სომხეთში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი, არიან დაღუპულები

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისომხეთში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი, არიან დაღუპულები
სომხეთში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი, არიან დაღუპულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩამოვარდნილი რუსული ვერტმფრენის Ми-24-ის მიმართულებით სროლა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან განხორციელდა

თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. სომხეთში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

„9 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 სთ-ზე მოსკოვის დროით, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ავტოკოლონის თანხლებით, სომხეთის ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში, სომხეთის დასახლებულ პუნქტ ერასხის მახლობლად, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან (აზერბაიჯანის ტერიტორია), რუსულ ვერტმფრენს Ми-24-ს სარაკეტო-საზენიტო კომპლექსიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და სომხეთის ტერიტორიაზე, მთაგორიან ადგილას ჩამოვარდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი, ერთი საშუალო სიმძიმის ტრავმებით ევაკუირებულია.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, სამხედრო ბაზის სარდლობა არკვევს, ვინ გაუხსნა ცეცხლი ვერტმფრენს.

  • განახლება: რუსული Ми-24 სომხეთის საჰაერო სივრცეში საბრძოლო მოქმედებების ზონის მიღმა ჩამოაგდეს. ამის შესახებ RT- თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აცნობა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განუცხადა Sputnik-სომხეთს, რომ სომხური მხარე რუსულ მხარეს ვერტმფრენის ჩამოგდების გარემოებათა დადგენის საქმეში ყოველმხრივ დახმარებას გაუწევს.

ინციდენტი მოხდა ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე, სადაც 27 სექტემბრიდან აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

ყველა ახალი ამბავი
0