კარისკენ მიუთითა: სომეხმა მღვდელმსახურმა პრემიერს ხელი არ ჩამოართვა – ვიდეო

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsნიკოლა ფაშინიანი
ნიკოლა ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთში ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ დრომდე მართავენ საპროტესტო აქციებს ნიკოლა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის ქალაქ სისიანის (სიუნიქის პროვინცია) ეკლესიის მღვდელმსახურმა უარი უთხრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანს ხელის ჩამორთმევაზე, შემდეგ კი ტაძრის დატოვება მოსთხოვა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიუნიქის პროვინციის საზღვრისპირა ტერიტორიების მოსახლეობამ ე.წ. „სიუნიქის კარიბჭეს“ მიაშურა, რათა ფაშინიანის კორტეჟი შეეჩერებინათ, მაგრამ მათ სამართალდამცველებმა გადაუჭრეს გზა.

ინტერნეტით ვრცელდება მღვდელმსახურსა და პრემიერ-მინისტრს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო. კადრებში ჩანს, როგორ ანთებს ნიკოლა ფაშინიანი სანთელს, შემდეგ კი მღვდელმსახურისკენ მიდის მისასალმებლად და ხელს უწვდის მას, თუმცა ტაძრის მსახური უარს ამბობს ამაზე და ხელის მოძრაობით ანიშნებს კარისკენ.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს ქვეყანაში მიტინგებს და ნიკოლა ფაშინიანის გადაგომას მოითხოვს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე სამმხრივ შეთანხმებაზე ხელის მოწერის გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0