სერგეი შოიგუ

შოიგუ ერევანში მოლაპარაკებების შემდეგ ბაქოში ჩავიდა

21
(განახლებულია 15:10 21.11.2020)
უფრო ადრე რუსი მინისტრები ერევანში გაემგზავრნენ პუტინთან თათბირის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია ყარაბაღის მოსახლეობისთვის ყოველგვარი მხარდაჭერა

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბაქოში ჩავიდა, იუწყება РИА Новости.

ის შაბათ დილით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომეხ კოლეგასთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები გამართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ თათბირი გამართა ქვეყნის ძალოვანი ბლოკის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. პუტინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყარაბაღის მოსახლეობის ყოველმხრივი დახმარება. მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე სომხურ მხარესთან სასარგებლო იქნება.

21
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (138)
ადამიანები ბალონებს ჟანგბადით ავსებენ

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

12
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
აზერბაიჯანულმა კომპანია Baku steel–მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel–ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს გადასცემს. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის მთავრობის მეთაური მიხაილ მიშუსტინი

რუსეთისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

11
(განახლებულია 09:04 01.12.2020)
ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელიც 4 დეკემბერს მოსკოვში უნდა გამართულიყო, შესაძლოა ონლაინრეჟიმში ჩატარდეს

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ორშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის მთავრობის მეთაურ მიხაილ მიშუსტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, იუწყება Sputnik-სომხეთი სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მხარეებმა სომხურ–რუსული სამოკავშირეო ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

მიხაილ მიშუსტინმა აღნიშნა, რომ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის ონლაინრეჟიმში ჩატარების თხოვნით მიმართა.

სხდომა მოსკოვში 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

11
ირანის პარლამენტი

საშიში ნაბიჯები: ირანის ბირთვული პროგრამა გააქტიურდება

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
ფიზიკოს ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ ირანის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა ბირთვული პროგრამის გააქტიურების კანონპროექტი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა იგი

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ირანის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ბირთვული პროგრამის აქტივიზაციის შესახებ პროექტის ზოგადი ნორმები, იუწყება სააგენტო Fars-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს, რომელიც ფიზიკოს მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ დაჩქარებული წესით შევიდა პარლამენტში განსახილველად, 251 დეპუტატმა მისცა ხმა. 

აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში ერთ წელიწადში 120 კგ–მდე ძლიერ გამდიდრებული ურანისა (საუბარია 20%-მდე გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ბირთვული იარაღის საწარმოებლად გამოიყენება) და ასევე ერთ თვეში 500 კგ დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებასა და დაგროვებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ირანი უკვე ამდიდრებს ურანს შეთანხმებით გათვალისწინებულ დონეზე მეტად — 4% ნაცვლად 3,67%-ისა.

გარდა ამისა, პარლამენტარების თქმით, დაგეგმილია ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების — IR-2M–ისა და ასევე IR-6–ის ამოქმედება, მაშინ, როცა „ბირთვული გარიგება“ მხოლოდ პირველი თაობის ცენტრიფუგა IR-1–ის გამოყენებას ითვალისწინებს.

ახლა კანონპროექტის რატიფიკაციისთვის აუცილებელია კონსტიტუციის მცველთა საბჭოს თანხმობა. კანონპროექტებს ირანში სწორედ ეს ორგანო ამოწმებს. თუ კონსტიტუციის მცველთა საბჭო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს მოიწონებს, მაშინ შესასრულებლად სავალდებულო გახდება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს