ლაბორატორია შიდსის პროფილაქტიკის ცენტრში

მკვეთრი ვარდნა: სომხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იკლებს

79
(განახლებულია 19:54 17.08.2020)
კლების მიუხედავად, სომხეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ეპიდსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

გუშინ სომხეთში COVID-19-ის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი დღით ადრე - 196. მანამდე ყოველდღიური ზრდა 200-ის ფარგლებში მერყეობდა.

საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 42 701-ს მიაღწია, გართულებებისგან გარდაიცვალა 824 ადამიანი (პლუს 6 გასულ დღე-ღამეში). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზების გამო გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შეადგენს 244-ს (პლუს 1 გასულ დღე-ღამეში).

გამოჯანმრთელდა 34 655 ადამიანი. მკურნალობას გადის 5 978 პაციენტი. ქვეყანაში სულ 185 594 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აკრძალულია შეკრებები და მიტინგები. სავალდებულოა პირბადეების ტარება.

79
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1159)
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას ჩამოართმევენ

120
(განახლებულია 22:49 30.09.2020)
გარდა საპატიო დოქტორი წოდებისა, 2009 წელს სომხეთის ექს–პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიხეილ სააკაშვილს სომხეთის მაღალი სახელმწიფო ჯილდო — საპატიო ორდენი გადასცა

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთუნიანმა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის ინიციატივა წამოაყენა, იუწყება Sputnik სომხეთი.

მანამდე სააკაშვილი საკუთარ Facebook–ზე ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა, რა დროსაც მთიანი ყარაბაღი „აზეrბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად“ მოიხსენია.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, მივმართო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თხოვნით, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება. გადაწყვეტილება განპირობებულია სააკაშვილის მხრიდან აზერბაიჯანის აგრესიის წაქეზებითა და ირიბი მხარდაჭერით სომხური იდენტობის, თვითგამორკვევისა და სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ“ , — დაწერა არუთუნიანმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზე.

გარდა საპატიო დოქტორი წოდებისა, 2009 წელს სომხეთის ექს–პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიხეილ სააკაშვილს სომხეთის მაღალი სახელმწიფო ჯილდო — საპატიო ორდენი გადასცა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

 

120
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
ილჰამ ალიევი

„დიალოგისკენ მოწოდება უადგილოა“ ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

88
(განახლებულია 21:24 30.09.2020)
ალიევის თქმით, ამ დროსათვის აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე „ძლიერი პოზიციები“ უკავია და „შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ბაქოს პოზიციას“.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე დიალოგისკენ მოწოდება ახლა უადგილოა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„არსებობს საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იძლევა არანაირ შედეგს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უადგილოა რომელიმე მხარის მოწოდება დიალოგისკენ. ამას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ეუთო (და ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვიღებთ), რადგან მათ აქვთ მანდატი. ხოლო ვინც უბრალოდ ამბობს, დიალოგი დაიწყეთ და ჩვენ დაგეხმარებითო, ამის აუცილებლობა არ არსებობს“, — განაცხადა ალიევმა საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილებთან შეხვედრისას.

მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ყარაბაღის კონფლიქტით დაკავებულმა მხარეებმა ვერ შეძლეს გავლენა მოეხდინათ სომხეთის მთავრობაზე.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ამ დროსათვის აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე „ძლიერი პოზიციები“ უკავია, ბოლო წლებში ქვეყნის მთავრობამ შეძლო დაერწმუნებინა საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ სიმართლეში და ახლა, „შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციას“.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი „შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს, თუ სომხური ძალები სრულად დატოვებენ რეგიონს... ვინაიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

88
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0