მგლების ხროვა მოზარდებს დაესხა თავს – ორი მათგანი სერიოზულად დაშავდა

© Sputnik / Levan Avlabreliმგელი
მგელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
მტაცებლები თავს დაესხნენ ბავშვებს, რომლებიც სკოლიდან შინ ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთს ჭრილობა ლოყაზე აქვს, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მგლების ხროვა სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

მგელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა

მტაცებლების თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა ორი არასრულწლოვანი – ბიჭი და გოგონა – და ორი მოზრდილი. მოზარდები ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

გოგონას მდგომარეობა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა და ის მალე გაწერეს სახლში, ბიჭს კი ჭრილობა ლოყაზე აქვს. ის სამკურნალოდ ქალაქ ნახიჩევანში გაგზავნეს.

მგლების თავდასხმის ბოლო შემთხვევა აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. მაშინ მტაცებლების ხროვა თავს დაესხა ცხვრის ფარას, სადაც 30 ცხვარი დაგლიჯეს, კიდევ რვა დააზიანეს.

ყველა ახალი ამბავი
0