ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნაზე საუბრობს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ბაქოში აღლუმზე
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ბაქოში აღლუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთი მხად არის „გაუღოს კარები“ სომხეთს, რადგან ანკარას „სომეხ ხალხთან პრობლემა არ აქვს“, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გასავითარებლად შესაძლებელია „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნა.

ერდოღანი ბაქოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებებში იღებს.

ბაქოში 10 დეკემბერს ჩატარდა სამხედრო აღლუმი, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებასა და თურქეთის რეგიონულ სამხედრო წარმატებას მიეძღვნა.

Президент Турции Реджеп Тайип Эрдоган - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რაზე მიანიშნებს ბაქოს აღლუმზე ერდოღანის დასწრება

„დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან - რედ.) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის სომხეთს „კარი გაუღოს“.

„ჩვენ ვემხრობით მშვიდობას რეგიონში, მზად ვართ სომხეთს კარი გავუღოთ. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა სომეხ ხალხთან“, -  ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კონსტრუქციულ როლზე ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.

ყველა ახალი ამბავი
0