„სოკარის“ თანამშრომლები ობიექტზე

სარაკეტო შეტევის შემდეგ ნავთობსადენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს: SOCAR-ის განცხადება

76
(განახლებულია 21:12 07.10.2020)
გვიან ღამით აზერბაიჯანის გენპროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას მას შემდეგ, რაც სომხეთის სამხედრო ძალებმა მას რაკეტა ესროლეს, განუცხადა РИА Новости-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ახმედოვმა.  

„საექსპორტო მილსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი უწინდელ რეჟიმში მუშაობს. ასეთი ქმედებებით სომხეთი საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენს რესპუბლიკას, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, — აღნიშნა ახმედოვმა.

გუშინ, გვიან ღამით აზერბაიჯანის გენპროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე, რომელიც ევლახის რაიონზე გადის. ბაქოს ინფორმაციით, „ტერორის მცდელობა აღიკვეთა“.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა შუშან სტეპანიანმა უარყო ბაქოს ბრალდება და განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

76
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ალიევი: ურთიერთობები საქართველოსთან აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება

28
რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიან ყარაბაღში, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსთან მომავალში მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

„ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, რადგან ომს მხოლოდ ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, როგორი რეგიონის ნახვა მსურს. მსურს სამხრეთკავკასიური რეგიონის ღრმა ინტეგრაცია, მსურს ვიხილო, რომ ოდესღაც მომავალში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან - საქართველოსთან გარკვეულწილად მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის. რადგან ყველა ომი ოდესღაც მთავრდება და მშვიდობა ისადგურებს“, - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა ჯერ კიდევ არსებობს და უახლესი ისტორიიდან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული სომხური მხარის ნებაზე. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანია და აშშ ერთმანეთს კლავდნენ. საბჭოთა კავშირი და გერმანია კლავდნენ ერთმანეთს. ათობით მილიონი ადამიანი იყო მოკლული. ახლა შეხედეთ, ეს აღარავის ახსოვს. ეს მტრობისკენ არ უბიძგებს. რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიანი ყარაბაღის რეგიონში ისე, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში?“ - განაცხადა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

28
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
ილჰამ ალიევი

ალიევმა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა დაასახელა

106
(განახლებულია 18:37 24.10.2020)
აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე „წამქეზებლური განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით მშვიდობიანი პროცესი დაარღვია“.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ბაქო მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში სომხური მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგული გაზეთ Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ მზად ვართ დღესვე შევწყვიტოთ (საბრძოლო მოქმედებები - რედ.). მე უკვე განვაცხადე ამის შესახებ მოსკოვში მოლაპარაკებების დროს 10 ოქტომბერს. საჭიროა მხოლოდ, რომ სომხეთმა შეწყვიტოს ცეცხლი. შემდეგ კი მოქმედებაზე დიპლომატები გადავლენ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან განმარტა, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს კონფლიქტის დარეგულირების პრინციპები, რომლებიც განსაზღვრულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ის მიერ, რომლებიც აზერბაიჯანმა, მისი თქმით, უკვე მიიღო.

„ამის შემდეგ დავუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე „წამქეზებლური განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით მშვიდობიანი პროცესი დაარღვია“.

„ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო პოლიტიკურ დარეგულირებას მივაღწიოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სტატუს-კვო და შეხების ძველი ხაზი აღარ არსებობს, გაჩნდა ახალი რეალობა.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო არა აზერბაიჯანმა, არამედ სომხეთმა. მან ბაქოს სამხედრო პასუხს თანაზომიერი უზოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ათავისუფლებდა და მომავალშიც გაათავისუფლებს „ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიებად“.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: თუ სომხები არ შეწყვეტენ ცეცხლს, ჩენ გავაგრძელებთ ჩვენი მიწების გათავისუფლებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხომ არ ეშინია მას, რომ თურქეთის ჩარევამ და მისი გავლით ყარაბაღში სირიელი ბოევიკების შესვლამ ლოკალური კონფლიქტი რეგიონულად შეიძლება აქციოს, ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ არის.

„მართლაც, სომხეთის იერიშის პირველ საათებში თურქეთის პრეზიდენტმა ჩვენ სასარგებლოდ მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოთქვა. მაგრამ ის მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს იმ ოთხი რეზოლუციის მკაცრი დაცვისკენ, რომლებიც ავალდებულებს სომხეთს დატოვოს მის მიერ დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიები“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „არცერთი უცხოელი მებრძოლი არ იმყოფება“.

ყარაბაღის მომავლის შესახებ საუბრისას, ალიევმა განაცხადა, რომ ხედავს მას როგორც „აზერბაიჯანის აყვავებულ და უსაფრთხო ნაწილს, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ჰარმონიაში, მშვიდობაში და ღირსეულ პირობებში იცხოვრებენ“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

 

106
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

0
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020