სომხეთ-საქართველოს საზღვარი

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობას განაახლებს

135
(განახლებულია 15:28 29.11.2020)
საქართველოში სომხეთის საელჩო აფრთხილებს სატვირთო გადამზიდავებს ორი ქვეყნის საზღვარზე მეორე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ

თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 1 დეკემბრიდან სატვირთო ავტომობილებისთვის ბაგრატაშენ-სადახლოს და გოგავან-გუგუთის საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება, იუწყება Sputnik სომხეთი.

საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, ბავრა-ნინოწმინდის საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოსა და სომხეთს შორის სამგზავრო მიმოსვლა მიმდინარე წლის 13 მარტიდან არის შეჩერებული. მაშინ ორივე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად და მასთან ბრძოლის მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

ბაგრატაშენი-სადახლოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო 28 სექტემბერს დაიკეტა. ბაგრატაშენიდან ერევნისკენ მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასის ცალკეული მონაკვეთები აზერბაიჯანის საზღვართან გადის.

სომხეთის ხელისუფლება სატვირთო მანქანების მძღოლებს მოუწოდებდა, ქვეყანაში შედარებით უსაფრთხო მარშრუტით შესულიყვნენ. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი მოელაპარაკა კოლეგებს საქართველოში, რომ სომხეთისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები ბავრას მიმართულებით გაემგზავრონ.

135
ვაქცინაცია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული

53
(განახლებულია 15:24 12.04.2021)
ქვეყანაში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, ვაქცინაცია კომპანია Sinovac-ის ჩინური პრეპარატი CoronaVac-ით ხორციელდება.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 1.177.087 ადამიანს შეადგენს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ვაქცინის პირველი დოზა 758.275-მა ადამიანმა მიიღო, მეორე დოზა – 418.812-მა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23.538-მა ადამიანმა გაიკეთა.

ერთ დღეში პირველი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 18.956 ადამიანი შეადგინა, მეორე დოზა კი 4.582-მა ადამიანმა მიიღო.

2020 წლის 18 თებერვლიდან დღემდე მთლიანობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 285.993 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 250.708 ადამიანი, გარდაიცვალა 3.915 პაციენტი. განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 31.370 ადამიანი გადის.

ქვეყანაში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, ვაქცინაცია კომპანია Sinovac-ის ჩინური პრეპარატი CoronaVac-ით ხორციელდება.

 

53
ეპიდემია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობამ 280 ათასს გადააჭარბა

33
(განახლებულია 22:28 09.04.2021)
გასული წლიდან მოყოლებული,  ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 2 990 285 ტესტი ჩატარდა, აქედან 12 692 გასულ დღე-ღამეში.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1578-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

 ოფიციალური მონაცემების თანახმად, ინფექციისთვის დამახასიათებელი გართულებების გამო გასულ დღე–ღამეში გარდაიცვალა 35 პაციენტი.

2020 წლის 18 თებერვლიდან დღემდე მთლიანობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 281  387  შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 247 459 ადამიანი, გარდაიცვალა 3 846 პაციენტი.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 30 082 ადამიანი გადის.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 2 990 285 ტესტი ჩატარდა, აქედან 12 692 გასულ დღე-ღამეში.




33
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 18:25 14.04.2021)
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი – შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

 შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში