ჩეჩნეთის მთები

მეხუთე მიწისძვრა 24 საათში: ჩეჩნეთში ბიძგები გრძელდება

201
ჩეჩნეთში მომხდარი მიწისძვრების სერიაში ყველაზე მძლავრი იყო პირველი, 5,6 მაგნიტუდის ბიძგი, რომელიც თბილისის დროით 01:30 საათზე დაფიქსირდა.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ჩეჩნეთში ერთ დღე-ღამეში ზედიზედ მეხუთე მიწისძვრა მოხდა, ბოლოჯერ მიწისქვეშა ბიძგები 2,9 მაგნიტუდის სიმძლავრით თბილისის დროით 17:36 საათზე დაფიქსირდა, აცნობეს РИА Новости-ს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურში.

პირველი ყველაზე მძლავრი მიწისქვეშა ბიძგები - 5,6 მაგნიტუდის - თბილისის დროით 01:30 საათზე დაფიქსირდა.

კვირას ბიძგები 4,1 ბალის სიმძლავრით 15:40 საათზე განმეორდა, შემდეგ 16:08 საათზე მოხდა 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, 17:05 საათზე - 3,8 მაგნიტუდის.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 13 დეკემბერს, მოსკოვის დროით 16:36 საათზე 2,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ურუს-მარტანოვის რაიონში იყო“, - განაცხადეს სამინისტროში და დააზუსტეს, რომ ეს ბოლო 24 საათში მეხუთე მიწისძვრა იყო.

ოპერატიულმა მორიგე ცვლამ რაიონებიდან მიღებული ინფორმაცია გადაამუშავა. მიწისქვეშა ბიძგების რაიმე შედეგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

201
გზა ზამთარში

„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას

74
გუდაური-კობის ზვავსაშიში გზის შემოვლითი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა საქართველოს სამხედრო გზატკეცილზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ხელსაყრელია არა მხოლოდ ქართული მხარისთვის, არამედ სომეხი გადამზიდავი კომპანიებისთვის

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველო წელს იწყებს მასშტაბური პროექტის რეალიზებას, რომელიც „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისკენ და ამ მიმართულებით დაუბრკოლებელი სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. იუწყება Sputnik-სომხეთი.

საუბარია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზატკეცილის გუდაური-კობის სახიფათო მონაკვეთის შემოვლით ახალ, ქვეშეთი-კობის გზაზე. პროექტით გათვალისწინებულია 22,7 კილომეტრიანი გზის, ასევე, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა.

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლილიტ გრიგორიანმა Sputnik-სომხეთის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთიდან და სომხეთისკენ ტვირთის მოძრაობის შემსუბუქებას.

„ქვეშეთი-კობის რეკონსტრუქცია და გვირაბის მშენებლობა სომხეთიდან რუსეთში და უკან ტვირთის გადაზიდვას გაამარტივებს და უფრო უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა გრიგორიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სომხეთში იმედოვნებენ, რომ გზა წლის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იმუშავებს.

პროექტის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის, Sputnik-სომხეთის კორესპონდენტთან ისაუბრა ასევე საქართველოს საერთაშორისიო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გია წიფურიამ.

„პროექტი ორ ლოტადაა დაყოფილი, გზა იქნება ასფალტ-ბეტონის. გარდა ამისა, გუდაური-კობის მოქმედი გზა ყველაზე რთული მონაკვეთია, რომლის სიგრძეც 35 კილომეტრს შეადგენს. ფურების მძღოლები მის გავლას ერთ საათს ან მეტ დროს ანდომებენ“, - განაცხადა წიფურიამ.

მისი სიტყვებით, პროექტის იმპლემენტაცია მანძილს 12 კილომეტრით, დროს კი თითქმის ორჯერ შეამცირებს. გარდა ამისა, მოდერნიზებული მარშრუტი გაუადვილებს ცხოვრებას გადამზიდავებს, უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და დაუბრკოლებელ სატრანსპორტო მოძრაობას.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, 15 მეტრის სიგანისა და 9 კილომეტრის სიგრძის გვირაბი - არის ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. წიფურიამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი გზა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოსთვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა.

მისი თქმით, ყოველწლიურად მხოლოდ სომხეთიდან და მისი მიმართულებით „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს კვეთს, სულ მცირე, 10 ათასი რეისი. წელს მათი რაოდენობა შესაძლოა 15 ათასამდე გაიზარდოს ხორბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების მიწოდების გამო.

თუმცა იგი, ისევე როგორც სომეხი ექსპერტები, დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მოქმედი მარშრუტისა, ერევანმა მიწოდების დივერსიფიცირებაზე უნდა იფიქროს. არსებულ რეალიებში შედარებით მისაღები, წიფურიას აზრით, გადაზიდვების მულტიმოდალური ტიპია: ერევნიდან ფოთში რკინიგზით ან საავტომობილო გზით, იქიდან - რუსეთის ნოვოროსიისკის და სხვა ქალაქების პორტებში ბორნით.

74
ხანძარი აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში

აზერბაიჯანის ეროვნულ პარკში მეოთხე დღეა, ხანძარი მძვინვარებს

48
ირანის ტერიტორიის მოსაზღვრე ძნელად მისადგომ მთაგორიან ადგილებში არსებული ლოკალური კერები ხანძრის სრულად ჩაქრობის შესაძლებლობას არ იძლევა

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში მეოთხე დღეა ხანძარი მძვინვარებს.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ლოკალური კერები ხანძრის სრულად ჩაქრობის შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ასტარინის რაიონის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობაში თვითმფრინავი-ამფიბია БЕ-200ЧС მონაწილეობს. ცეცხლის ლიკვიდაციას მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ტყის მასივში ქარი ართულებს. 

ხანძრის ლოკალიზებისა და ჩაქრობის მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, სამხრეთის რეგიონული ცენტრის, სახელმწიფო სახანძრო სამსახურის, სამოქალაქო თავდაცვის ძალების, განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები, ასევე ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლები.

ცნობილია, რომ იწვის აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის მონაკვეთი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

48
არაგვი

ევროკავშირი საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

0
(განახლებულია 15:29 26.01.2021)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მტკნარი წყლის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები დაეხმარებიან, რომლებიც თბილისში 2021 წლის გაზაფხულზე ჩამოვლენ, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ოთხი საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ზაფხულისთვის წარმოადგენს. 

ევროპელ ექსპერტებთან პირველი ონლაინ–შეხვედრა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბრუკმა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა  ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმა შექმნეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

პროექტი VCA4D დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით  35-ზე მეტი წევრი ჰყავს.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა