„გაზპრომი“

აზერბაიჯანმა დაასახელა გაზის ტრანზიტის მოცულობა, რომელსაც საქართველო რუსეთიდან მიიღებს

122
ადრე რუსეთის მედია „გაზპრომ ექსპორტზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსული ბუნებრივი აირი საქართველოში სამი უახლოესი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოვა

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის ტეროტორიის გავლით შემოსული რუსული გაზის მოცულობა 150 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, განუცხადა Sputnik-აზერბაიჯანს SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ იბრაგიმ ახმედოვმა.

მისი თქმით, SOCAR-სა და „გაზპრომს ექსპორტს“ შორის ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი თვის განმავლობაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის განცხადებით, მაგისტრალურ მილსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“ დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ მიმართა აზერბაიჯანს თხოვნით, გაატაროს მისი გაზი საქართველოში. როგორც SOCAR-ის ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად აზერბაიჯანიდან საფასურის სანაცვლოდ საქართველოში განხორციელდება რუსული გაზის დროებითი ტრანზიტი.

122
ბაქოს პოლიცია

აზერბაიჯანმა საქართველოს ძებნილი გადმოსცა

54
(განახლებულია 15:27 16.04.2021)
აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელმაც ავტოავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს აზერბაიჯანის მოქალაქე გადმოსცა, რომელზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“

მინსკის კონვენციის შესაბამისად, რომლის მომხრეც ბევრი ქვეყანაა, საქართველომ აზერბაიჯანს ილიას ალიევის გადმოცემა მოსთხოვა, რომელზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

გამოძიების მასალების თანახმად, 2018 წლის 23 მაისს ალიევმა მარნეული–ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რუსთავის სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იგი სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“) დამნაშავედ ცნეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ იგი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ოთხი თვის შემდეგ დამნაშავე აზერბაიჯანმა მეზობელ სახელმწიფოს გადმოსცა.

54
ვაქცინაცია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული

56
(განახლებულია 15:24 12.04.2021)
ქვეყანაში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, ვაქცინაცია კომპანია Sinovac-ის ჩინური პრეპარატი CoronaVac-ით ხორციელდება.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 1.177.087 ადამიანს შეადგენს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ვაქცინის პირველი დოზა 758.275-მა ადამიანმა მიიღო, მეორე დოზა – 418.812-მა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23.538-მა ადამიანმა გაიკეთა.

ერთ დღეში პირველი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 18.956 ადამიანი შეადგინა, მეორე დოზა კი 4.582-მა ადამიანმა მიიღო.

2020 წლის 18 თებერვლიდან დღემდე მთლიანობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 285.993 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 250.708 ადამიანი, გარდაიცვალა 3.915 პაციენტი. განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 31.370 ადამიანი გადის.

ქვეყანაში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, ვაქცინაცია კომპანია Sinovac-ის ჩინური პრეპარატი CoronaVac-ით ხორციელდება.

 

56
მიხეილ ცაგარელი

„ძალიან ვცემდი, რეანიმაციაში წაიყვანეს, ძლივს გადაარჩინეს...“ - მიხეილ ცაგარელი პირადზე

0
(განახლებულია 15:37 17.04.2021)
მიხეილ ცაგარელმა საკუთარი ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ ასტროლოგს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იხსენებს, რომ ბავშვობაში მოჩხუბარი ბავშვი იყო. როგორც ცაგარელმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა, თუ ვინმე გააბრაზებდა, წყობიდან ძალიან გამოდიოდა.

„ზოგადად კურო ყველაზე მშვიდი ნიშანია, თუმცა თუ წონასწორობიდან გამოვიდა მტრისას. იქ კონტროლი უკვე აღარ აქვს, არც ვერძი, არც მორიელი, ვერავინ ვეღარ დაუდგება წინ. ეს მომენტი მეც მქონდა ადრე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ასტროლოგია. ვვარჯიშობდი ყოველთვის, ვიყავი წყალბურთებული, მოცურავე. მქონდა სამი ასეთი შემთხვევა სკოლაში – ბავშვებს ჩხუბის შედეგად ვახრჩობდი ფაქტობრივად. ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს სამივე და ძლივს გადაარჩინეს. ჩემი ბრალი არ იყო, იმათი პროვოცირებული იყო. ეს იყო მეექვსე კლასამდე. მეექვსე კლასის მერე მე არ მიჩხუბია“,- განაცხადა ცაგარელმა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები