აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის შენობა

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

55
(განახლებულია 21:57 10.11.2020)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას და გამოძიების მიმდინარეობისა და დამნაშავეთა წრის დასადგენად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ აცნობა

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი Ми-24-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ორშაბათს, 9 ნოემბერს, 18:30 საათზე ბაქოს დროით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან (აზერბაიჯანის ტერიტორია) რუსულ ვერტმფრენი Ми-24 ჩამოაგდეს. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი, ერთი სამხედრო დაშავდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 342.2 მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ომის დროს ან საბრძოლო ვითარებაში). ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურას დაევალა.

პროკურატურის თანამშრომლებმა სამხედრო ექსპერტების მონაწილეობით შეისწავლეს სარაკეტო დანადგარი, აგრეთვე ინფორმაციული სისტემები, გამოკითხეს სამხედრო მოსამსახურეები და გამოითხოვეს გამოძიებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავეების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მისაცემად.

სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა ოფიციალური წერილით მიმართა და ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს. აზერბაიჯანის უწყების ხელმძღვანელმა სამძიმარი გამოუცხადა რუს კოლეგას და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა.

გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელმა გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ფაქტზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება აღუთქვა.

თავის მხრივ, კრასნოვმა აცნობა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ იმავე ინციდენტზე პარალელური სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. გამოძიების მიმდინარეობისას აზერბაიჯანის უწყებასთან კოორდინაცია გამოძიების ეფექტურობას შეუწყობს ხელს, აღნიშნა რუსული უწყების წარმომადგენელმა.

55
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)
საფრანგეთის სენატი

ცნობილი გახდა ოფიციალური პარიზის პოზიცია მთიანი ყარაბაღის აღიარების თაობაზე

57
(განახლებულია 15:11 27.11.2020)
მანამდე 305-მა ფრანგმა სენატორმა (ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობას.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ოფიციალური პარიზი არ აღიარებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„25 ნოემბერს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა ჟან–ბატის ლემუანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე. საფრანგეთი არ აღიარებს თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“, — ნათქვამია კომუნიკეში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების გზით იმუშაოს, „კერძოდ, მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის საკითხზე და ამ მოლაპარაკებების შედეგი ვერ იქნება ცალმხრივად წინასწარ განსაზღვრული“.

გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო უწყების კომუნიკეში ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერ აუცილებელს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. დოკუმენტს 305-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პარლამენტმა პროტესტი გამოთქვა და ეუთოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გარიცხვა მოითხოვა.

 

57
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)
სომხეთის ეროვნული კრება

სომხეთში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა

52
სამხედრო მდგომარეობის გაუქმების ვადები უცნობია. რეჟიმის არგაუქმება სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც მოითხოვა

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სომხეთში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი ძალაში რჩება - ქვეყნის პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ინიციატივას, იუწყება Sputnik-სომხეთი.

კანონპროექტი „სამხედრო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შესახებ“ ჩავარდა 56 ხმით (მომხრე იყო 36, ხოლო თავი შეიკავა ორმა დეპუტატმა).

ადრე „ნათელმა სომხეთმა“ ეროვნულ კრებას ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გასვლის საგზაო რუკა წარუდგინა. პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო მდგომარეობის გაუქმება, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.

სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი 27 სექტემბერს ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ამოქმედდა.

რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა - ვლადიმირ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი.

52
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0