ლავროვი: ყარაბაღში ტყვეთა გაცვლის პროცესი დაჩქარდება

© photo : Press service of the Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ პროფილური საერთაშორისო სტრუქტურის (ICRC) სპეციალისტების ჩართვის შემდეგ პროცესი დაჩქარდება.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ყარაბაღში ტყვეთა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა განზრახ ჭიანურდებოდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, წერს სააგენტო РИА Новости.

„რთულია ისაუბრო ამ პროცესის გაჭიანურების მხრივ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებზე. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ ფაქტია ის, რომ არსებობს ობიექტური სირთულეები, რომლებიც, იმედი მაქვს, ახლა უფრო სწრაფად გადაწყდება“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

რუსი სამშვიდობოები სტეპანაკერტში - Sputnik საქართველო
რუსმა სამშვიდობოებმა სტეფანაკერტში საველე ჰოსპიტალი გაშალეს

მან აღნიშნა, რომ „ტერიტორიის რელიეფის და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღში, მათი შეწყვეტისთანავე რთული იყო ამ საკითხების გადაჭრა, მით უმეტეს, იმ პირთა მკაფიო სიების არარსებობის გარეშე, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა“.

„იმედს ვიტოვებთ, რომ პროფილური საერთაშორისო სტრუქტურის (ICRC - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) სპეციალისტების ჩართვის შემდეგ პროცესი დაჩქარდება. ჩვენი მშვიდობისმყოფელები შეძლებისდაგვარად დახმარებას გაუწევენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი განცხადება 2020 წლის 9 ნოემბერს არის ხელმოწერილი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადეს ცეცხლის და ყველა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აღდამის რაიონში 2020 წლის 20 ნოემბერს შევიდნენ. 2020 წლის 25 ნოემბერს აზერბაიჯანს დაუბრუნდა ქელბაჯარის რაიონი, 2020 წლის 1 დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ამასთან ერთად მხარეთა გამყოფ ზოლზე და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდა.

ყველა ახალი ამბავი
0