რამზან კადიროვი

მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

146
(განახლებულია 15:30 16.09.2020)
ჩეჩნური ტელეარხის ​ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მზადდება პროვოკაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რისთვისაც მისი ნიღაბი იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ „გროზნის“ Twitter-ზე.

​ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

„ამ მონაცემებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც მივიღეთ. მასზე ჩანს, რომ შექმნილია რეალისტური ნიღაბი, რომელიც გასაიდუმლოებულ ევროპულ ლაბორატორიაში დამზადდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — წერს ტელეარხი, ეყრდნობა რა eldit_net-ის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს. 

გარდა ამისა, როგორც „გროზნის“ პოსტიდან ირკვევა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ნიღბის გამოყენებით პროვიკაციების მოსაწყობად.

View this post on Instagram

A post shared by ◾НОВОСТИ/СОБЫТИЯ (@eldit_net) on

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ ჟურნალისტებს, ებრძოლონ საინფორმაციო პროვოკაციებსა და დეზინფორმაციის მცდელობებს.

 

146
თემები:
მსოფლიო დღეს (2075)
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

საქართველოდან აზერბაიჯანში 350 ადამიანი გაემგზავრება

336
(განახლებულია 19:13 13.09.2020)
მოქალაქეები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორშაბათს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაემგზავრებიან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანში მიემგზავრება 350 ადამიანი, მათ შორის არის აზერბაიჯანის 97 მოქალაქე, საქართველოს 240 მოქალაქე, რუსეთის ექვსი მოქალაქე, 2 - ყაზახეთის მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე, უკრაინის სამი მოქალაქე და პაკისტანის ერთი მოქალაქე.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი იუწყება, ყველა მათგანს მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, და მათ, ვისი ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, ორშაბათს, 14 სექტემბერს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაამგზავრებენ.

ადრე, 19 აგვისტოს სამშობლოში გაემგზავრა აზერბაიჯანის 119 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩარჩნენ. მათ გარდა იყვნენ ასევე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი 14 მარტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა. ამ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით 2 500 ადამიანი გადაიყვანეს.

336
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სმარტფონი

ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე კონტრაბანდული სმარტფონების პარტია დააკავეს

59
(განახლებულია 19:07 12.09.2020)
აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ქვეყანაში მობილური ტელეფონების არალეგალური შეტანა აღკვეთეს. ტელეფონები სატვირთოს სამაცივრო განყოფილებაში ზეთის ყუთში იყო დამალული

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. აღკვეთილია მობილური ტელეფონების კონტრაბანდული პარტიის გადაზიდვის მცდელობა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან მიმავალი Mercedes-Benz-ის მარკის მრავალტონიანი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სატვირთოს სამაცივრო განყოფილებაში ზეთის ყუთში მებაჟეებმა ათი iPhone-ი იპოვეს.

ორი დღით ადრე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა საბაჟო პუნქტ „ასტარაზე“. იქ იმავე მარკის ტელეფონები მანქანის ზეთის ყუთში იყო დამალული და მრავალტონიანი ავტომობილის სხვა სათადარიგო ნაწილებთან ერთად ინახებოდა.

მოქმედი კანონმდებლობით, აზერბაიჯანში შეტანილი ყველა საქონელი საბაჟოზე დეკლარაციაში უნდა აღირიცხოს, აცხადებენ უწყებაში.

59
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა