თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (რუსეთის მხრიდან) 2 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი გზის გახსნას ელოდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
გაზრდილი ზვავსაშიშროების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა მესამე დღეა აკრძალულია.
როგორც რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო საკითხების ატაშე არამ ტანანიანი აცხადებს, „ზემო ლარსზე“ ამჟამად თოვს, ძლიერი ქარია, სატვირთოები თოვლით დაიფარა. მან აღნიშნა, რომ ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.
ადრე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება კვლავ მაღალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, წერს Sputnik-სომხეთი.
მისი სიტყვებით, ოპოზიციასთან შეთანხმება საჭიროა საზოგადოებრივი სოლიდარობის აღსადგენად.
„ჩვენ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც საზოგადოებრივი სოლიდარობის აღდგენის საშუალებას. არჩევნები ამ საკითხის მოგვარების მექანიზმია, ხალხისთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობაა, რათა აზრის გამოხატვა შეძლონ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც სამთავრობო თუ ოპოზიციურ მიტინგებში მონაწილეობის დრო აქვთ, არამედ ყველამ“, - დასძინა ფაშინიანმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელებს გაუგზავნა მოსაწვევები და აღნიშნული საკითხის განსახილველად უახლოეს მომავალში მათთან შეხვედრას გეგმავს.
მორიგი საპროტესტო აქციები ერევანში რუსი „ისკანდერების“ შესახებ ფაშინიანის გაუფრთხილებელი გამონათქვამის შემდეგ დაიწყო. მან თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დროს მოწოდებული ტექნიკა გაუმართავი იყო.
მასმედიის მონაცემებით, სომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ დასცინა პრემიერს, რის გამოც ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებაც მოამზადა, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე მიმართვა გაგზავნა. მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ სარქისიანს იმპიჩმენტით დაემუქრა.
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა ეს შეაფასა, როგორც გადატრიალების მცდელობა და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ამასობაში ოპოზიციამ პარლამენტთან ბარიკადები აღმართა და კარვები გაშალა. ისინი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ არიან განწყობილი და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანული ლოუკოსტერი Buta Airways იწყებს სპეციალურ რეისებს საქართველოს დედაქალაქში. პანდემიის პერიოდში პირველი ფრენა ბაქო–თბილისი–ბაქო 19 მარტს შესრულდება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
ფრენები ამ მარშრუტით კვირაში სამჯერ – სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
Buta Airways აზერბაიჯანის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, წარმოადგენს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დაფუძნებულია 2016 წლის დეკემბერში. პირველი რეისი შეასრულა 2017 წლის 1 სექტემბერს. ავიაკომპანიის ფლოტი Embraer-ის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება. ავიაკომპანიის ბაზა არის ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.
ბაქო–თბილისი–ბაქოს რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე ავიაკომპანიის ოფიციალურ სააგენტოებში.
ბაქო–თბილისის მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ:
თბილისიდან ბაქოს მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ:
პარტნიორი კლინიკების ქსელის გაფართოების შემთხვევაში კლინიკების ჩამონათვალი განახლდება.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, ბაქოში ავიარეისებით ჩასული მგზავრები ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებენ.
ორივე მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტესტი კორონავირუსზე რეისის გაფრენამდე 48 საათის განმავლობაშია მოქმედი.
ცნობილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში სასიხარული ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, მისმა საყვარელმა ძაღლმა ბუბუმ სიყვარული იპოვა. მაიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ძაღლების წყვილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნა.
მაია ასათიანს ორი ძაღლი ჰყავს - ბუბუ და ჰასკი დუდი. ცნობილმა ტელეწამყვანმა ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტი წერდა, რომ მისი ძაღლი თუთა დაიღუპა, ამის მიზეზი კი ეზოში მომხდარი შემთხვევა გახდა. „ეზოში დიდ ძაღლს დაუყეფა და იმან დაგლიჯა“, - დაწერა მაია ასათიანმა.
View this post on Instagram
პოპულარული ჟურნალისტი ბოლო დროს სამ ძაღლთან და თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა. თუთა, დუდი და ბუბუ მაიას „ინსტაგრამის“ „სთორების“ მთავარი გმირები იყვნენ. ასათიანის სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და თუთიყუში დომინირებს.
View this post on Instagram
მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.