„ყველა ყველაზე“ - ერევანი ყარაბაღში ტყვეთა გაცვლის ვარიანტს სთავაზობს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში
რუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება ტყვეთა გაცვლას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნას და დაღუპულთა ცხედრების აღმოჩენას

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სომხური მხარე მთიან ყარაბაღში ტყვეთა გაცვლის დროს სთავაზობს პრონციპს „ყველა ყველაზე“, - იუწყება Sputnik-სომხეთი ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის ოფისზე დაყრდნობით.

პუტინი: ყარაბაღი - აზერბაიჯანია, მაგრამ „სომხეთი არავის არ მიუტოვებია“ >>

ოთხშაბათს ავინიანი ერევანში რუსეთის ელჩს, სერგეი კოპირკინს შეხვდა.

„ავინიანმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესში სომხური მხარე სთავაზობს პრინციპს - „ყველა ყველაზე“. გარდა ამისა, ის გამოდის წინადადებით, შეიქმნას მექანიზმი, რომლის მიხედვითაც თუ ერთ-ერთ მხარეს აღმოაჩნდება ახალი ტყვეები, ისინი დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დააბრუნოს“, - ნათქვამია სომხეთის ვიცე-პრემიერის ოფისის განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ტყვეების, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ცხედრების დაბრუნების პრობლემა რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრშია. კოპირკინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებების ყოვლისმომცველ იმპლემენტაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისი - Sputnik საქართველო
უსიამოვნო რეზოლუცია: აზერბაიჯანში საფრანგეთთან ურთიერთობების გადახედვა მოითხოვეს

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა - ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, რამდენიმე რაიონი ბაქოს დაქვემდებარებაში გადადის, მხარეები ტყვეთა გაცვლას ახორციელებენ. მხარეთა გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, რუსი სამშვიდობოები თავსდებიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0