ბაქო ყარაბაღის ესკალაციაში დაღუპული მოსახლეობის რაოდენობას ასახელებს

© AP Photo / STRINGERმთიანი ყარაბაღი
მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ასახელებს რიცხვებს, თუ რამდენი მშვიდობიანი აზერბაიჯანელი დაიღუპა და დაიჭრა კონფლიქტის დროს და რამდენი შენობა განადგურდა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში ესკალაციის დროს აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაღუპულებიცა და ასობით დაჭრილიც, განუცხადეს РИА Новости-ს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა სომხეთს ქელბაჯარიდან ჯარების გასაყვანად დამატებითი დრო მისცა
„დაიღუპა 94 მშვიდობიანი მცხოვრები და დაიჭრა 414. იმ სახლების რაოდენობა, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება, 3.410-ს შეადგენს, სამოქალაქო ობიექტების რიცხვი, რომლებიც ასევე უკვე გამოუსადეგარია — 512-ია, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობებისა — 120“, — განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან დაიწყება ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეფასდა. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელია. ხოლო სომხეთში, სადაც შეთანხმება ქვეყნის ინტერესების ღალატად მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ერევანში არეულობა და მომიტინგეების დაპატიმრებები მოჰყვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0