აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია თურქეთში

თურქეთის ინტერესები: ყარაბაღში მიაჩნიათ, რომ ეს უკვე აღარაა აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი

85
(განახლებულია 19:42 06.10.2020)
არაღიარებული ყარაბაღის პარლამენტის სპიკერს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანი–სომხეთის ომს თურქეთი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი ახლა უკვე არის არა აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი, არამედ თურქეთის მცდელობა, დამკვიდრდეს კავკასიაში, განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა არტურ თოვმასიანმა ბრიფინგზე.

„თავდაპირველად ომის დაწყება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული, მაგრამ ახლა მას უკვე თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აწარმოებს. ეს არ არის ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არამედ თურქეთის მცდელობა, შემოაღწიოს კავკასიაში“, — მიაჩნია თოვმასიანს.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, უცხოეთის სახელმწიფოებმა, რომლებიც „ყველაფერს ხედავენ“, სანქციები უნდა დაუწესონ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს.

მანამდე არაღიარებული ყარაბაღის პარლამენტის სპიკერი აცხადებდა, რომ ყარაბაღი კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უნდა დაბრუნებოდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

85
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
სერგეი ლავროვი

მთიან ყარაბაღში კონფრონტაციული რიტორიკა უნდა შეწყდეს: სერგეი ლავროვი

32
(განახლებულია 19:50 19.10.2020)
რუსმა დიპლომატმა ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიუთითებს, რომ აუცილებელია შეწყდეს კონფრონტაციული რიტორიკა და ასევე საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

რუსმა დიპლომატმა ორშაბათს მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ–ბურიჩთან. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროსაბჭოს სამდივნოში კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთი სიტუაციას მთიან ყარაბაღში და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ ახლა ყველაზე მთავარი, რაც, ალბათ, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, არის კონფრონტაციული რიტორიკის დაძაბვის შეწყვეტა როგორც მხარეებს შორის, ისე საერთაშორისო მოთამაშეთა პასუხისმგებლობის ხაზზე. ეს არ მოითხოვს რაიმე დიდ ძალისხმევას“, — აღნიშნა ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატის თქმით, მომდევნო აუცილებელი ნაბიჯი — საომარი მოქმედებებისა და სამოქალაქო ობიექტებზე შეტევების შეწყვეტაა.

ლავროვის განმარტებით, იგივე მოთხოვნას შეიცავს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების განცხადებაც, იგივეა ნათქვამი მოსკოვის დოკუმენტშიც, რომელიც 10 ოქტომბერს გაფორმდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვის შუამავლობით, და იმავეს ამტკიცებს 18 ოქტომბერს ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებული დოკუმენტიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

32
თემები:
რუსეთი დღეს
ტყვიით გახვრეტილი მუზარადი, ყარაბაღი

კონფლიქტი ყარაბაღში: ალიევი და ფაშინიანი ახალ განცხადებებს ავრცელებენ

51
(განახლებულია 13:36 19.10.2020)
ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ახალი განცხადებები გააკეთეს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან და რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევმა Twitter-ზე დაწერა, რომ აზრბაიჯანის არმიამ კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება მოახერხა ჯაბრაილის რაიონში, ამასთან ერთად სომხეთის ხელისუფლება მორიგი ჰუმანიტარული ზავის ჩაშლაში დაადანაშაულა.

​თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გამოაქვეყნა პოსტი „ფეისბუქში“ და აღნიშნა, რომ ბრძოლები ყარაბაღში მისი სტატუსისთვის მიმდინარეობს.

„პირველი. რისთვის მიმდინარეობს ეს ომი? ყარაბაღის სტატუსი. მეორე. შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება? დიახ, თუ ამ ტერიტორიებს ჩავაბარებდით და ყარაბაღის გაურკვეველ სტატუსს დავთანხმდებოდით გაურკვეველი ვადით — სტატუსის შემდგომი კორექტირების არარსებობის პირობით“, — დაწერა სომხეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ყარაბაღის რაიმე მისაღები სტატუსის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან ამის ბოლო შესაძლებლობა 2011 წელს ამოიწურა ყაზანის სამიტზე, როდესაც ბაქო და ერევანი, მოსკოვის მონაწილეობით, ვერ შეთანხმდნენ ყარაბაღში დარეგულირების ძირითად პრინციპებზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

51
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

0