საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები

ოქტომბერში ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი სწავლება გაიმართება

60
ხუთშაბათს გაიმართა პირველი ონლაინ-სხდომა, სადაც წვრთნების საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სამხედრო წვრთნებს Eternity-2021 4-8 ოქტომბერს გამართავენ, იუწყება Twitter-ში თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, 8 ივლისს გაიმართა პირველი ონლაინ-სხდომა, სადაც წვრთნების ორგანიზაციის დაგეგმარებაზე იმსჯელეს.

სად გაიმართება წვრთნები, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

პირველად სწავლება Eternity 2014 წელს გაიმართა, ბოლოჯერ - 2019 წელს ბაქოში. საქართველო აღნიშნულ წვრთნებს 2019 წლიდან შეუერთდა.

60
სომხეთი. მთა არარატი

რატომ არ ისვენებენ ქართველები სომხეთში

17
სწორედ დაბალი ინფორმირებულობის გამო ქართველები ხშირად არ განიხილავენ მეზობელ რესპუბლიკას ტურისტულ მიმართულებად.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები არ განიხილავენ სომხეთს ტურისტულ მიმართულებად, რადგან მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ, აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.

„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში თბილისი-ერევანი ვიდეოხიდის დროს „ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში პანდემიის ფონზე" გედევანიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ სტუმრობენ ქართველები სომხეთს, როგორც ტურისტები.

„ქართველები არ მიემგზავრებიან არა იმიტომ, რომ არ არიან დაინტერესებული, არამედ იმიტომ, რომ არ იციან სად შეიძლება წასვლა. ერევნამდე მხოლოდ სამი საათის სავალია, მაგრამ არცერთ ჩვენს ტურისტს სომხეთში წასვლა არ უფიქრია, რადგან ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა გედევანიშვილმა.

Ия Гедеванишвили - начальник департамента по связям с общественностью Ассоциации туризма Грузии GTA
© Sputnik / Vladimir Umikashvili
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში არსებობს საოცარი გასტრონომიული ტურები და თავადაც ხშირად სტუმრობდა ამ ქვეყანას, მაგრამ პრობლემა არის რეკლამის არარსებობა.

გედევანიშვილის თვალსაზრისს დაეთანხმა სპიკერი ერევნიდან, სომხეთის ტურიზმის ფედერაციის საბჭოს წევრი, ტურისტული კომპანია Armenia Travel-ის დამფუძნებელი მარინა კრპეიანი.

კრპეიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს ფედერაციის წარმომადგენლებთან განიხილავს.

17
თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები

ბაქო და ანკარა ერთობლივი თურქული არმიის შექმნას აპირებენ

53
(განახლებულია 13:05 28.07.2021)
თურქეთის, აზერბაიჯანისა და პაკისტანის პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი შეხვედრა ბაქოში გუშინ გაიმართა

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თურქეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთობლივი თურქული არმიის შექმნის შესახებ, წერს Sputnik აზერბაიჯანი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე  მუსტაფა შენთოფის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც შენთოფმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

„ჩვენი იდეაა — „ერთი ერი — ორი სახელმწიფო“. და ასე იქნება ყოველთვის. ამასთან დაკავშირებით ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და ბევრი შეთანხმება გაფორმდა“, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე განჯაში.

ბაქოში სამშაბათს აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის პარლამენტების სპიკერების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ბაქოს დეკლარაციას მოეწერა ხელი.

როგორც შენთოფმა აღნიშნა, სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების მორიგი შეხვედრა 2022 წელს გაიმართება ისლამაბადში და შესაძლოა „სამმხრივი ფორმატიც შეიქმნას“.

53
თემები:
საერთაშორისო პანორამა
აერპორტის მოფრენის დარბაზი

ევაკუაცია თბილისის აეროპორტში: ნაპოვნია საეჭვო საგანი

0
თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაპოვნია მიტოვებული ჩანთა და აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მიტოვებული ჩანთის გამო თბილისის აეროპორტში შენობის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების მონაცემებით, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაპოვნია მიტოვებული ჩანთა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე გამნაღმელები მუშაობდნენ. დათვალიერების შემდეგ საეჭვო ნივთები არ აღმოუჩენიათ და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

 

0