიწყებთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას, მარტივად შეძლებთ სეზონზე თქვენთვის სასურველ ადგილას იაფად დასვენებას.

- რა უპირატესობები აქვს ტურისტული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ტურს?

— ადამიანები მთელი წელი ელოდებიან იმ მომენტს, რომ დაისვენებენ და სამოგზაუროდ წავლენ, ამიტომ ტურისტული კომპანიის ოპერატორების დახმარებით მომხმარებელს უფრო მარტივად და მშვიდად შეუძლია დაგეგმონ სასურველი მიმართულება, განსაკუთრებით როცა მგზავრი დაბნეულია და არ იცის რა უნდა, ტურისტულის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს კონკრეტულ დროს, საუკეთესო ვარიანტი, საუკეთესო ფასად მიიღოს. 

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ექვთიმიშვილი

- ამ ეტაპზე ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კურორტი რომელია? სად ურჩევ დასვენებას ქართველ მოგზაურებს?

— ზაფხულის სეზონზე რთულია დაბალბიუჯეტიანი კურორტების შერჩევა. ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორებიცაა თურქეთი და ეგვიპტე, უკვე შეემატა საბერძნეთის საზღვაო კურორტები, სადაც უკვე ხელმისაწვდომი ფასებით და პირდაპირი ფრენებით, ქართველ ტურისტებს შეუძლიათ იმოგზაურონ და დაისვენონ. ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა საკურორტო დაბალბიუჯეტიანი მიმართულება  კვიპროსი,  სადაც ქართველი ტურისტები ქუთაისიდან „ვიზეარის“ საშუალებით ძალიან იაფად მიემგზავრებიან.

დღეს უკვე ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ეგზოტიკური მიმართულებები, როგორებიცაა: გოა, შრი-ლანკა, ტაილანდი, ინდონეზია, მალდივები. ქართველ მომხმარებლებს ვურჩევდი გამოიყენონ ეს შანსი, რადგან ბევრს ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მიაჩნია ამ მიმართულებებზე ფიქრი.

- არსებობს საიტები, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან თავმოყრილია მოგზაურები და ისინი გმასპინძლობენ უფასოდ, სანაცვლოდ, ისინი შენს ქალაქში ჩამოდიან და შენ მასპინძლობ. რამდენად კომფორტული და სანდოა მსგავსი საიტები? 

— ასეთი საიტებით ძალიან ბევრი ადამიანი  მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მე პირადად არ გამომიყენებია, მაგრამ ჩემი რამდენიმე მეგობარი აქტიურად იყენებს და შემდეგ ძალიან სახალისო და საინტერესო ისტორიებს ყვებიან. თუ მეგობართან ერთად მოგზაურობ და გიყვარს თავგადასავლები, საკმაოდ საინტერესო პროცესია, რომელიც ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებასაც იძლევა.

© თამუნა ექვთიმიშვილის პირადი არქივითამუნა ექვთიმიშვილი
თამუნა ექვთიმიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ექვთიმიშვილი

- დღესდღეობით რამდენად მარტივია მოგზაურობა და რა შეიცვალა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ? 

— დღეს მოგზაურობა ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია. მთავარია სურვილი, უკვე მცირე ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი მოგზაურობა. უვიზო მიმოსვლამ კიდევ უფრო გაამარტივა მოგზაურობა ევროპაში, ამის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ევროპის მიმართულებით. 


ყველა ახალი ამბავი
0