ტესტი კორონავირუსზე

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 ათასს გადააჭარბა

75
(განახლებულია 20:37 04.09.2020)
აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 37 031 ფაქტი დარეგისტრირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 34 419 ადამიანი, გარდაიცვალა 543

თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე–ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 155 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში არსებული დაავადებების გართულებით გარდაიცვალა კორონავირუსის მქონე ორი პაციენტი.

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების სულ 37 031 ფაქტია რეგისტრირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 34 419 ადამიანი, გარდაიცვალა – 543.

ამჟამად განსაკუთრებული რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 2069 ადამიანი.

75
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
რამზან კადიროვი

მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

131
(განახლებულია 15:30 16.09.2020)
ჩეჩნური ტელეარხის ​ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მზადდება პროვოკაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რისთვისაც მისი ნიღაბი იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ „გროზნის“ Twitter-ზე.

​ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

„ამ მონაცემებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც მივიღეთ. მასზე ჩანს, რომ შექმნილია რეალისტური ნიღაბი, რომელიც გასაიდუმლოებულ ევროპულ ლაბორატორიაში დამზადდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — წერს ტელეარხი, ეყრდნობა რა eldit_net-ის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს. 

გარდა ამისა, როგორც „გროზნის“ პოსტიდან ირკვევა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ნიღბის გამოყენებით პროვიკაციების მოსაწყობად.

View this post on Instagram

A post shared by ◾НОВОСТИ/СОБЫТИЯ (@eldit_net) on

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ ჟურნალისტებს, ებრძოლონ საინფორმაციო პროვოკაციებსა და დეზინფორმაციის მცდელობებს.

 

131
თემები:
მსოფლიო დღეს
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

საქართველოდან აზერბაიჯანში 350 ადამიანი გაემგზავრება

332
(განახლებულია 19:13 13.09.2020)
მოქალაქეები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორშაბათს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაემგზავრებიან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანში მიემგზავრება 350 ადამიანი, მათ შორის არის აზერბაიჯანის 97 მოქალაქე, საქართველოს 240 მოქალაქე, რუსეთის ექვსი მოქალაქე, 2 - ყაზახეთის მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე, უკრაინის სამი მოქალაქე და პაკისტანის ერთი მოქალაქე.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი იუწყება, ყველა მათგანს მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, და მათ, ვისი ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, ორშაბათს, 14 სექტემბერს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაამგზავრებენ.

ადრე, 19 აგვისტოს სამშობლოში გაემგზავრა აზერბაიჯანის 119 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩარჩნენ. მათ გარდა იყვნენ ასევე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი 14 მარტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა. ამ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით 2 500 ადამიანი გადაიყვანეს.

332
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
ევა ბარბაქაძე

„მიყვარს ჩემი ფუმფულა სხეული...“ ევა ბარბაქაძე გასუქდა? ფოტო

0
(განახლებულია 13:00 19.09.2020)
შორენა ბეგაშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ რას სწერენ ევას.

ახალბედა ფოტომოდელის ევა ბარბაქაძის ახალმა ფოტომ, რომელიც მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა, სოციალური ქსელის მომხმარებლების ვნებათაღელვა გამოიწვია. გოგონამ უამრავი წერილი მიიღო, რომელიც მისი წონის ცვლილებას ეხებოდა. ბოლოს ევამ გულშემატკივრებს ერთიანად გასცა პასუხი: „მიყვარს ჩემი ფუმფულა სხეული. ნუ მზომავთ. დიეტა დავიწყე იმისთვის, რომ ფორმაში ჩავდგე. ძალიან გამხდარიც ვიყავი და არ მიხდებოდა“.

ცოტა ხნის წინ ცნობილი მოდელის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის გოგონამ დაბადების დღეზე საოცარი საჩუქარი – ძვირადღირებული „აუდის“ მარკის ავტომობილი მიიღო. გოგონამ და დედამ „ინსტაგრამზე“ ერთდროულად დადეს ფოტოები. ევამ ფოტოებს დააწერა „ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“, ხოლო შორენამ – „საუკეთესო საჩუქარი ჩემს ევას შენგან“.

როგორც ჩანს, საჩუქრის ავტორი შორენა ბეგაშვილის ახალი პარტნიორია. შორენამ ფოტოზე მისი ინიციალი „ლ“ მონიშნა. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შორენა ბეგაშვილი კრიმინალურ ავტორიტეტზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან შექმნილი ოჯახი. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი შორენას ირაკლი ნანაძესთან ყოფნის დროსაც ანებივრებდა ძვირადღირებული საჩუქრებით.

View this post on Instagram

BEST DAY OF MY LIFE🎈🎈🎈🎈🎈

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას სასწაული უწოდეს თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

View this post on Instagram

💗

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდში ერთმანეთს სულ უფრო ხშირად ადარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება