თურქეთმა აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნის მიზანი დაადასტურა

გამოწერა
ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, ისინი „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“ მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თურქეთმა განაცხადა, რომ თავის სამხედროებს აზერბაიჯანში ერთი წლით აგზავნის და ისინი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივ კონტროლის ცენტრში იმოქმედებენ, იუწყება РИА Новости.

ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ სახმელეთო ჯარებმა აზერბაიჯანში გადასროლისთვის მომზადება უკვე დაასრულეს.

ვითარება ყარაბაღში  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: თურქი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში – ყოფნა–არყოფნა

„ჩვენი სამხედროები რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივ ცენტრში (მთიანი ყარაბაღის საკითხზე) ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ“, - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

11 ნოემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებდა, და რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავდა, რომ მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებდნენ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ხოლო „ერთობლივ სამშვიდობო ძალებზე საუბარი არ ყოფილა“.

ყარაბაღი: რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანი განაღმეს >>

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0