მაიკ პომპეო

პომპეო: აშშ ერევანსა და ბაქოს ეუთოს მინსკის ჯგუფთან მუშაობის განახლებას სთავაზობს

52
(განახლებულია 00:28 18.11.2020)
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს მთიანი ყარაბაღის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტილების შემუშავებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მუშაობა განაახლონ, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. შესაბამისი განცხადება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სამსახურმა გაავრცელა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

 „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური ძალადობის შეწყვეტას... ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ რაც შეიძლება მალე განაახლონ მუშაობა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან...  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გრძელვადიანი და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღწევისათვის “, – ნათქვამია განცხადებაში. 

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს საომარი მოქმედებები დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებდნენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

52
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (133)
თურქეთის დროშა

თურქეთმა აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნის მიზანი დაადასტურა

67
(განახლებულია 11:44 23.11.2020)
ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, ისინი „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“ მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თურქეთმა განაცხადა, რომ თავის სამხედროებს აზერბაიჯანში ერთი წლით აგზავნის და ისინი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივ კონტროლის ცენტრში იმოქმედებენ, იუწყება РИА Новости.

ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ სახმელეთო ჯარებმა აზერბაიჯანში გადასროლისთვის მომზადება უკვე დაასრულეს.

„ჩვენი სამხედროები რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივ ცენტრში (მთიანი ყარაბაღის საკითხზე) ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ“, - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

11 ნოემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებდა, და რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავდა, რომ მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებდნენ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ხოლო „ერთობლივ სამშვიდობო ძალებზე საუბარი არ ყოფილა“.

ყარაბაღი: რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანი განაღმეს >>

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი.

67
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (133)
ილჰამ ალიევი

ალიევი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრეა

43
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს შექმნის რეგიონში ახალ სიტუაციას და რეგიონულ უსაფრთხოებას გაამყარებს

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმედოვნებს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამის შესახებ РИА Новости წერს.

დელეგაცია შოიგუს მეთაურობით ბაქოში შაბათს გაემგზავრა.

„იმედი მაქვს, რომ ცეცხლის დღევანდელი შეწყვეტა, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმები, თუ მათ დადებითად მიიღებენ ერევანში, შექმნიან პირობას რეგიონში ახალი სიტუაციის შესაქმნელად, თანამშრომლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. და რეგიონში დასახლებული ჩვენი ერები, და ჩვენი მეზობლები, და ზოგადად მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ალიევმა.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 2020 წლის 10 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონაში ყველა სამხედრო მოქმედებები სრულად შეწყდა.

შეთანხმების პირობების შესაბამისად, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ხოლო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფ ზოლზე და იმ დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ასევე ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

2020 წლის სექტემბერში ვითარება დაიძაბა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. კონფლიქტის მხარეებმა სრული თუ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

43
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (133)
ვაქცინაცია

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ტესტირებაზე მექსიკაში მიემგზავრება

0
მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემთხვევაში ქვეყანაში პრეპარატ „სპუტნიკ V“-ის კლინიკური ცდების მესამე ფაზა ჩატარდება.

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“-ის ტესტირება მექსიკაში ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების განკარგულების შემდეგ ჩატარდება. იუწყება РИА Новости.

„მოლაპარაკებები ფონდსა (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) და მექსიკის ხელისუფლებას შორის რეგულარულად მიმდინარეობს. ახლა ველოდებით, როდის დაასრულებს ფონდი დოკუმენტაციას (მომზადებას, - რედ.), რათა შეძლოს მისი წარდგენა მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ისინი შეძლებენ ნებართვის მიღებას და ცდების მესამე ფაზის ნაწილი მექსიკაში 500-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარდება“, - განაცხადა რუსეთში მექსიკის ელჩმა ნორმა პენსადო მორენომ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა და მექსიკურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის შემოდგომის დასაწყისში გაფორმდა შეთანხმება ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატის 32 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა

„სპუტნიკ V“ - არის COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. განაცხადი პრეპარატის სერტიფიცირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნა შეტანილი. არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა რუსული პრეპარატის შეძენისა და მისი ადგილზე წარმოების სურვილი. მათ შორის არიან უნგრეთი, ისრაელი, ვენესუელა, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, თურქეთი, ჩინეთი, კორეა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინა ნაკლები ეღირება, ვიდრე კონკურენტების - Pfizer-ისა (19,5 დოლარი) და Moderna-ს (25-37 დოლარი) პრეპარატები.

„სპუტნიკ  V“-ის ტესტირება ბელარუსშიც მიმდინარეობს, ოქტომბერში კი ქვეყნის პოლიკლინიკებში 100 მოხალისე აიცრა, ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრეპარატის პირველი პარტიის დამზადება ბელარუსში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე წელს დაიწყება, მასობრივი წარმოება კი - მომავალი წლიდან. თავდაპირველად აცრიან მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებსა და სამხედროებს.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში