ალიევი: ახლა ფაშინიანთან მოლაპარაკებები უაზრობად მიმაჩნია

© courtesy of Press service of the President of Azerbaijan / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილჰამ ალიევს არამართებულად მიაჩნია მოლაპარაკებათა პროცესის წარმოება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„[ფაშინიანთან მოლაპარაკებები] აბსოლუტური უაზრობაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ბევრჯერ შევხვდი მას, თუმცა ყველა ეს შეხვედრა უსარგებლო და უაზრო გამოდგა, გარდა პირველი შეხვედრებისა“, — განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა სააგენტო EFE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ალიევის თქმით, სომხეთის პრემიერი, როცა ის ქვეყნის სათავეში მოვიდა, აცხადებდა, რომ მზად იყო ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაზე სამუშაოდ, მაგრამ შემდეგ „თავისი განცხადებებით ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებათა პროცესის ჩასაშლელად“. ამის მაგალითად მან ფაშინიანის ის წინადადება მოიყვანა, რომლითაც სომხეთის პრემიერი მოლაპარაკებებში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლის ჩართვას მოითხოვდა.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ერევანი ბაქოსგან სომეხი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

„ამიტომ ახლა მასთან შეხვედრაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ“, — ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ალიევი აცხადებს, რომ მოლაპარაკებათა პროცესის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წარმოება მართებულად არ მიაჩნია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც კვლავ ერთმანეთს დასდეს ბრალი. მესამე და ამ დროისათვის ბოლო, ასევე წარუმატებელი მცდელობა მხარეებს 26 ოქტომბერს ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0