მთიანი ყარაბაღი

ბაქო შეთანხმებას შირმად იყენებს: ყარაბაღი განცხადებას ავრცელებს

97
(განახლებულია 18:23 10.10.2020)
ყარაბაღში მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანის შეჩერება ერთადერთი მეთოდითაა შესაძლებელი — მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებით

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანი არღვევს ჰუმანიტარულ შეთანხმებას მას შემდეგაც, რაც ის ძალაში შევიდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სტეპანაკერტში აცხადებენ, რომ „სამთა კავშირმა“, რომელშიც აზერბაიჯანი, თურქეთი და საერთაშორისო ტერორისტები მოიაზრებიან, კვლავ შეუტიეს ყარაბაღის პოზიციებს, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებისა.

ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანი „ერთგვარ შირმად იყენებს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, რათა ახალი საომარი მოქმედებებისთვის მოემზადოს“.

„შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანის შეჩერება ერთადერთი მეთოდითაა შესაძლებელი — მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებით“, — დარწმუნებულები არიან არაღიარებულ რესპუბლიკაში.

შეგახსენებთ: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც  ძალაში დღეს შევიდა, რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა. 

97
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
სერგეი ლავროვი

მთიან ყარაბაღში კონფრონტაციული რიტორიკა უნდა შეწყდეს: სერგეი ლავროვი

41
(განახლებულია 19:50 19.10.2020)
რუსმა დიპლომატმა ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიუთითებს, რომ აუცილებელია შეწყდეს კონფრონტაციული რიტორიკა და ასევე საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

რუსმა დიპლომატმა ორშაბათს მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ–ბურიჩთან. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ ახლა ყველაზე მთავარი, რაც, ალბათ, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, არის კონფრონტაციული რიტორიკის დაძაბვის შეწყვეტა როგორც მხარეებს შორის, ისე საერთაშორისო მოთამაშეთა პასუხისმგებლობის ხაზზე. ეს არ მოითხოვს რაიმე დიდ ძალისხმევას“, — აღნიშნა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატის თქმით, მომდევნო აუცილებელი ნაბიჯი — საომარი მოქმედებებისა და სამოქალაქო ობიექტებზე შეტევების შეწყვეტაა.

ლავროვის განმარტებით, იგივე მოთხოვნას შეიცავს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების განცხადებაც, იგივეა ნათქვამი მოსკოვის დოკუმენტშიც, რომელიც 10 ოქტომბერს გაფორმდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვის შუამავლობით, და იმავეს ამტკიცებს 18 ოქტომბერს ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებული დოკუმენტიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

41
თემები:
რუსეთი დღეს
ტყვიით გახვრეტილი მუზარადი, ყარაბაღი

კონფლიქტი ყარაბაღში: ალიევი და ფაშინიანი ახალ განცხადებებს ავრცელებენ

53
(განახლებულია 13:36 19.10.2020)
ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ახალი განცხადებები გააკეთეს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან და რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევმა Twitter-ზე დაწერა, რომ აზრბაიჯანის არმიამ კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება მოახერხა ჯაბრაილის რაიონში, ამასთან ერთად სომხეთის ხელისუფლება მორიგი ჰუმანიტარული ზავის ჩაშლაში დაადანაშაულა.

​თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გამოაქვეყნა პოსტი „ფეისბუქში“ და აღნიშნა, რომ ბრძოლები ყარაბაღში მისი სტატუსისთვის მიმდინარეობს.

„პირველი. რისთვის მიმდინარეობს ეს ომი? ყარაბაღის სტატუსი. მეორე. შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება? დიახ, თუ ამ ტერიტორიებს ჩავაბარებდით და ყარაბაღის გაურკვეველ სტატუსს დავთანხმდებოდით გაურკვეველი ვადით — სტატუსის შემდგომი კორექტირების არარსებობის პირობით“, — დაწერა სომხეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ყარაბაღის რაიმე მისაღები სტატუსის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან ამის ბოლო შესაძლებლობა 2011 წელს ამოიწურა ყაზანის სამიტზე, როდესაც ბაქო და ერევანი, მოსკოვის მონაწილეობით, ვერ შეთანხმდნენ ყარაბაღში დარეგულირების ძირითად პრინციპებზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

53
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
თბილისის ბოტანიკური ბაღი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 23 ოქტომბერს

0
(განახლებულია 11:13 21.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს შემოდგომის თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 23 ოქტომბერს თბილი დ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 07:22 საათზე ამოვა და 18:06 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10, დღისით მაქსიმალური კი პლუს 21 გრადუსია მოსალოდნელი.

 

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში