ფაშინიანმა და ალიევმა ყარაბაღში უცხოელი ბოევიკების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრეს

© photo: Sputnik / Aram Nersesyan / გადასვლა მედიაბანკშიმთიან ყარაბაღში დაბომბვის შედეგები
მთიან ყარაბაღში დაბომბვის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები განსხვავებულად აფასებენ მთიან ყარაბაღში მხარეების მიერ დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობებს

თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს Россия сегодня-ს მედიაჯგუფის გენერალურ დირექტორს, დიმიტრი კისელიოვს ინტერვიუ მისცეს.

ალიევი ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერებით ემუქრება >>

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პარალელურ რეჟიმში უპასუხეს Sputnik-ის კითხვებს მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ. კითხვას, როგორ აფასებენ ისინი ცნობებს აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის შესახებ, ალიევმა უპასუხა, რომ ბაქო თავისი ძალებით იბრძვის, ხოლო ფაშინიანმა საპირისპიროს მტკიცებულებების არსებობაზე მიუთითა.

ალიევის პასუხი

მთიანი ყარაბაღი დაბომბვის შემდეგ - Sputnik საქართველო
ფაშინიანმა და ალიევმა ყარაბაღის თემაში მათი ქვეყნებისთვის „წითელი ხაზები“ განსაზღვრეს

„აზერბაიჯანში რაიმე უცხოური სამხედრო მონაწილეობის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენი არმია ასი ათასზე მეტი ჯარისკაცისგან შედგება და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისას ეს ციფრი შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს. დღეს იმ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც ჩვენ გვყავს, სრულად შესწევთ ძალა ნებისმიერი დასახული ამოცანა შეასრულონ. ამიტომ დამატებითი სამხედრო ძალის აუცილებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა ალიევმა Sputnik-ის პარალელურ ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, აზერბაიჯანი ყოველთვის იყო საერთაშორისო ტერორიზმთან თანმიმდევრული მებრძოლი და არასდროს დაუშვებს, ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბუდონ რომელიღაც ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, მით უმეტეს, საფრთხე შეუქმნან ჩვენს ხალხსა და ჩვენს მეზობლებს.

„არავის არანაირი მტკიცებულებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ფორმირებების არსებობაზე, რომლებიც ამჟამინდელ საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობენ, არ წარმოუდგენია. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ არავითარი უცხოელი დაქირავებული მებრძოლები არ გვყავს“, - დასძინა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ფაშინიანის პასუხი

„რასაკვირველია, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ სირიელი ბოევიკები და ტერორისტები მონაწილეობენ ომში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და ეს ვიდეომტკიცებულებები უკვე გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში. ნათელია, რომ თურქეთი ამ ომის მთავარი სპონსორია. თურქეთმა დაიქირავა და გადმოისროლა ბოევიკები და ტერორისტები კონფლიქტის ზონაში და თურქეთის გადაწყვეტილებითა და პატრონაჟით გადაწყდა ომის დაწყება მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფაშინიანმა Sputnik-ის პარალელური ინტერვიუს მსვლელობისას.

მოსკოვის კრემლი  - Sputnik საქართველო
განთავსდებიან თუ არა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები: კრემლი კომენტარს აკეთებს

მისი სიტყვებით, აშკარა იყო, რომ აზერბაიჯანის არმია მარტო ვერ შეებრძოლებოდა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარს, ამიტომ თურქეთმა გადაწყვიტა ტერორისტების ჩართვა. კონფლიქტში თურქეთისა და ბოევიკების მონაწილეობა უკვე მთელ მსოფლიოში დამტკიცებულია, იმიტომ რომ ამაზე მრავალი უცხოური მასმედია წერს, აღნიშნა სომხეთის ლიდერმა.

„ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული ვითარება უკვე აღარ არის მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ის ლოკალური გაგებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებს გასცდა. ეს უკვე სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტია, რომელიც რეგიონული ქვეყნების კონკრეტულ ინტერესებს ეხება და, ვფიქრობ, ამ ფაქტს დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდონ განსაკუთრებით რუსეთში“, - დასძინა მან.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა და ერდოღანმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც რუს კოლეგასთან ათსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. საუბარია ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე, ასევე დაზავების კონკრეტული დეტალების დამატებით დაზუსტებაზე. თუმცა მხარეებმა დაზავების შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი შაბათსვე დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0