პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ახორციელებენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრი განიხილეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარი თურქეთის ინიციატივით შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს იმ გადაწყვეტილებების სრული და თანმიმდევრული შესრულების აუცილებლობა, რომლებიც „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის მიმართული“.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: ყარაბაღი - აზერბაიჯანია, მაგრამ „სომხეთი არავის არ მიუტოვებია“

აღინიშნა, რომ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ეფექტურად ახორციელებენ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში პრიორიტეტულია ისეთი ჰუმანიტარული პრობლემები, როგორებიცაა დევნილების დაბრუნება, რელიგიური და კულტურული ობიექტების შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი ნაღმზე აფეთქდა >>

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლის მიზნით მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება – შეთანხმებულია 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის შეყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0