სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქოლ-ცენტრი

კომპანია „აჭარაბეთის“ ოფისში ბომბს ეძებდნენ

115
მსგავსი ცრუ სიგნალი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ კომპანია „აჭარაბეთის“ ოფისში ადრეც გაისმა, მსგავსი შეტყობინება მიმდინარე წლის 10 ივლისსაც მიიღეს

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა ერევანში მდებარე კომპანია „აჭარაბეთის“ ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

27 აგვისტოს 12:53 საათზე კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრში კანტორაში ჩადებული ბომბის შესახებ ზარი შევიდა.

ძებნის შედეგად ბომბი ვერ იპოვეს.

მსგავსი ცრუ სიგნალი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ კომპანია „აჭარაბეთის“ ოფისში ადრეც გაისმა. კერძოდ, მსგავსი შეტყობინება მიმდინარე წლის 10 ივლისსაც მიიღეს.

115
ჯეიჰუნ ბაირამოვი და დავით ზალკალიანი

დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

89
(განახლებულია 20:45 24.09.2020)
ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. მოპოვებულია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ახალი კარტოგრაფიული მასალები, ამიტომ ქართულ–აზერბაიჯანული 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს>>

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია. ზალკალიანთან შეხვედრაზე დიპლომატები საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შეეხნენ. 2007 წელს მხარეებმა საერთო საზღვრის 70%-ის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს. ეს საკითხი, მონასტრის უდიდესი კულტურულ-ისტორიული და სულიერი ფასეულობებიდან გამომდინარე, საკმაოდ მტკივნეულია ქართული საზოგადოებისთვის.

„მიმდინარე წელს რამდენიმე შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეხვედრები ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობა გაჩერებული იყო... ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები და ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნა. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები და მასალები. ახალმა გარემოებებმა, შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“, – განაცხადა ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ამასთან, დიპლომატს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა კარტოგრაფიულ მასალებზეა საუბარი.

აზერბაიჯანელი დიპლომატის განცხადებით, ეს საქმე, ჯობს, სპეციალისტებსა და პროფესიონალებს გადაეცეს.

„მათი მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. სპეკულაციები და პოლიტიკური პროცესები ამას ხელს უშლის და საქმე ჭიანურდება... საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არის ისეთი საკითხი, რომელიც არ შეიძლება განხილულ იქნას და ვერ მოგვარდეს. მჯერა, რომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვმა შეხვედრა გამართა ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან. მხარეებმა ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურულ–ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, რაც გასული წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

89
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
რამზან კადიროვი

მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

147
(განახლებულია 15:30 16.09.2020)
ჩეჩნური ტელეარხის ​ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მზადდება პროვოკაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რისთვისაც მისი ნიღაბი იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ „გროზნის“ Twitter-ზე.

​ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

„ამ მონაცემებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც მივიღეთ. მასზე ჩანს, რომ შექმნილია რეალისტური ნიღაბი, რომელიც გასაიდუმლოებულ ევროპულ ლაბორატორიაში დამზადდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — წერს ტელეარხი, ეყრდნობა რა eldit_net-ის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს. 

გარდა ამისა, როგორც „გროზნის“ პოსტიდან ირკვევა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ნიღბის გამოყენებით პროვიკაციების მოსაწყობად.

View this post on Instagram

A post shared by ◾НОВОСТИ/СОБЫТИЯ (@eldit_net) on

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ ჟურნალისტებს, ებრძოლონ საინფორმაციო პროვოკაციებსა და დეზინფორმაციის მცდელობებს.

 

147
თემები:
მსოფლიო დღეს
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: მორიგი ანტირეკორდი რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
(განახლებულია 11:18 25.09.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 640 პაციენტია.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 62 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში