„ზემო ლარსზე“ ასობით ტრაილერია გაჩერებული

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია საქართველოს სამხედრო გზაზე
სიტუაცია საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამოა დაკეტილი

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვის გამო რუსეთის მხარეს 500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილია ჩარჩენილი, იუწყება Sputnik-სომხეთი.

გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: რუსეთისკენ მიმავალი გზა სატვირთოებისთვის კვლავ ჩაკეტილია

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა, ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0