აზერბაიჯანში რუსული პრეპარატ „სპუტნიკV"-თი ვაქცინაცია დაიწყო

© AFP 2024 / JUAN MABROMATAრუსული პრეპარატი „სპუტნიკV"
რუსული პრეპარატი „სპუტნიკV - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
აზერბაიჯანის ყველა სრულწლოვან ადამიანს, რომელსაც არ აღენიშნება რაიმე თანმდევი დაავადება, შეუძლია აიცრას რუსული პრეპარატით „სპუტნიკV"

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის მოქალაქეები 18 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რუსული წარმოების პრეპარატით „სპუტნიკ V" ჩაიტარებენ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„სპუტნიკV"-თი ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც არ აღენიშნება რაიმე თანმდევი დაავადება. პრეპარატის მიღება ბაქოს გამაჯანსაღებელ ცენტრშია შესაძლებელი.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანმოს „სპუტნიკ V“-ს სწრაფად აღიარებისკენ მოუწოდა

2021 წლის მარტში აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV". ერთი თვის შემდეგ აზერბაიჯანმა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რესპუბლიკა პრეპარატის 100 ათასზე მეტი დოზას მიიღებს. მაისში კი აზერბაიჯანმა ვაქცინის პირველი პარტია - 40 ათასი დოზა მიიღო, თვის ბოლომდე კი ქვეყანა პრეპარატის დამატებით პარტიას მიიღებს.

კოორნავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთში 2020 წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირეს. ვაქცინის ეფექტურობა, სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით, 91,6%-ს შეადგენს. ეს დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„სპუტნიკ V" რეგისტრირებულია 65-ზე მეტ ქვეყანაში, რომელთა მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 3,2 მილიარდ ადამიანს აღემატება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით „სპუტნიკ V"-თი აიცრა უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსული პრეპარატით ვაქცინაცია 20-ზე მეტ ქვეყანაშია დაწყებული.

ყველა ახალი ამბავი
0