აზერბაიჯანში მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული

© AFP 2024 / TOFIK BABAYEVვაქცინაცია აზერბაიჯანში
ვაქცინაცია აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ქვეყანაში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, ვაქცინაცია კომპანია Sinovac-ის ჩინური პრეპარატი CoronaVac-ით ხორციელდება.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 1.177.087 ადამიანს შეადგენს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ვაქცინის პირველი დოზა 758.275-მა ადამიანმა მიიღო, მეორე დოზა – 418.812-მა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23.538-მა ადამიანმა გაიკეთა.

ერთ დღეში პირველი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 18.956 ადამიანი შეადგინა, მეორე დოზა კი 4.582-მა ადამიანმა მიიღო.

2020 წლის 18 თებერვლიდან დღემდე მთლიანობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 285.993 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 250.708 ადამიანი, გარდაიცვალა 3.915 პაციენტი. განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 31.370 ადამიანი გადის.

ქვეყანაში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, ვაქცინაცია კომპანია Sinovac-ის ჩინური პრეპარატი CoronaVac-ით ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0