სომხეთის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე
სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ხდება, რომ ქვედანაყოფების შევსება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოხალისეთა კავშირ „ერკრაპას“ დახმარებით ჩატარდა

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების გამო, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

თვითმავალი არტილერია - Sputnik საქართველო
ერევანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა: სომხეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

სამხედრო ნაწილებში პერსონალისა და ტექნიკის მიმღები პუნქტები გათავისუფლებულია, ქვედანაყოფები ბოლომდეა დაკომპლექტებული და თავდაცვის რაიონები აქვს დაკავებული.

სააგენტოს ცნობით, საკადრო პერსონალის მზადყოფნა მაღალია.

ცნობილი ხდება, რომ შევსება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოხალისეთა კავშირ „ერკრაპას“ დახმარებით ჩატარდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0