ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი. წითელი ხიდი

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნებას გარკვეულ საათებში შეძლებენ

136
შეთანხმება მიღწეულია ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, მაგრამ საზღვრის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. აზერბაიჯანში პანდემიის გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას „წითელი ხიდის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გარკვეულ საათებში შეძლებენ, განუცხადეს Sputnik-საქართველოს აზერბაიჯანის საელჩოში.

საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღე 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, აღნიშნეს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

შეთანხმება მიღწეულია ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, მაგრამ საზღვრის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი 14-დღიან კარანტინში მოთავსდება.

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 14 მარტიდან დაიკეტა. შეზღუდვები არ შეეხო სატვირთო გადაზიდვებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ხორციელდება.

136
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1151)
რამზან კადიროვი

მზადდება პროვოკაცია კადიროვის ნიღბით: ჩეჩნური ტელეარხი ვიდეომტკიცებულებას ავრცელებს

147
(განახლებულია 15:30 16.09.2020)
ჩეჩნური ტელეარხის ​ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მზადდება პროვოკაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რისთვისაც მისი ნიღაბი იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ „გროზნის“ Twitter-ზე.

​ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ორეული“ მომზადების ბოლო სტადიაზეა.

„ამ მონაცემებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც მივიღეთ. მასზე ჩანს, რომ შექმნილია რეალისტური ნიღაბი, რომელიც გასაიდუმლოებულ ევროპულ ლაბორატორიაში დამზადდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — წერს ტელეარხი, ეყრდნობა რა eldit_net-ის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს. 

გარდა ამისა, როგორც „გროზნის“ პოსტიდან ირკვევა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ნიღბის გამოყენებით პროვიკაციების მოსაწყობად.

View this post on Instagram

A post shared by ◾НОВОСТИ/СОБЫТИЯ (@eldit_net) on

აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა ჩეჩენ ჟურნალისტებს, ებრძოლონ საინფორმაციო პროვოკაციებსა და დეზინფორმაციის მცდელობებს.

 

147
თემები:
მსოფლიო დღეს
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

საქართველოდან აზერბაიჯანში 350 ადამიანი გაემგზავრება

340
(განახლებულია 19:13 13.09.2020)
მოქალაქეები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორშაბათს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაემგზავრებიან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანში მიემგზავრება 350 ადამიანი, მათ შორის არის აზერბაიჯანის 97 მოქალაქე, საქართველოს 240 მოქალაქე, რუსეთის ექვსი მოქალაქე, 2 - ყაზახეთის მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე, უკრაინის სამი მოქალაქე და პაკისტანის ერთი მოქალაქე.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი იუწყება, ყველა მათგანს მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, და მათ, ვისი ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, ორშაბათს, 14 სექტემბერს სპეციალური ავტობუსებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ გაამგზავრებენ.

ადრე, 19 აგვისტოს სამშობლოში გაემგზავრა აზერბაიჯანის 119 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩარჩნენ. მათ გარდა იყვნენ ასევე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი 14 მარტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო დაიკეტა. ამ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით 2 500 ადამიანი გადაიყვანეს.

340
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1151)
გმირთა მოედანი

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

21
(განახლებულია 12:43 24.09.2020)
შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე თბილისის ცენტრში 25 სექტემბრის ღამიდან 28 სექტემბრის დილამდე იმოქმედებს

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. თბილისში 26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები იმოქმედებს 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე.

პავტომობილები პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნიდან მოხვდებიან.

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება>>

მოძრაობის მიმართულება არ იცვლება გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

ასევე შესაძლებელი იქნება 26 მაისის მოედანზე მოხვევა გმირთა მოედნის მიმართულებით.

21
თემები:
თბილისი დღეს