პირობა ასეთია: ალიევი განმარტავს, რა შემთხვევაში დათანხმდება ბაქო შერიგებას

© photo : press-service of the President of Azerbaijan / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო ვერ დაელოდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას კიდევ 30 წელი

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al Jazeera–სთან ინტერვიუში განმარტა, რა შემთხვევაში წავა ბაქო მთიანი ყარაბაღის საკითხში შერიგებაზე, იუწყება რადიო Sputnik-ი. 

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
თურქეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ბაქო შეტევას არ შეწყვეტს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთის ჯარები არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავლენ.

„პირობა ასეთი უნდა იყოს: [სომხური ძალები] ყველა ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. დაე, დაიწყონ ჯარების გაყვანა და წარმოგვიდგინონ გასვლის გრაფიკი, აიღონ შუამავლების წინაშე დამტკიცებული სერიოზული ვალდებულებები“, — განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ბაქოს „არ შეუძლია კიდევ 30 წელი ლოდინი“ და განზრახული აქვს, უახლოეს მომავალში „დაარეგულიროს კონფლიქტი“.

ამასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დასახლებული პუნქტების არტილერიიდან ინტენსიური დაცხრილვის გამო, რაც შესაძლოა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული, დაიღუპა  19  და დაიჭრა 60–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. გარდა ამისა, დაინგრა ასამდე სახლი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0