თოვლი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში თოვლი მოვიდა

2401
(განახლებულია 16:14 23.08.2020)
აგვისტოსთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლება დაარეგისტრირეს ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური კვლევითი კომპლექს „შაჰდაგის“ სამეცნიერო ცენტრში

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონში გასულ ღამეს გათოვდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

მოულოდნელი და აგვისტოსთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლება დაარეგისტრირეს ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური კვლევითი კომპლექს „შაჰდაგის“ სამეცნიერო ცენტრში.

თოვს აგრეთვე სოფელ ხინალიგში (ყუბის რაიონი), რომელიც ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, 24 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი ჩრდილოეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთის ქარი 18-23 მეტრი წამში სიჩქარით, დროგამოშვებით ქარის სიჩქარე მიაღწევს 30, ზოგჯერ კი 32-35 მეტრ წამში, რაც ბოფორტის სკალით ქარიშხალს შეესაბამება. ღია ზღვაში ტალღების სიმაღლე 6-8 მეტრს მიაღწევს.

2401
რამზან კადიროვი

მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

143
(განახლებულია 15:30 16.09.2020)
ჩეჩნური ტელეარხის ​ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მზადდება პროვოკაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რისთვისაც მისი ნიღაბი იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ „გროზნის“ Twitter-ზე.

​ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

„ამ მონაცემებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც მივიღეთ. მასზე ჩანს, რომ შექმნილია რეალისტური ნიღაბი, რომელიც გასაიდუმლოებულ ევროპულ ლაბორატორიაში დამზადდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — წერს ტელეარხი, ეყრდნობა რა eldit_net-ის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს. 

გარდა ამისა, როგორც „გროზნის“ პოსტიდან ირკვევა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ნიღბის გამოყენებით პროვიკაციების მოსაწყობად.

View this post on Instagram

A post shared by ◾НОВОСТИ/СОБЫТИЯ (@eldit_net) on

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ ჟურნალისტებს, ებრძოლონ საინფორმაციო პროვოკაციებსა და დეზინფორმაციის მცდელობებს.

 

143
თემები:
მსოფლიო დღეს
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

საქართველოდან აზერბაიჯანში 350 ადამიანი გაემგზავრება

333
(განახლებულია 19:13 13.09.2020)
მოქალაქეები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორშაბათს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაემგზავრებიან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანში მიემგზავრება 350 ადამიანი, მათ შორის არის აზერბაიჯანის 97 მოქალაქე, საქართველოს 240 მოქალაქე, რუსეთის ექვსი მოქალაქე, 2 - ყაზახეთის მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე, უკრაინის სამი მოქალაქე და პაკისტანის ერთი მოქალაქე.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი იუწყება, ყველა მათგანს მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, და მათ, ვისი ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, ორშაბათს, 14 სექტემბერს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაამგზავრებენ.

ადრე, 19 აგვისტოს სამშობლოში გაემგზავრა აზერბაიჯანის 119 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩარჩნენ. მათ გარდა იყვნენ ასევე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი 14 მარტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა. ამ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით 2 500 ადამიანი გადაიყვანეს.

333
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილის დაღუპვის ადგილის თანამგზავრულ ფოტოებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეამოწმებენ

0
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე აპირებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას იმ ადგილის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ნამდვილობის დასადგენად, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში წარმოადგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანთან მიმდებარედ იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილას არ დგას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოები ადვოკატს დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია პირზე, რომელმაც მას აღნიშნულ ფოტოები გადასცა. მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ახმაურებს გამოძიება ინფორმაციას წყაროს შესახებ.

ფურცხვანიძემ პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნებს უნდობლობა გამოუცხადა და მას „არაკვალიფიციური“ უწოდა.

„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძიების შემდეგ საკუთარ მანქანაში თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ოჯახს ამის არ სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მკვლელობაა და უკავშირდება გოგონას სამუშაოს. მათი მტკიცებით, პროგრამისტს ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

გარდაცვლილი გოგონას დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალება უკავშირდება მთიანი ყარაბაღის ომის დროს იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას.

როგორც გაირკვა, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ უარი განაცხადა 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში მონაწილეობაზე, როგორც ამას დაღუპულის ოჯახი ითხოვდა, და აღნიშნა, რომ საქმე მათ კომპეტენციას სცდება.

გამოძიება ბაჩალიაშვილის საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

0
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები